ვიტ C10% ი.ვ/ი.მ 5მლ #5ა(ტურკტ)
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
თურქთიფსან ვიტამინი C 500 მგ /5 მლ ი . ვ . საინექციო/საინფუზიო ხსნარი
სტერილური
განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის.
- მოქმედი ნივთიერება : თითოეული ამპულა (5 მლ) 500 მგ ვიტამინ C (ასკორბინის მჟავას) შეიცავს. დოზის ერთეული (1 მლ) 100 მგ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები : მეთილ პარაბენი (E218), პროპილ პარაბენი (E216), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
|
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ , რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს :
- რა არის და რისთვის გამოიყენება თურქთიფსან ვიტამინი C ?
- თურქთიფსან ვიტამინ C -ს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ?
- როგორ გამოიყენება თურქთიფსან ვიტამინი C ?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ?
- თურქთიფსან ვიტამინ C -ს შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება თურქთიფსან ვიტამინი C ?
- · თითოეული ამპულა მოქმედი ნივთირების სახით 500 მგ C ვიტამინს შეიცავს.
- · თურქთიფსან ვიტამინი C მოხმარებისთვის წარმოდგენილია კოლოფში მოთავსებული 5 ცალი, 5 მლ-იანი ქარვისფერი შეფერილობის მინის ამპულის შემცველ შეფუთვაში.
- · თურქთიფსან ვიტამინი C გამოიყენება:
- C ვიტამინის მძიმე დეფიციტის და
- საკვების სახით ვიტამინის არასაკამრისი მიღების შემთხვევებში, ასევე საკვების სახით მიღების შეუძლებლობის და ან გამოყენების აკრძალვების დროს C ვიტამინის დეფიციტის აღდგენის ან პრევენციის მიზნით.
2. თურქთიფსან ვიტამინ C -ს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ?
თურქთიფსან ვიტამინი C ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ :
თუ ;
- · C ვიტამინის (ასკორბინის მჟავა) და პროდუქტის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ,
- · შარდში ოქსალის მჟავას ნორმაზე მეტი რაოდენობა ვლინდება (ჰიპეროქსალურია).
თურქთიფსან ვიტამინი C ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ :
- · თუ გაქვთ რკინის მეტაბოლიზმის დარღვევასთან დაკავშირებით ნაწლავების მიერ რკინის ჭარბი შეწოვის და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანოებში (განსაკუთრებით ღვიძლში) რკინის დაგროვების (ჰემოქრომატოზი) მგავსი დაავადება.
- · კალციუმის ოქსალატის კენჭების დაგროვების შედეგად თირკმლების დაზიანებისას, თირკმელში კენჭის არსებობისას და თირკმელების უკმარისობის დროს C ვიტამინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. C ვიტამინით მკურნალობის ქვეშ მყოფ ყველა პაციენტში თირკმელების ფუნქციები ხშირად უნდა გადამოწმდეს.
- · თირკმელების უკმარისობის მქონე პირები შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ C ვიტამინის დაბალი დოზების მავნე ზემოქმედების მიმართ. თუ თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ექიმის კონსულტაციის გარეშე C ვიტამინი არ მიიღოთ.
- · გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (G6PD) ფერმენტის დეფიციტის მქონე პირებში C ვიტამინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანემიის ერთერთი სახეობის - ჰემოლიზიური ანემიის განვითარება, ამიტომ ამ დროს სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
- · თუ გაქვთ სხვადასხვა სახეობის ანემია:
- ხმელთაშუა ზღვის ანემია (თალასემია)
- სიდერობლასტური ანემია; ძვლის ტვინში ნორმობლასტების სახელით წოდებულ სისხლის უჯრედებში რკინის ჭარბი დაგროვება,
- ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია,
- · თუ გაქვთ ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი წარმოება (პოლიციტემია),
- · თუ გაქვთ ძვლის ტვინის სიმსივნე (ლეიკემია),
- · თუ გაქვთ სიმსივნის პროგრესირებული ფორმა,
- · თუ გაქვთ სახსრის გაწითლების და შესივების, ტკივილის გამომწვევი ანთებითი დაავადება, პოდაგრა.
C ვიტამინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
- · თუ, სხვა ვიტამინს და ან მულტივიტამინების პრეპარატებს, სხვა წამლებსაც ღებულობთ და ან სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ ხართ, აღნიშნული პროდუქტის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
მდგომარეობები , რომელიც ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ცვლის:
გლუკოზოქსიდაზის და სპილენძის სულფატის გამოყენებით გლუკოზის განსაზღვრის დროს, ნიტრიტის და ბილირუბინის ანალიზები, ასევე ლეიკოციტების რაოდენობის (სისხლის თეთრი უჯრედები) მაჩვენებელები შეიძლება ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი იყოს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად და ან წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ორსულობა
წამლისგამოყენებამდეკონსულტაციისთვისთქვენსექიმსდაანფარმაცევტსმიმართეთ.
