გინკორ ფორტე #30კაფს

გინკორ ფორტე #30კაფს

27.10 ლარი
ქვეყანა: საფრანგეთი
მწარმოებელი: ბოფურ იბსენ საფრანგეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გინკგო ბილობა+ტროქსერუტინი+ჰეპტამინოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 1539
გააზიარე:

გინკორ ფორტ ®

ინსტრუქცია:

ინფორმაცია მომხმარებლისთვის გინკორ ფორტ, კაფსულა

გინკგო ბილობას ექსტრაქტი

ტროქსერუტინი, ჰეპტამინოლის ქლორჰიდრატი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას:

- შეინახეთ ინსტრუქცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ გადაკითხვა.

- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

- პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?

1. რა არის გინკორ ფორტ , კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?

2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ გინკორ ფორტ , კაფსულაგამოყენებამდე?

3. როგორ მიიღება გინკორ ფორტ , კაფსულა?

4. როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები?

5. როგორ შევინახოთ გინკორ ფორტ , კაფსულა?

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის გინკორ ფორტ , კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვასკულპროტექტორული - კოდი ATC: (C: გულ - სისხლძარღვთა (კარდიოვასკულარული სისტემა).

პრეპარატი რეკომენდირებულია ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს (ქვედა კიდურების სიმძიმე, ტკივილი, მტკივნეული შეგრძნებები ძილის წინ ეგრეთ წოდებული "მოუთმენლობა") და ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ.

2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ გინკორ ფორტ , კაფსულაგამოყენებამდე?

არასოდეს გამოიყენოთ გინკორ ფორტ , კაფსულა:

* თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ);

* ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა);

* კომბინაციაში გარკვეულ ანტიდეპრესანტებთან: მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები ან MAOI (იხილეთ რუბრიკა მიღება და გამოყენება სხვა მედიკამენტებთან).

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: გინკორ ფორტ, კაფსულას გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე გინკორ ფორტ , კაფსულას გამოყენებისას

სიფრთხილის ზომები: ჰემოროიდული კრიზების დროს სიმპტომები სწრაფად უნდა შემცირდეს. თუ 7 დღის შემდეგ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას ან გაუარესდება მდგომარეობა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მკურნალობის მიუხედავად ვენურ სისხლძარღვრბში სისხლის მიმოქცევის პრობლემების, სისუსტის და/ან დისკომფორტის შეგრძნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოყენების წესი:

მკურნალობა ყველაზე ეფექტურია, როდესაც ის უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესს: ერიდეთ მზეს, სითბოს, ფეხზე ხანგრძლივად დგომას, ჭარბ წონას. ხანგრძლივი სიარული და შესაფერისი კომპრესიული წინდების ტარება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. მწვავე ჰიპერტენზიის დროს პრეპარატი გამოიყენეთ სიფრთხილით. გინგკოს ბაზაზე დამზადებული პრეპარატების არსებობის შემთხვევაში, სისხლდენის მომატების საშიშროების გამო, შეწყვიტეთ ამ პრეპარატების მიღება ნებისმიერ ოპერაციამდე 3-4 დღით ადრე. ჰეპტამინოლის და გინგკო ბილობას ანტიაგრეგანტული და ვაზოაქტიური თვისებების გათვალისწინებით, გინკორ ფორტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. რეკომენდირებული არ არის ამ პრეპარატის ერთდროული გამოყენება ეფავირენზთან. თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენაზე (ჰემორაგიული არე) და იტარებთ ანტიკოაგულანტურ ან თრომბოციტების საწინააღმდეგო მკურნალობას, გინკორ ფორტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

ბავშვები და მოზარდები: ბავშვებსა და მოზარდებში არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება. მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი.

სხვა მედიკამენტებები და გინკორ ფორტ, კაფსულა: აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლახანს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

სხვა პრეპარატების მიღება ან გამოყენება: რამდენიმე პრეპარატს შორის შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია სისტემატურად დაფიქსირდეს ნებისმიერი სხვა მიმდინარე მკურნალობა, განსაკუთრებით, თუ თქვენ იღებთ ანტიდეპრესანტებს, როგორიც არის IMAO, ანტიცოაგულანტებს (ფენპროკუმონი, ვარფარინი), თრომბოციტების საწინააღმდეგო პრეპარატებს (კლოპიდოგრელი, სალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამ პრეპარატის ვარფარინთან ერთდროული მიღების შემთხვევაში აუცილებელია მეთვალყურეობა, ამიტომ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. თუ პრეპარატის მიიღება ხდება დაბიგატრან ეტექსილატთან (dabigatran etexilate) ერთად, ამ უკანასკნელის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს, ამიტომ რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. ერთდროული გამოყენება ეფავირენზთან არ არის რეკომენდებული ამ უკანასკნელის ეფექტის შემცირების რისკის გამო. გინკგომ შეიძლება გაზარდოს ნიფედიპინის კონცენტრაცია. ზოგიერთ ადამიანში ეს ზრდა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ციებ-ცხელების ინტენსივობის მომატება.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება: თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს არ შეიძლება გინკორ ფორტის გამოყენება მისი ვაზოაქტიური და ანტიაგრეგანტული თვისებების გამო. ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არა არის ამ პრეპარატის გამოყენება.

