ჰელმინ ფორტე 100მლ სიროფი
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ჰელმინ ფორტე
შიგნით მისაღები სიროფი
ანტიჰელმინთური საშუალება
HELMIN FORTE
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
აქტიური ნივთიერება:
აბზინდას სქელი ექსტრაქტი 5მგ .
მიხაკის სქელი ექსტრაქტი 5მგ .
კაკლის ფოთლის სქელი ექსტრაქტი 5მგ.
ბროწეულის ქერქის სქელი ექსტრაქტი 5მგ.
შავი ნიორის სქელი ექსტრაქტი 5მგ .
გოგრის თესლის სქელი ექსტრაქტი 5მგ.
კულმუხოს ფესვის სქელი ექსტრაქტი 5მგ.
დარიჩინის სქელი ექსტრაქტი 5მგ .
დამხმარე ნივთიერებები:
64 გ შაქარი, გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100 მლ სიროფის მისაღებად .
ჩვენება : ( გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს ) ანტიჰელმინთურ , ჰეპატოპროტექტორულ , ანტიოქსიდანტურ , ნაღვლმდენ საშუალებად .
აბზინდა -შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა თუჯონი, აბსინთინი და ფლავონოიდები. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებას, ნაღვლის გამოყოფას, ანთების შემცირებას და მიკრობების ზრდის ინჰიბირებას. აბზინდას პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებებით, რომლებიც ტოქსიკურია პარაზიტებისთვის.
მიხაკი - ს გააჩნია ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები , მიხაკი შეიცავს მანგანუმს- მანგანუმი ასტიმულირებს მომნელებელი ფერმეტების პეპდიტების წარმოქმნას, რომლების მონაწილეობენ ნაწლავში ცილების გაწოვაში - ჰიდროლოზში,მიხაკი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, იგი ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების-ლეიკოციტების წარმოქმნას,ლეიკოციტები აქტიური ფაგოციტებია, რომლებიც ებრძვიან ორგანიზმში შეჭრილ ბაქტერიებსა და ვირუსებს
მწვანე კაკლის ფოთოლი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული, ანტიფუნგალური, იმუნომასტიმულირებელი, დამცველობითი მოქმედება, არეგულირებს ლორწოს სეკრეციას; ნაღვლის გამოყოფას.
ბროწეულის კანი -შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს , ფლავონოიდებს ალკალოიდებს,მთრიმლავი ნივთიერებების , იგი გამოიყენება დიზენტერიის სამკურნალოდ, აღმოფხვრის ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ახდენს პარაზიტების ეგზოტოქსინების ნეიტრალიზებას.
შავი ნიორი - ს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიპარაზიტული, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, არეგულირებს მადას, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური ფლორის ჩამოყალიბებას.
გოგრის თესლი -ამაღლებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას, შეიცავს კუკურბიტინს, აქტიურ ნივთიერებას, რომელიც პარალიზებას უკეთებს პარაზიტებს და ხელს უწყობს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან. ასევე მდიდარია თუთიით, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
კულმუხოს ფესვი - ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიტიკური მოქმედება ,აუმჯობესებს მეტაბოლიზმის ასტიმულირებს ნაწლავის მოტორულ აქტივობას და განაპირობებს ჰელმინთების ევაკუაციას ნაწლავიდან.
დარიჩინი - ს გააჩნია ანტიმიკრობული , ანთების საწინააღმდეგო ,ანტიოქსიდანტური კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მასტიმულირებელი მოქმედება ,აუმჯობესებს საჭმლის მონელებას , ხსნის გულისრევას და ღებინებას.
ჩვენება :
ნემატოდოზები, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტიმიდოზი, ენტერობიოზი, ტრიქინელოზი
ტრემატოდოზები: ოპისტორქოზი, ფასციოლოზი
ცესტოდოზები: ჰიმენოლეპიდოზი, ტეიარინქოზი
ლამბლიოზის კომპლექსური მკურნალობა
შერეული ჰელმინთოზები
დისპეფსიური დარღვევები,ჰელიკობაქტერია პილორი (Helicobacter pylori) ქრონიკული ყაბზობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი .
ნაწლავური ინფექციების კომპლექსური მკურნალობა
სანაღვლე გზების დისკინეზია
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება
ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა სუსტი იმუნური სისტემა
მადის დაქვეითება
უკუჩვენება : არ გააჩნია .
უსაფრთხოების ზომები : გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
ორსულობა ლაქტაცია : გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
გამოყენების მეთოდები და დოზები : ბავშვები: 1 - 5 წელი: 5 მლ. 2 -ჯერ დღეში; 5 - 12 წელი: 5 მლ. 3 -ჯერ დღეში.12 წ. ზევით და მოზრდილები: 10 მლ. 2-ჯერ დღეში. მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 კვირას, მკურნალობის განმეორებითი კურსი შესაძლოა ჩატარდეს 20 – 30 დღიანი შესვენების შემდეგ.
ჰელმიფორტე მთელი ოჯახისათვის .
შენახვის პირობები : ოთახის ტემპერატურა.
ვარგისიანობა : 3 წელი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა : 100მლ პოლიეთილენის ბოთლში , მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები : გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია .










