ომილი 30მლ სპრეი
გააზიარე:
ომილი
30 მლ ფლაკონი
ომილის სპრეი ამსუბუქებს გაცივებით, ხველითა და ტონზილიტით გამოწვეულ ყელის ტკივილის შემაწუხებელ სიმპტომებს. ატენიანებს ლორწოვან გარსს. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
შემადგენლობა: ექინაციის ექსტრაქტი 5 მგ, თიმის ექსტრაქტი 4 მგ, აცეროლას ექსტრაქტი 4 მგ, ლაკრიცის ექსტრაქტი 4 მგ, მოცვის ექსტრაქტი 4 მგ, შტოშის ექსტრაქტი 2,5 მგ, პროპოლისის ექსტრაქტი 2 მგ, ნატრიუმის ჰიალურონატი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, დეიონიზირებული წყალი, ფორთოხლის არომატიზატორი, სტევია.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ექინაციის ექსტრაქტი წარმოადგენს იმუნომოდულატორს, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და ეხმარება ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეფექტურია გაციებისა და გრიპის დროს.
თიმის ექსტრაქტი წარმოადგენს ანტისეპტიკურ და ამოსახველებელ საშუალებას. ეფექტურია ხველისა და ბრონქიტის დროს.
აცეროლას ექსტრაქტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან .
ლაკრიცის ექსტრაქტის გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება ხველის დროს. იცავს პირის ღრუს ლორწოვან გარსებს.
მოცვის ექსტრაქტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, უზრუნველყოფს უჯრედის რეგენერაციას და ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შტოშის ექსტრაქტი მდიდარია C ვიტამინითა და ფლავონოიდებით. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
პროპოლისი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელსაც ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ეფექტურია ყელის ტკივილისა და პირის ღრუს ინფექციების დროს.
ნატრიუმის ჰიალურონატი ატენიანებს ლორწოვან გარსს და იცავს მას დაზიანებისგან, იცავს ყელისა და პირის ღრუს გამოშრობისგან.
გლიცერინი წარმოადგენს ლორწოვანის დამარბილებელ საშუალებას, უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების თანაბარ განაწილებას.
მიღების წესი და დოზირება:
1- 12 წელი: 2 შესხურება 3-ჯერ დღეში; მოზრდილებში: 4 შესხურება 3-ჯერ დღეში.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ 15-25°C ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
უმჯობესია გამოყენებულ იქნეს შეფუთვის გვერდზე მითითებულ თარიღამდე.
ვარგისია გახსნიდან 3 თვე.
გამოშვების ფორმა: 30 მლ ფლაკონი
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ.
იმპორტიორ/დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ჰერბალ რელიფ ჯორჯია“.










