ვეგავიტესი MUCOSIN 150მლ სიროფი
გააზიარე:
ვეგავიტესი მშრალი ხველა ( VEGAVITES MUCOSIN)
სიროფი მარწყვის გემოთი 150 მლ
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
( ნატურალური, მცენარეული)
ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ C - ს და N - აცეტილცისტეინს. ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა:
|
Per 20 მლ %NRV |
||
|
ფიჭვის ექსტრაქტი მელოუს ექსტრაქტი ვიტამინი C ალთეა სამკურნალო დროსერას ექსტრაქტი N - აცეტილცისტეინი ევკალიპტის ექსტრაქტი ქონდარის ექსტრაქტი |
100 მგ 100 მგ 80 მგ 50 მგ 50 მგ 30 მგ 20 მგ 20 მგ |
100% |
პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, რძეს, სოიოს, გლუტენს და გმო-ს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფიჭვის ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები ხასიათდებიან ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, მადენზიფიცირებელი და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც მათ ხდის ეფექტურს სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს, მათ შორის ბრონქიტების და პნევმონიების დროს.
მელოუს ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები ხასიათდებიან ბრონქოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი თვისებებით. მელოუს ბალახის ნაყენი ინიშნება ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, განსაკუთრებით მშრალი და ხმაურიანი ხველებისას. მისი მიღება შეიძლება ხანგრძლივად.
ალთეას ფესვების ექსტრაქტს ახასიათებს ამოსახველებელი, ხველების საწინააღმდეგო, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
დროსერას ექსტრაქტის შემცველ პრეპარატებს ახასიათებთ ამოსახველებელი, დიურეზული, ანტისკლეროზული და სპაზმოლიზური მოქმედება.
დროსერას ნაყენს იყენებენ სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ყივანახველა, ლარინგიტი, ბრონქების კატარალური ანთება.) დაბალი არტერიული წნევის დროს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, რევმატიზმის სამკურნალოდ.
ევკალიპტის ექსტრაქტის შემცველ პრეპარატებს ახასიათებთ ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედება. ანტიმიკრობული და მადენზიფიცირებელი მოქმედების გარდა ევკალიპტის ექსტრაქტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა სიროფის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი:
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 20 მლ.
6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებისათვის:
--2.5 მლ 2 - ჯერ დღეში.
2-დან 5 წლამდე ბავშვებისათვის:
--5მლ 2 - ჯერ დღეში.
.5 წლის ზემოთ ბავშვებში:
--10 მლ 2 - ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითება:
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.
გამოშვების ფორმა: სიროფი მარწყვის გემოთი 150 მლ.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.
მოქმედების ვადა: 3 წელი.
გამოშვების ვადა მითითებულის კოლოფზე.
მწარმოებელი:
Manufactured for:
Vegapharm LLP.
London,United Kingdom.
Manufactured in Spain:
DELFY FOR GROUP SL.
Poniol 11. EI Vendell,Tarragona










