გრინსოლი 30მლ სპრეი

გრინსოლი 30მლ სპრეი

36.99 ლარი 31.45 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ჯენელაიფი იტალია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ქლორიდი+ნატრ.ჰიალურონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 151760
გააზიარე:

გრინსოლი სპრეი

ჰიალურონის მჟავა, იზოტონური ხსნარი

აღწერა:

გრინსოლის ცხვირის სპრეი შეიცავს ჰიალურონის მჟავას , ნატრიუმის მარილის იზოტონურ ხსნარს.  დეკონგენსატური /საირიგაციო  საშუალება, რეკომენდებული გაციების, რინიტის (ინფექციური ან ალერგიული) და სინუსიტის დროს.

 

ის ათავისუფლებს ცხვირის ღრუს   სეკრეტისგან  (ლორწოს)  და ხელს უწყობს ცხვირის ღრუს გაწმენდას. ჰიალურონის მჟავა აძლიერებს სამკურნალო ეფექტს   მუკოცილური  პროცესის გააქტიურებით. ჰიალურონის მჟავა ასევე აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის შეხორცებას და აღდგენას; ხელს უწყობს ქსოვილების დატენიანებას, რითაც იცავს მიკრობებისა და ალერგენების შეჭრისგან.

 

იზოტონური ხსნარი:

ხსნარი შეიცავს( 0.9% ნატრიუმის ქლორიდს), რაც გამოიყენება  დატენიანების და ლავაჟის  ეფექტისთვის. ის აადვილებს ჭარბი  ლორწოს მოცილებას ცხვირიდან, ამცირებს ლორწოვანის შეშუპებას და ხელს უწყობს ცხვირიდან გამონადენის შემცირებას. ამავდროულად ინარჩუნებს ცხვირის ლორწოვანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

 

ჰიალურონის მჟავა:

ეს არის ბუნებრივი   ნივთიერება, რომელიც ,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილების დატენიანებასა და დაცვაში. GRINSOL-ში გამოყენებული ჰიალურონის მჟავა ფარავს ცხვირის ლორწოვანს, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, ატენიანებს ლორწოვან გარსს და იცავს მას გარე აგენტებისგან.

 

გამოყენების წესი:

გადახარეთ თავი გვერდზე და შეისხურეთ სპრეი საპირისპირო ნესტოში (მაგალითად: მარცხნივ გადახრისას შეისხურეთ მარჯვენაში), 1-2 შესხურება. გაიმეორეთ პროცესი მეორე ნესტოში.გამოიყენეთ დღეში 3-ჯერ.

შეფუთვა:

იზოტონური ხსნარი, 30 მლ მოცულობის ფლაკონი.

 

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ პროდუქტი ვადის გასვლის შემდეგ.არ გამოიყენოთ, თუ ფლაკონი ან თავი დაზიანებულია.შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით. არ გადაყლაპოთ.

შეინახეთ მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას,  სითბოს წყაროებისგან მოშორებით.

მწარმოებელი:

GENELIFE S.r.l., იტალია

დისტრიბუტორი: BIOTRADING – MARSALA, იტალია