ენგისტოლი N 1.1მლ #5ა (ა/რ)

ენგისტოლი N 1.1მლ #5ა (ა/რ)

30.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 151959
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია
ენგისტოლი, საინექციო ხსნარი (Engystol, Injection solution) 

ჰომეოპათიური პრეპარატი

ჩვენება:
არასპეციფიკური დამცავი მექანიზმის გააქტივება, განსაკუთრებით გრიპისა და საეჭვო ვირუსული დაავადების დროს.

უკუჩვენება:
ცნობილი ალერგია (გადამეტებული მგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
ამ მედიკამენტში არსებული ჰომეოპათიურმა განზავებებმა არ გამოავლინეს ტოქსიკურობა ორსულობის და ლაქტაციის დროს. ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროფესსიონალს ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პროფესიონალს ჯანდაცვის დარგში.

წამალთშორისი ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
თქვენი ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული წამლების შესახებ, ურეცეპტო წამლების ჩათვლითაც კი.

დოზირება და მიღების წესი:
თუ სხვაგვარად არ იქნება დანიშნული: მწვავე დარღვევების დროს 1 ამპულა (1.1 მლ) ყოველდღიურად, კუნთში, კანქვეშ, კანში ან ვენაში ინექციით.
სტანდარტული დოზა: 1 ამპულა კვირაში 1-დან 3-ჯერ

გვერდითი ეფექტი:
ისევე, როგორც ყველა წამალი, ამ ჰომეოპათიურმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი. ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი იქნა გარდამავალი რეაქციები (მაგ. ალერგია კანზე, ინექციის ადგილის გასიება/გაწითლება, ან ქავილი)

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

შენახვა:
განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

შემადგენლობა: 1 ამპულა 1.1 მლ (=1,1 გ) შეიცავს: აქტიური ინგრედიენტები:
Vინცეტოხიცუმ ჰირუნდინარია D 6 6,6 მგ, Vინცეტოხიცუმ ჰირუნდინარია D 10 6,6 მგ, Vინცეტოხიცუმ ჰირუნდინარია D 30 6,6 მგ, შულფურ D 10 3,3 მგ, შულფურ D 4 3,3 მგ.
შემავსებელი: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი

შეფუთვა:
შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 100 ამპულა 1.1 მლ

მწარმოებელი:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ (Bიოლოგისცჰე Hეილმიტტელ Hეელ GმბH)
დრ-რექევეგ-შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია

დისტრიბუტორი:
შპს ბიომედიკა (Bიომედიცა)
ა.პოლიტოვსკაიას ქ. 38, GE-0186 თბილისი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შუშის ფლაკონის (ამპულის) გახსნის ინსტრუქცია
ფრთხილად მოექეცით. ზუსტად დაიცავით გახსნის ინსტრუქცია
არ არის საჭირო შუშის ჭრა გახსნისთვის. დაიჭირეთ ამპულა თავით ზემოთ, და შეანჯღრიეთ, რათა თავში არსებული ხსნარი ჩავიდეს ქვემოთ. შემდეგ მოტეხეთ ამპულის თავი თითის დაწოლით, ფერადი წერტილის საპირისპირო მხარეს. დარჩენილი შიგთავსი არ უნდა იქნეს გამოყენებული.

ბოლო განახლების თარიღი 2018 წლის თებერვალი
Biologische Heilmittel Heel GmbH/