ბადექს P(Pepsin+Betaine)#30კაფს

ბადექს P(Pepsin+Betaine)#30კაფს

28.00 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ეუბიონ კორპორეიშენ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბეტაინი,პაპაინი,ბრომელაინი,პეპსინი,ჯინჯერი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 154782
გააზიარე:

BADEX P

კაფსულები

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:

ბეტაინის ჰიდროქლორიდი – 250 მგ

პაპაინი (პაპაიასგან მიღებული) – 50 მგ

ბრომელაინი (ანანასისგან მიღებული) – 75 მგ

პეპსინი – 50 მგ

ჯანჯაფილის (კოჭას) ფესვი – 40 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კაფსულის გარსი, ინულინი, L-ლეიცინი.

აღწერა

BADEX P წარმოადგენს უნიკალურ და ეფექტურ კომპლექსურ ფორმულას, რომელიც განკუთვნილია საჭმლის მონელების პროცესების მხარდასაჭერად. იგი ხელს უწყობს საკვების უფრო ეფექტურ მონელებას, კუჭის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას და საკვების მიღების შემდეგ სიმსუბუქისა და კომფორტის შეგრძნების უზრუნველყოფას.

მოქმედი კომპონენტების თვისებები

ბეტაინის ჰიდროქლორიდი (ტრიმეთილგლიცინი ჰიდროქლორიდის ფორმით) წარმოადგენს მარილმჟავას წყაროს კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში და ხელს უწყობს კუჭის წვენის მჟავიანობის ნორმალიზებას, რაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების სწორი მონელებისა და შეწოვისთვის. იგი ასევე ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებას და ნაწლავური ფერმენტების სეკრეციის სტიმულირებას. ახდენს დისპეფსიისა და შენელებული მონელების ნორმალიზებას და ხელს უწყობს რკინისა და ვიტამინ B12-ის შეწოვას.

ბრომელაინი გამოიყენება საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის. იგი გავლენას ახდენს ცხიმების მეტაბოლიზმზე არაპირდაპირ, ცილების დაშლისა და შეწოვის გაუმჯობესების გზით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთების შემცირებისა და შეხორცების ხელშეწყობის გზით ბრომელაინი ამსუბუქებს დისპეფსიურ ჩივილებს (გულისრევა, კუჭის სიმძიმე, შებერილობა) და საჭმლის მონელების პროცესის დარღვევებს. საჭმლის მონელების პროცესებზე დადებითი ზემოქმედებით იგი ხელს უწყობს ორგანიზმში მეტაბოლიზმის მაღალი დონის შენარჩუნებას.

პაპაინი არის პროტეოლიზური ფერმენტი, რომელიც ხელს უწყობს საკვებში არსებული ცილების დაშლას და მონელების პროცესის გაუმჯობესებას. იგი ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას და ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესებს.

პეპსინი არის პროტეოლიზური ფერმენტი, რომელიც კუჭში წარმოიქმნება და ხელს უწყობს საკვების ცილების ამინომჟავებად დაშლას და მათ შეწოვას. კუჭში მარილმჟავა პეპსინოგენს გარდაქმნის პეპსინად. ასაკის მატებასთან ერთად შესაძლებელია მარილმჟავას სეკრეციის შემცირება, რაც იწვევს პეპსინის დონის დაქვეითებას. პეპსინის სათანადო დონის გარეშე ორგანიზმს უჭირს საკვების სწორად მონელება. ამიტომ მარილმჟავასა (HCl) და პეპსინის დამატება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.

ჯანჯაფილი (Zingiber officinale) ხელს უწყობს გულისრევის შემცირებას, კუჭში აირების დაგროვების შემცირებას და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაუმჯობესებას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი თვისებები.

გამოყენების ჩვენებები

  • საჭმლის მონელების დარღვევები
  • რკინისა და ვიტამინ B12-ის შეწოვის ხელშეწყობა
  • მეტეორიზმი და დისპეფსია
  • კუჭისა და ნაწლავების მოტორიკის დარღვევები

სიფრთხილის ზომები

პროდუქტის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

BADEX P კაფსულები არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების ჩანაცვლებისთვის.

უკუჩვენებები

არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ასთმა
  • მწვავე ჰეპატიტი
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

დოზირება

მოზრდილები და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

1 კაფსულა 3-ჯერ დღეში

შეფუთვა

30 კაფსულა

ვარგისობის ვადა

2 წელი

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისა და სითბოსგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დამატებითი ინფორმაცია

საკვები დანამატი. არ წარმოადგენს ფარმაცევტულ პრეპარატს.

GMO თავისუფალი.

მწარმოებელი

Eubion Corporation Sp. z o.o.

Sarmacka 11, Warsaw, Poland, 02-972

www.eubion.eu

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: „ავერსი-ფარმა“