სერაფიქსი 20მგ #30ტ

სერაფიქსი 20მგ #30ტ

52.10 ლარი
ქვეყანა: ინგლისი
მწარმოებელი: ბიონ კორპორეიშენ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სერატიოპეპტიდაზა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 158907
გააზიარე:

Serrafix 20

სერაფიქსი 20

ტაბლეტი

(ფურცელ-ჩანართი)

შემადგენლობა :

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

სერატიოპეპტიდაზა ...................20 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 102, სახამებელი, დი-კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, აეროზოლი, რკინის რედოქსიდი.

სერაფიქსი შეიცავს სერატიოპეპტიდაზას, რომელიც არის ბუნებრივი წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტი და ახასიათებს ფიბრინოლიზური, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს დაზიანებულ ქსოვილში ანთების და შეშუპების შემცირებას, ტკივილის შემსუბუქებას. ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას და შეხორცებას.

სერატიოპეპტიდაზა მიღებულია არაპათოგენური Serratia E15 ენტერობაქტერიიდან. იგი ბლოკავს ანთბით ქსოვილებში ტკივილის მედიატორების გადმოსროლას, რაც განაპირობებს ტკივილის შემცირებას. სერატიოპეპტიდაზა ამცირებს კაპილარების განვლადობას და დილატაციას. კარგად აღწევს ანთების კერაში, ასუფთავებს ნეკროზულ ქსოვილებს და მათი დაშლის პროდუქტებს, ამცირებს ჰიპერემიას, აუმჯობესებს ანტიბიოტიკების შეღწევადობას და აქტივობას დაზიანებულ ქსოვილში. სერაფიქსი ამცირებს ცხვირის გამონადენის სიბლანტეს, რითაც ხელს უწყობს მათ მოცილებას. ასევე ხელს უწყობს ნახველის ადვილად მოცილებას ბრონქებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე.

ჩვენება:

  • ყველა სახის ტრავმა და ქსოვილის დაზიანება
  • გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპია ანტიბიოტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად
  • ანთებით გამოწვეული შეშუპება
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდი

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ, ჭამის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას .

უკუჩვენება: ორსულობა და ლაქტაცია; ბავშვები 18 წლამდე, მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С- ისა.

გამოშვების ფორმა: შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი.

არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.

მწარმოებელი და რეგისტრაციის მფლობელი:

Bion Corporation Ltd.

167-169 დიდი პორტლენდის ქუჩა,

ლონდონი, ინგლისი, W1W 5PF.

www.bioncorporation.uk