გრიფოტონი 100მლ სიროფი

გრიფოტონი 100მლ სიროფი

30.00 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ადელფარმა ილაჩი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 157341
გააზიარე:

გრიფოტონის სიროფი

100 მლ ფლაკონი

გრიფოტონის სიროფი წარმოადგენს მცენარეულ საშუალებას გრიპის, გაცივებისა და მისი თანმხლები სიმპტომების ხველის, ყელის ტკივილის, სურდოს და გრიპოზული მდგომარეობის საწინააღმდეგოდ. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და მატონიზირებელი მოქმედება. ხსნის ყელის ტკივილს, ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და გამონადენს, ეფექტურია როგორც მშრალი ასევე პროდუქტიული ხველის დროს. ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას.

შემადგენლობა : კატის ბრჭყალის ექსტრაქტი 15 მგ, პროპოლისი 12 მგ, ალთეს ექსტრაქტი 8 მგ, ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი 8 მგ, თიმის ექსტრაქტი 8 მგ, წაბლის ექსტრაქტი 8 მგ, ძირტკბილას ექსტრაქტი 8 მგ, ექინაციის ექსტრაქტი 4 მგ, შტოშის ექსტრაქტი 2,5 მგ, დროზერას ექსტრაქტი 1,35 მგ, რესვერატროლი 0,45 მგ, ლიმონმჟავა, ქსანთანი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ფორთოხლის არომატიზატორი, სტევია, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კატის ბრჭყალის ექსტრაქტი წარმოადგენს იმუნომოდულატორს, რომელსაც გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ეფექტურია ვირუსული ინფექციების დროს.

პროპოლისი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. ეფექტურია ყელის ტკივილისა და პირის ღრუს ინფექციების დროს.

ალთეს ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება. ამცირებს ლორწოვანის ანთებასა და ხველას, ამცირებს ყელის ტკივილს.

ისლანდიური ხავსის ექსტრატს გააჩნია ანტიმიკრობული (განსაკუთრებით Streptococcus და Staphylococcus სახეობების მიმართ), ანთებისსაწინააღმდეგო და ადგილობრივი იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, ქმნის დამცავ ფენას ყელის ლორწოვან გარსზე, რაც ამცირებს გაღიზიანებას, იცავს მას ინფექციებისგან და შედეგად ამცირებს ხველას.

თიმის ექსტრაქტი ამოსახველებელი საშუალებაა, გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება.

წაბლის ექსტრაქტი ამშვიდებს ხველას, ხშირად გამოიყენება ბრონქიტის დროს.

ძირტკბილას ექსტრაქტი ამცირებს ანთებას, ამშვიდებს ლორწოვან გარსს და ამცირებს ხველას.

ექინაციის ექსტრაქტი წარმოადგენს იმუნომოდულატორს, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და ეხმარება ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეფექტურია გაციებისა და გრიპის დროს.

შტოშის ექსტრაქტი მდიდარია ვიტამინით C და ფლავონოიდებით, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.

დროზერას ექსტრაქტი ეფექტურია მშრალი ხველის დროს, თრგუნავს ხველის რეფლექსს.

რესვერატროლი ძლიერი ანტიოქსიდანტია. იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან.

მიღების წესი და დოზირება:

6 თვიდან- 1 წლამდე: 2,5 მლ 2-ჯერ დღეში, რეკომენდებულია წყალში გაზავება

1 – 3 წელი: 5 მლ 2- ჯერ დღეში, 3 – 6 წელი: 7,5 მლ 2- ჯერ დღეში, 6 – 12 წელი: 10 მლ 2- ჯერ დღეში

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ 15-25°C ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

უმჯობესია გამოყენებულ იქნეს შეფუთვის გვერდზე მითითებულ თარიღამდე.

ვარგისია გახსნიდან 3 თვე.

გამოშვების ფორმა: 100 მლ ფლაკონი

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ.

იმპორტიორ/დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ჰერბალ რელიფ ჯორჯია“.