ორსულობის დროს C ვიტამინის რეკომენდირებული დოზით მიღება უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა ორსულობის დროს C ვიტამინით მკურნალობის რისკების შეფასების მხრივ საკმარისი კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ აღნიშნული პროდუქტის გამოყენება ორსულობის დროს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს. ხანგრძლივი დროით დოზის გადაჭარბება მუცლად მყოფი ბავშვისთვის შეიძლება მავნებელი იყოს, ამიტომ რეკომენდირებულ დოზას არ გადააჭარბოთ.
თუ, მკურნალობისპერიოდშიორსულობასგამოავლენთ, კონსულტაციისთვისმაშინვეთქვენსექიმსანფარმცევტსმიმართეთ.
ძუძუთი კვება - ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
C ვიტამინი დედის რძეში გადადის. პრეპარატის მაღალი დოზის მიღებისას, ბავშვზე მავნე ზემოქმედების არსებობა ან არ არსებობის საკითხი უცნობია, თუმცა თეორიულად შესაძლებელია. ამიტომ, თუ ძუძუთი კვებაზე მყოფი დედების მხრივ მოსალოდნელი სარგებელი პოტენციურ რისკზე მაღალი არ არის, მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება რეკომენდირებული არ არის.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედი უარყოფითი ეფექტი არ აქვს და ან იმდენად მცირეა, რომ უგულებელყოფა შეიძლება.
თურქთიფსან ვიტამინ C -ს შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული 5 მლ-იანი დოზა <1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.
თურქთიფსან ვიტამინი C მეთილ პარაბენს (E218) და პროპილ ბარაბენს (E216) შეიცავს, ეს კი შეიძლება ალერგიული რეაქციების (სავარაუდოდ გვიანი რეაქციები) და ბრონქების უჩვეულო შევიწროების მიზეზი გახდეს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
C ვიტამინის სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს სხვა წამლის ან თვით C ვიტამინის მოქმედების ეფექტის შეცვლა. თუ, ქვემოთ მოცემულ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:
- · დისულფირამი (ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება)
- · ვარფარინი და დიკუმაროლი (სისხლის შედედების საწინააღმდეგო ან შემაფერხებელი, პერორალურად მისაღები წამლები)
- · რკინა (ანემიის სამკურანლოდ გამოყენებული ესენციური მინერალი)
- · დესფეროქსამინი (რკინის ჭარბი დაგროვების სამკურნალო წამალი)
- · ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი წამალი)
- · ინდინავირი (შიდსის სამკურნალო ანტივირუსული წამალი)
- · ეთინილესტრადიოლი (ჩასახვის საწინააღმდეგო წამალი)
- · აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) და სალიცილის მჟავა
- · იზოპრენალინი (სიმპათიკური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი წამალი)
- · მექსილეტინი (გულის რითმის დარღვევის დროს გამოსაყენებელი წამალი)
- · პრიმიდონის მსგავსი ბარბიტურატები (დამამშვიდებელი და საძილე წამლები ან წამლების ჯგუფი)
- · ამფეტამინი (ყურადღების დეფიციტის ან ძილის დარღვევის სამკურნალოდ გამოსაყენებელი სიმპათიკური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი წამალი)
- · ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (დეპესიის საწინააღმდეგო წამლების ჯგუფი)
- · ფლუფენაზინი და სხვა ფენოთიაზინები (შიზოფრენიის და ფსიქოზური დეპრესიის მსგავი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებელი წამალი ან წამლების ჯგუფი)
- · კორტიკოსტროიდები (კორტიზონი: რევმატიული დაავადებების და რევმატიზმის გარდა სხვა ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოსაყენებელი ანთების საწინააღმდეგო წამლების ჯგუფი)
- · ტეტრაციკლინები (ინფექციების სამკურნალოდ გამოსაყენებელი ანტიბიოტიკების სახეობა)
- · ამიგდალინი (სიმსივნის სამკურნალოდ გამოსაყენებელი მწარე ნუშისგან მიღებული წამალი)
- · ალუმინი (თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე ადამიანებში ეს ურთიერთქმედება არ ვრცელდება)
ალკოჰოლი: ალკოჰოლის მოხმარება ასკორბინის მჟავის დონეს აქვეითებს. მათი ერთდროული გამოყენებისას, გამოვლენილი ეფექტები უცნობია.
