ასკილის წვენი500მლ უშაქ.(ნეოფ)
გააზიარე:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ასკილის წვენი (უშაქრო)
(Sugar free)
ნატურალური პოლივიტამინური საშუალება.
შემადგენლობა:
ასკილის ნაყოფი – 100გ/1ლ-ზე;
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, სვიტლი, წყალი.
აღწერა: მოყავისფრო, მოწითალო ელფერის მქონე სითხე, არომატული სუნით და გემოთი.
ასკილის წვენი ხასიათდება მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური აქტივობით, რომელიც გამოწვეულია ძირითადად ასკორბინის მჟავას შემცველობით. ასკორბინის მჟავას აქვს აღმდგენი თვისებები, ის უშუალოდ მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ცხიმების, რიგი ფერმენტების აქტივაციაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, არეგულირებს სისხლის შედედების უნარს, სისხლძარღვების განვლადობას, მონაწილეობას ღებულობს კოლაგენის, სტეროიდული ჰორმონების სინთეზში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ, აძლიერებს ლეიკოციტების ფაგოციტარულ აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში როგორც დამხმარე საშუალება გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, გადაღლილობის , დასუსტებული იმუნიტეტის დროს,
მიღების წესი და დოზირება:
1/2 – 1 ჭიქა წვენი 2-3-ჯერ დღეში.
მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ აუნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი.
უკუჩვენება:
• გასტრიტი მომატებული მჟავიანობით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
• თრომბოფლებიტი, გულის უკმარისობა (III ხარისხის), ენდოკარდიტი, რადგან ზრდის სისხლის შედედების უნარიანობას.
გვერდითი მოვლენები:
არ არის რეკომენდირებული ასკილის წვენის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღება, რადგან იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევას.
გამოყენების უსაფრთხოება (სიფრთხილე):
ასკილის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ემალის დაზიანება მასში ასკორბინის მჟავას მაღალი შემცველობის გამო. ამიტომ რეკომენდირებულია პირის ღრუში თბილი წყლის გამოვლება.
შეფუთვა:
500მლ, 1000მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ბოთლში მიხრახნილი თავსახურით.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ბიოლოგიურად აქტიური დაამატის მიღება დაუშვებელია!
შენახვა: 8-25ºჩ, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46