გინკორ ფორტ, კაფსულა შეიცავს მაგნიუმის სტეარატს და უწყლო სილიციუმის ოქსიდს.

სპორტსმენები: სპორტსმენებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (ჰეპტამინოლი), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის დროს ჩატარებულ ტესტებზე.

3. როგორ მიიღება გინკორ ფორტ , კაფსულა?

ეცადეთ პრეპარატი მიიღოთ ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა: ჩვეულებრივი დოზა იცვლება მითითების მიხედვით:

* სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას: 2 კაფსულა დღეში, ერთი დილით და ერთი საღამოს.

* ჰემოროიდული კრიზის დროს: 3-დან 4 კაფსულამდე დღეში 7 დღის განმავლობაში, მიიღება ჭამის დროს.

მიღების წესი და მეთოდი: მიიღება პერორალურად.

მიღების სიხშირე: პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

ვენური ცირკულაციის დარღვევის შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, ერთიდან ორ თვემდეა. თუ სისხლძარღვების დისკომფორტი და/ან სიმყიფე არ გაუმჯობესდება მკურნალობის ერთი თვის შემდეგ, მიმართეთ ექიმს. (იხილეთ „სიფრთხილის ზომები გინკორ ფორტის კაფსულების გამოყენებისას“).

ჰემოროიდული კრიზის დროს მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს (იხილეთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე გინკორ ფორტ, კაფსულასთან).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში: ბავშვებსა და მოზარდებში არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

4. როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში შეიძლება არ გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი : მწვავე ალერგიული რეაქციები, ანგიოედემა, კუჭის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (გულისრევა ან დიარეა), თავის ტკივილი, კანის პრობლემები (ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზემის მსგავსი გამონაყარი), ჰიპერტენზია. თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული ან თუ გართულდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მეორადი გვერდითი მოვლენები:

თუ გამოგივლინდებათ ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენა, აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და/ან ექთანს. ეს ეხება ასევე იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით. პრეპარატის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოსა და სამკურნალო პრეპარატების (ANSM) და ქსელების ფამაკოვიჟილანსის რეგიონალურ ცენტრებში - ინტერნეტ საიტი: https//signalement.social-sante.gouv.fr.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. როგორ შევინახოთ გინკორ ფორტ , კაფსულა?

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს. ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ნესტისგან მოშორებით. არ ჩაყაროთ არანაირი სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალი­ზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ უნდა გაანადგუროთ ვადაგასული პრეპარატი. ასეთი სახის ზომებით ხელს შეუშლით გარემოს დაბინძურებას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს გინკორ ფორტ , კაფსულა?

* აქტიური ნივთიერებებია:

გინკგო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი წარმოებული 24% გინკგო ჰეტეროზიდებზე და 6% გინგოლიდები - ბილობალიდი ----------------------------------------------- 14 მგ.

ტროქსერუტინი ------------------------------------------------------------------------- 300 მგ.

ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი ---------------------------------------------------- 300 მგ

ერთი კაფსულისთვის

* სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მაგნიუმის სტეარატი, უწყლო სილიციუმის ოქსიდი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგოტინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

რა არის გინკორ ფორტ , კაფსულა და გარე შეფუთვის შემადგენლობა:

პრეპარატი წარმოდგენილია მწვანე და ყვითელი კაფსულების სახით. შეფუთვაში შეიძლება იყოს 30, 60 და 120 კაფსულა.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:

ბუშარა - რეკორდატი

გენერალ დე გოლის გამზირი 52

92800 პუტო

მარკეტინგის ავტორიზაციის ოპერატორი:

ბუშარა - რეკორდატის ლაბორატორია

გენერალ დე გოლის გამზირი 52

92800 პუტო

მწარმოებელი:

მაიოლი ინდუსტრია (MAYOLY INDUSTRIE)

28100 დრექსი - საფრანგეთი

ინსტრუქციის გადასინჯვის ბოლო თარიღი: 2025 წლის მარტი

სხვა: დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.

სამედიცინო რჩევები:

გაწუხებთ ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევები

1. ვარჯიში: კერძოდ, სიარული, რომელიც ასტიმულირებს ბუნებრივ მექანიზმებს, ცურვა, ველოსიპედი.

2. ხანგრძლივი ჯდომის ან ფეხზე დგომის დროს ივარჯიშეთ ტერფის მოძრაობებზე რომ მოხდეს რბილი კუნთების სტიმულირება და ვენური სისხლის გადინება გულში.

3. ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც ხელს არ უშლის ან არ უჭერს ვენებს ქვედა კიდურების დონეზე, საზარდულს, წელს.

4. ატარეთ შესაფერისი კომპრესიული გეტრები, წინდები ან კოლგოტები. ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ჩაიცვით ფეხსაცმელი ზომიერი (საშუალო) ქუსლით და მოერიდეთ ჩექმებს, რომლებიც ფეხს უნარჩუნებს სითბოს.

6. მიიღეთ პოზიცია დაწოლისას, ოდნავ წამოწიეთ ფეხები, რაც ეხმარება ვენებში სისხლის გადინებას.

7. ნაწლავების შებერილობის და ყაბზობის ან მუცლის ვენების შეკუმშვის თავიდან ასაცილებლად იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და დაბალანსებული დიეტით.