C ვიტამინის მიღება, შარდის და გლუკოზის ანალიზებზე ახდენს გავლენას და მცდარი პასუხების მიღებას იწვევს, თუმცა სისხლში შაქრის დონეზე ზეგავლენას არ ახდენს. C ვიტამინთან ურთიერთქმდების განსაზღვრის და მიღებული შედეგების სისწორის დადგენისთვის, იხილეთ საზომი აპარატის და ან გამოყენებული ჩხირების გამოყენების ინსტრუქცია.
უნდა აღინიშნოს, რომ C ვიტამინის მიღება ზემოქმედებას ახდენს შარდში და სისხლში კრეატინინის, კარბამაზეპინის, შარდმჟავას და არაორგანული ფოსფორის დონეზე, ასევე განავალში ფარული სისხლის განსაზღვრის ლაბორატურიულ მაჩვენებლებზე. ამ პრეპარატის გამოყენებისას, ამ ტიპის ლაბორატორიული კვლევის დაგეგმვისას, თქვენს ექიმს და ან ჯანდაცვის პერსონალს ინფორმაცია მიაწოდეთ.
თურეცეპტითანრეცეპტისგარეშეგაცემულ ნებისმიერწამალსღებულობთანბოლოპერიოდშიმიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულისშესახებთქვენსექიმსდაანფარმაცევტსაცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება თურქთიფსან C ვიტამინი ?
სწორი გამოყენება და დოზები / გამოყენების სიხშირე და მითითებები :
თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ:
ზრდასრულები: C ვიტამინის მძიმე დეფიციტის დროს რეკომენდრიებული დოზაა 500-1000 მგ/დღეში, გამოყენების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 10 დღეა.
საკვებით მიღების დეფიციტის და შეუძლებლობის დროს ან გამოყენების აკრძალვის შემთხვევებში, C ვიტამინის დეფიციტის აღდგენის ან პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებული დოზაა: 200-500 მგ/დღეში.
თქვენი ექიმი, დაავადების შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვრავს და დაგინიშნავთ მას.
შეყვანის გზა და მეთოდი :
განკუთვნილია ინტრავენური გზით შეყვანისთვის.
ამპულის ზემო ნაწილში მოძებნეთ ლურჯი წერტილი. ამპულის თავი ისრის მიმართულებით მოქაჩეთ და გადატეხეთ, ამპულის საჭრელი საჭირო არ არის.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :
ბავშვებში გამოყენება :
C ვიტამინის მძიმე დეფიციტის სამკურნალოდ, გამოვლენილი ნიშნების ალაგების შესაბამისად რეკომენდირებული დოზაა: 100-300 მგ/დღეში 1-2-ჯერ, 2 კვირიდან - 3 თვემდე ხანგრძლივობით სიმპტომების გაუმჯობესების მიხედვით.
დღენაკლულ ჩვილებსა და 0-12 თვის ასაკის ბავშვებში, რომლებიც ინტრავენურად იკვებებიან და პერორალურად ვიტამინის მიღების შეუძლებლობისას, რეკომედნირებული დოზაა: 15-25 მგ/კგ/დღეში, ხოლო 1-18 წლის ასაკის ბავშვებში ინტრავენურად C ვიტამინის რეკომენდირებული დოზაა: 80 მგ/დღეში.
ხანდაზმულებში გამოყენება :
ხანდაზმულებში დოზის განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები :
თირკმლების უკმარისობა :
თირკმლების მძიმე უკმარისობის მქონე პირებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
ღვიძლის უკმარისობა :
ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში დოზის განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის მოცემული.
თუ, ფიქრობთრომთურქთიფსან C ვიტამინის მოქმედებისეფექტიძალიანძლიერიდაანძალიანსუსტია, კონსულტაციისთვისთქვენსექიმსანფარმაცევტსმიმათეთ.
თუ , თურქთიფსან C ვიტამინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ :
ამ პრეპარატის რეკომენდაციის შესაბამისად გამოყენებისას, ჭარბი დოზის გამოწვევის მხრივ რაიმე სახის მტკიცებულება არ არსებობს.
სხვა დანაჩენი წყაროდან C ვიტამინის მიღება გათვალისწინებული უნდა იქნას.
კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, ლაბორატორიული მაჩვენებლები და დოზის გადაჭარბების შედეგები საკმაოდ მრავალფეროვანია და დამოკიდებულია პიროვნების მიდრეკილებასა და გარემო პირობებეზე.
C ვიტამინის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს დიარეა, გულისრევა და ღებინება, კუჭ-ნაწლავის პრობლემების მომატება.
აღნიშნული ნიშნების გამოვლინებისას, C ვიტამინით მკურნალობა შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, თურქთიფსან C ვიტამინის საჭიროზემეტიდოზამიიღეთ, ექიმსდაანფარმცევტსგაესაუბრეთ.
