მუსტელა-მზისგან დამცავი სტიკი SPF50 9მლ 0+
გააზიარე:
მუსტელა - მზისგან დამცავი, სტიკი SPF 50, 9მლ. 1 წლიდან, იცავს სახისა და სხეულის მიზნობრივ არეებს. იდეალურია ყოველდღიურად გამოსაყენებლად მთელი ოჯახისთვის - მათ შორის ატოპიური კანისთვისაც. მისი უხილავი, განსაკუთრებულად ნაზი ტექსტურა მარტივად ისმევა და არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას. გამოყენების წესი: მზეზე გასვლამდე წაისვით SPF50 მზის სტიკი. მისი მოსახერხებელი შეფუთვის წყალობით მისი ტანზე და სახეზე წასმა არის ძალიან მარტივი. 1: წაისვით რამდენიმე ფენა თანაბრად მიზნობრივ არეებზე: ლოყებზე, ხალებზე, ყურებზე, ტუჩებზე (1 წლიდან). 2: განაახლეთ მშრალ კანზე ყოველ 2 საათში ერთხელ და ცურვის ან ოფლიანობის შემდეგ. მოერიდეთ თვალის ირგვლივ წასმას. ავოკადოს ზეთი ხელს უწყობს კანის ჰიდროლიპიდური ფენის აღდგენასა და დაცვას. ვიტამინ E-ის ანტიოქსიდანტურ თვისებებთან ერთად, ის აძლიერებს უჯრედთა დაცვას, ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას და იცავს მზისგან გამოწვეული დაზიანებისგან. კლინიკურად დადასტურებული ეფექტურობა, არ შეცავს პარფუმს.










