წყალბადის ზეჟ3%100მლ სპრ(ნეოფ)
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარი
Solutio Hydrogenii peroxydi diluta
სადეზინფექციო ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის
შემადგენლობა: შემადგენლობა: პერჰიდროლი (30%) - 10გ(3%); ანტიფებრინი-0,05გ(0,05%)G; წყალი 100მლ-მდე.
აღწერა : უფერო, გამჭირვალე, უსუნო ან თავისებური სუსტი სუნის სითხე. სწრაფად იშლება სინათლეზე, გაცხელებით.
მოხმარების წესი : წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარი გამოიყენება განუზავებელი სახით და წარმოადგენს მზა ხსნარს..
საერთო მონაცემები: წყალბადის ზეჟანგი წარმოადგენს ოქსიდანტების ჯგუფის ანტისეპტიკურ საშუალებას..Aარ გააჩნია სუნი და არ ტოვებს კვალს. Gგამოიყენება ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის ხელების სადეზინფექციოდ, ასევე სახლის პირობებში ხელების სადეზინფექციოდ.
გამოყენების წესი: ხელების ჰიგიენური დამუშავებაისთვის 5მლ ხსნარი დაიტანეთ ხელებზე დაშეიძილეთ კანში გაშრობამდე 2წთ-ის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ საფუძვლიან დამუშავდეს თითებს შორის კანის ზედაპირი, Aასევე თითის ბალიშები.
უსაფრთხოება: წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
მოარიდეთ თვალებს!
მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, სიცხეს, მხურვალე ზედაპირებს, ღია ცეცხლს.
Aარ შეინახოთ წამლებთან ერთად!
შეფუთვა: 100მლ ხსნარი ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°ც ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აკრძალულია წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.