თუ , თურქთიფსან C ვიტამინის მიღება დაგავიწყდებათ :
დავიწყებულიდოზებისაღდგენისთვისორმაგიდოზაარმიიღოთ.
მოვლენები , რომელიც თურქთიფსან C ვიტამინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს :
მკურნალობის უცებ შეწყვეტასთან დაკავშირებული ცნობილი ეფექტის გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.
4. რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები :
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, თურქთიფსან C ვიტამინის მიღების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.
თუ , ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება , თურქთიფსან C ვიტამინის გამოყენება შეაჩერეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას მიმართეთ :
- · გამონაყარი, ურტიკარია, ქავილის მსგავსი კანის რეაქციები,
- · მომატებული მგრძობელობის რეაქციები,
- სუნთქვის გაძნელება
- არტერიული წნევის დაცემასთან ერთად კანის ძლიერი რეაქციები
- ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ენის და ტუჩების შესივება და ან ხახის შესივება, ყლაპვის გაძნელება და ან სუნთქვის გაძნელება, რაც ასევე გამოწვეულია შეშუპებით (ანგიოედემა)
- უეცრად განვითარებული მგრძნობელობის რეაქცია(ანაფილაქსიური შოკი)
- ალერგიული ასთმის ნიშნები
- სუნთქვის გაძნელება, რომელიც გულის პრობლემით არის გამოწვეული (კარდიო-რესპირატორული დისტრესი)
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თურქთიფსან C ვიტამინის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან საავადმყოფოში მოთავსება.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული : 10 პაციენტიდან სულ ცოტა 1 პაციენტში ვლინდება.
გავრცელებული : 10 პაციენტიდან <1 პაციენტში ვლინდება, მაგრამ 100 პაციენტიდან >1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული : 100 პაციენტიდან <1 პაციენტში, მაგრამ 1.000 პაციენტიდან >1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი : 1.000 პაციენტიდან <1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი : 10.000 პაციენტიდან <1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი : ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
იშვიათი:
- · ხელებსა დავ ფეხებში მგრძნობელობა, ტკივლი, ტემპერატურის მომატება და ან შესივება
- · შადვის გაძნელება
ძალიან იშვიათი:
- · სისხლის წითელი უჯრედების დაშლა (გლუკოზო-6-ფოსფატაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში)
- · გამონაყარი, ურტიკარია, ქავილის მსგავსი კანის რეაქციები
- · მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
- სუნთქვის გაძნელება
- სისხლის არტეიული წნევის დაცემათან ერთად გამოვლენილი კანის რეაქციები
- ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ენის და ტუჩების შესივება, ხახის შესივება და ყლაპვის გაძნელება და ან სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა)
- უეცრად განვითარებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი)
- ალერგიული ასთმის ნიშნები
- სუნთქვის გაძნელება, რაც გულის პრობლემებით არის გამოწვეული (კარდიო-რესპირატორული დისტრესი)
- · დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დისპეფსიები
უცნობი:
- · თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილის დარღვევები
- · ალები (წამოხურება) და ან შეწითლება
- · დიურეზი (შარდის სიჩქარის და შესაბამისად შარდის მოცულობის მომატება)
- · ჰიპეროქსალურია (შარდში ოქსალინის მჟავის ნორმაზე მეტი ოდენობით არსებობა)
- · თირკმელებში კენჭის განვითარება
- · ინექციის ადგილის რეაქციები
ნებისმიერიგვერდითიეფექტისგამოვლინებისშემთხვევაში, რომელიცარარისხსენებულიწამლისგამოყენებისინსტრუქციაში, მიმართეთთქვენსექიმსდაანფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაჭერით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს (TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. თურქთიფსან ვიტამინ C შენახვა
თურქთიფსან C ვიტამინი ბავშვებისგანშორს, მიუწვდომელადგილას, შეფუთვაშიშეინახეთ.
შეინახეთ < 250 C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად .
შეფუთვაზემითითებულიგამოყენებისბოლოვადისშემდეგთურქთიფსან C ვიტამინი არგამოიყენოთ.
,,გამოყენების ბოლო ვადის’’ შემდეგ აღნიშნული ციფრი თვეს გულისხმობს და იმ თვის ბოლო დღე გამოყენების ბოლო ვადაა.
ვადა გასული ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი :
ს.ს. თურქთიფსან საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ.
აქიურთ/ანკარა;
ტელ: 0 312 844 15 08;
ელ. ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი :
ს.ს. თურქთიფსან საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ.
აქიურთ/ანკარა;
ტელ: 0 312 844 15 08;
ელ. ფოსტა: [email protected]
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია დამოწმებულია 09.11.2022- ში .
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
RU.SOP.18/F240 REV09










