ტუტუკონი 250მლ ხსნ.მზ/ჭიქით

ტუტუკონი 250მლ ხსნ.მზ/ჭიქით

77.29 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: მიგუელ და გარიგა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 152929
გააზიარე:

სარეკომემდაციო

ანოტაცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ტუტუკონის პერორალური ხსნარი

წყლის დისტილატი Equisetum arvense L. (შვიტა), Spergularia rubra Dietrich სპერგულარია წითელი (არენარია), Peumus boldus Molina (ბოლდოს ფოთლები), Opuntia ficus‑indica Miller (ოპუნცია (კაქტუსი) ყვავილები), Sideritis angustifólia L (საყვითლოს ფოთლები), Rosmarinus officinalis L (როზმარინის ფოთლები),

Cynodon dactylon L (გლერტას ფესვები), Melissa officinalis L (ბარამბოს ფოთლები).

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ანოტაცია, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

ზუსტად დაიცავით მედიკამენტის მიღების ინსტრუქცია, რომლებიც მოცემულია ამ ანოტაციაში ან გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები.

• შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

• თუ გჭირდებათ რჩევა ან დამატებითი ინფორმაცია, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

• თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ ნაწილი 4.

• თუ 7 დღის შემდეგ გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა თქვენი მდგომარეობა, უნდა მიმართოთ ექიმს.

ანოტაციის შინაარსი

1. რა არის ტუტუკონის პერორალური ხსნარი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღების დაწყებამდე

3. როგორ მივიღოთ ტუტუკონის პერორალური ხსნარი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ტუტუკონის პერორალური ხსნარის შენახვა

6. შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ტუტუკონის პერორალური ხსნარი და რისთვის გამოიყენება

ტუტუკონის პერორალური ხსნარი არის მცენარეებზე დამზადებული ტრადიციული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება თირკმლის სითხის გამოყოფის გასაადვილებლად.

ეფუძნება ექსკლუზიურად მის ტრადიციულ გამოყენებას.

ტუტუკონის პერორალური ხსნარი ნაჩვენებია მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის პირებში).

თუ 7 დღის შემდეგ გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, უნდა მიმართოთ ექიმს.

2. რა უნდა იცოდეთ ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ტუტუკონის პერორალური ხსნარი

• თუ ალერგიული ხართ ამ წამლის აქტიურ ნივთიერებებზე ან რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

• თუ გაწუხებთ დაავადებები, რომლებშიც უკუნაჩვენებია სითხის მომატება, როგორიცაა გულის ან თირკმელების გარკვეული დაავადებები.

• თუ გაწუხებთ გასტრიტი.

• თუ გაწუხებთ პროსტატიტი.

• სანაღვლე გზების დაზიანების, ნაღვლის ბუშტის კენჭების, ღვიძლის დაავადებების, სანაღვლე გზების სხვა დარღვევების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ გაწუხებთ საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები ან გაქვთ შეშუპებული ფეხები (შეშუპება), მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღებამდე.

ბავშვები და მოზარდები

საკმარისი კლინიკური ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ამ მედიკამენტის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. ზოგადი სიფრთხილის ზომებიდან და კლინიკური ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, ეს პრეპარატი არ უნდა იყოს მიღებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტუტუკონს არ აქვს ან უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. როგორ მივიღოთ ტუტუკონის პერორალური ხსნარი

ზუსტად დაიცავით მედიკამენტის მიღების ინსტრუქციები, რომლებიც მოცემულია ამ ანოტაციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები: 7 მლ ტუტუკონის პერორალური ხსნარი 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 2 კვირა. არ გააგრძელოთ მკურნალობა მისი გაგრძელების საჭიროების შესახებ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, რომელიც მე-2 ნაწილშია მოცემული.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

არასაკმარისი მონაცემების გამო, ტუტუკონის პერორალური ხსნარის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

მიღების მეთოდი:

ეს მედიკამენტი მიიღება პერორალურად.

მიიღეთ წამალი განუზავებლად, აზომეთ რეკომენდებული დოზა საზომ ჭიქაში.

გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელიც შედის შეფუთვაში, რათა ზუსტად მიიღოთ რეკომენდებული დოზა.

მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია დღეში ერთიდან ორ ლიტრამდე წყლის დალევა საშარდე გზების საკმარისად გამორეცხვის მისაღწევად.

თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ტუტუკონის პერორალურ ხსნარს , ვიდრე საჭიროა

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 91 562 04 20 წამლისა და მიღებული ოდენობის მითითებით.

თუ დაგავიწყდათ ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ამ ანოტაციაში მითითებული რეკომენდაციის ან თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

რეკომენდებული დოზებისა და მკურნალობის პერიოდში, გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

გვერდითი მოვლენები შესახებ შეტყობინება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ უშუალოდ ადამიანის მოხმარების მედიკამენტების ფარმაკოვიგილაციის ესპანური სისტემის მეშვეობით: https://www.notifyam.es გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. ტუტუკონის პერორალური ხსნარის შენახვა

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აღნიშნული მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ იგი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბოთლის ეტიკეტზე. ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე, როდესაც ბოთლი გაიხსნება, გამოიყენეთ მისი შიგთავსი გახსნის თარიღიდან 12 დღის განმავლობაში. ყუთის თეთრ უჯრაში ჩაწერეთ კონტეინერის გახსნის თარიღი.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან ნაგავში. შეიტანეთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ აფთიაქის სპეციალურ კუთხეში [SIGRE Point]. თუ ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამ გზით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია

ტუტუკონის პერორალური ხსნარის შემადგენლობა

• აქტიური ნივთიერება არის წყლის დისტილატი (3,35/1,94/ 1,65/1/ 1/1/ 1/1) შემდეგი მცენარეებიდან, 100 მლ-ზე: 4,74 გ Equisetum arvense L. (შვიტა), სტერილური აერო ნაწილები, 2,74 გ აყვავებული აერო ნაწილები Spergularia rubra Dietrich (არენარია), 2,33 გ Peumus boldus Molina (ბოლდოს ფოთლები), 1,41 გ Opuntia ficus-indica Miller (ოპუნცია (კაქტუსი) ყვავილები) 1,41 გ Sideritis angustifólia L. (საყვითლოს ფოთლები), 1,41 გ Rosmarinus officinalis L. (როზმარინის) ფოთლები, 1,41 გ Cynodon dactylon L. (გლერტას ფესვები), 1,41 გ, Melissa officinalis L. (ბარამბოს ფოთლები).

• * ექსტრაქციის გამხსნელია წყალი.

• სხვა დამხმარე ნივთიერებებია პოლიეთილენ გლიკოლი 400, პოლისორბატი 20, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, უწყლო ლიმონმჟავა, სუკრალოზა.

პროდუქტის გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი

ქარვისფერი ბოთლი დახურულია ალუმინის თავსახურით. შემცველობა 250 მლ.

დახურული ჭურჭელი დაფარულია 7 მლ გრადირებული ჭიქით.

გაყიდვის ნებართვის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი

გაყიდვის ნებართვის მფლობელი

შპს სეტონდა

ხოაკინ კოსტას ქ, 18, 1°

08390 მონტგატი (ბარსელონა)

ესპანეთი

მწარმოებელი

შპს მიკელ ი გარიგა, ს.ლ.

ხოაკინ კოსტას ქ, 18

08390 მონტგატი (ბარსელონა)

ესპანეთი

ანოტაციის ბოლო შესწორების თარიღი : 2017 წლის ნოემბერი

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე (http://www.aemps.gob.es/)

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.