ვობექსანი 500მგ #45ტ

ვობექსანი 500მგ #45ტ

65.47 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: ერზიგ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 157898
გააზიარე:

ვობექსანი

(სუპერ ენზიმები )

ვობექსანი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ენზიმების (ფერმენტების)კომბინაციას.

ფერმენტები (ენზიმები) -ეს ცილოვანი ნივთიერებებიარომლებიც მონაწილეობენ თითქმის ყველა ბიოლოგიურ პროცესებში. მათი აქტივობის დაქვეითება ხშირად იწვევს მწვავე და ქრონიკული დაავადებების განვითარებას.

მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საჭმლის მოსანელებლად , ქსოვილების და ორგანოების აღსადგენად და მათი სწორი ფუნქციონირებისთვის ,ასევე ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის

ვობექსანის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები მოქმედებენ კომპლექსურად და ავლენენ ანთებისსაწინააღმდეგო, ფიბრინოლიზურ, თრომბოლიზურ, ანტიაგრეგანტულ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას,

ვობექსანის შემადგენლობაში შედის : პანკრეატინი , ტრიფსინი,ქიმოტრიფსინი,ბრომელაინი , პაპაინი,რუტინი (ვიტ P)

1 ტაბლეტი ვობექსანი შეიცავს :

პანკრეატინი 310 FIP ერთეული (100მგ) - რთული ბიოლოგიური ნაერთია, რომელიც მიიღება ცხოველების კუჭქვეშა ჯირკვლიდან .მის შემადგენლობაში შემავალი პანკრეატინის ფერმენტები ლიპაზა , ამილაზა და პროტეაზა,მონაწილეობენ ნახშირწყლების,ცხიმების და ცილების გადამუშავებაში ტრიფსინი 360 FIP ერთეული (12მგ) - აჩქარებს ანთებითი პროცესის და შეშუპებების ჩაცხრობას ,მონაწილეობს მკვდარი ქსოვილების ფიბროზული წარმონაქმნების ,ბლანტი სეკრეტის და ექსუდატის დაშლაში ქიმოტრიფსინი 310FIP ერთეული (10მგ) - მონაწილეობს ცილების დაშლაში ბრომელაინი(ანანასის ენზიმი) 225FIP ერთეული (45 მგ) - მცენარეული ფერმენტი ,მონაწილეობს ცილის გადამუშავებაში და დაშლაში .ხელს უჭყობს ანთებითი პროცესის ჩაცხრომას და საჭმლის მონელებას . პაპაინი 90 FIP ერთეული (18მგ) - მცენარეული ფერმენტი,ხელს უწყობს ცილების დაშლას მარტივად მოსანელებელ მდგომარეობამდე , რაც მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემების და ოპერაციული ჩარევების შემდგომე პერიოდში.ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას,აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება ,მონაწილეობას იღებს კუნთების ფორმირებაში რუტინი (რუტოზიდის ტრიგიდრადი-ვიტ P ) 11,1 მგ - ამცირებს კაპილარების განვლადობას და ამაგრებს სისხლძარღვების კედელს .ძლიერი ანტიოქსიდანტია ,მონაწილეობას იღებს კოლაგენის სინთეზში , აუმჯობესებს კანის სტრუქტურას,არეგულირებს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას. ვობექსანი - ეს არის ურთიერთშემავსებელი ფერმენტების და რუტინის კომბინაცია. ორგანიზმში მოხვედრისას ისინი შეიწოვებიან წვრილ ნაწლავში ინტაქტური მოლეკულების სახით, უერთდებიან სისხლის სატრანსპორტო ცილებს, ხვდებიან სისხლის ნაკადში და მიემართებიან პათოლოგიურ უბანში.

ვობექსანში შემავალი კომპონენტების ერთობლიობა

ü აჩქარებს , ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების და დანეკროზებული ქსოვილების ლიზისს. ხელს უწყობს ჰემატომებისა და შეშუპებების სწრაფ გაწოვას,

ü ნორმაში აყენებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას,აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას

ü აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას და აქვეითებს ენდოგენური ქოლესტერინის სინთეზის პროცესს.

ü ამცირებს ჰორმონალური პრეპარატებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს, ზრდის ანტიბიოტიკების ეფექტურობას , ამცირებს ანტიბიოტიკოთერაპიის გვერდით მოვლენებს.

ü აუმჯობესებს ანტიბიოტიკების დუფუზიას ანთებით ქსოვილებში, განსაკუთრებით ლორ-ორგანოებში, ბრონქფილტვის ტრაქტში და პირის ღრუში.

ü ააქტიურებს თვალის საკუთარ ფერმენტულ სისტემას ,აუმჯობესებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას ,აჩქარებს შეშუპებების ,ჰემატომების ,დანეკროზებული ქსოვილების და ფიბრინის გაწოვას.

ჩვენება :

- შეშუპება, სისხლჩაქცევები, დამწვრობა,ნაწიბურები .

კომპლექსურ თერაპიაში:

-რევმატოლოგია: რევმატოიდული არტრიტის გამწვავება,რეაქციული ართრიტი, ოსტეოართრიტი გამწვავების პერიოდში, რბილი ქსოვილების რევმატიზმი.

- რესპირატორული სისტემის ანთებითი პროცესების დროს (სქელი და ბლანტი ბრონქული სეკრეტი, ნახველის ამოღების გაძნელება),ფიბროზი

ტრავმატოლოგიადა ქირურგია: პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა, შეხორცებითი დაავადების პროფილაქტიკა

LOR პრაქტიკა ში : სინუსიტები, ოტიტები, ცხვირის კაპილარების სისუსტე.

ოფთალმოლოგია: თვალის ტრავმები, ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში.

სტომატოლოგია: კბილის ექსტრაქცია, პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება,კისტა .

ანგიოლოგია: ზედაპირული ვენების მწვავე თრომბოზები და თრომბოფლებიტები, პოსტთრომბოფლებიტური დაავადების მკურნალობა, ენდარტერიტი და ქვედა კიდურების არტერიების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, რეციდიული ფლებიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უროლოგია: შარდ-სასქესო ტრაქტის მწვავე და გამწვავებული ანთებების მკურნალობა, პროსტატიტი.

გინეკოლოგია: მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების მკურნალობა (ადნექსიტი, სალპინგოოფორიტი); მასტოპათია, კლიმაქტერიული პერიოდის გამწვავება. ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის გართულებების გამოხატულებისა და სიხშირის შემცირება.

კარდიოლოგია: მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა (სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება), გულის იშემიური დაავადება.

გასტროენტეროლოგია: მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავება.

რევმატოლოგია: რევმატოიდული არტრიტის გამწვავება, ბეხტერევის დაავადება. რეაქციული ართრიტი, ოსტეოართრიტი გამწვავების პერიოდში, რბილი ქსოვილების რევმატიზმი.

ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი

კოსმეტოლოგია :ნაწიბურების გაწოვა , კანის სტრუქტურის გაუმჯობესება

დოზირება :გამოიყენება 14 წლის ასაკიდან .

სარეკომენდაციო დღიური დოზა 1- 2ტაბ X 3 დღეში

მაქსიმალური დღიური დოზა 3 ტაბლეტი X 3 ჯერ დღეში . მიღების ხანგრძლივობას 1თვე ,ან ექიმის შეხედულებით .

უკუჩვენება: ზემგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ;

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა ,ტაბ N45

მწარმოებელი :Erzig UG,Monbijouplatz11,10178 Berlin,G ermany