სუვეალ დუო ვიჟენი#30კაფს
გააზიარე:
SUVEAL DUO VISION
სუვეალ დუო ვიჟენი N30 კაფსულა (საკვები დანამატი)
SUVEAL DUO VISIONწარმოადგენს ინოვაციურ, კომბინირებულ ვიტამინურ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების სინერგიზმი, ახდენს თვალის ლიპიდური შრის რეგენერაციასა და ოპტიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
შემადგენლობა:
უკონსერვანტო მიკრო ინკაფსულირებული ფორმა
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები - 313 მგ (APEX Omega – უმაღლესი ნორვეგიული თევზის ზეთი, რომელიც აღიარებულია მსოფლიო AREDS ფორმულის შემქმნელი წამყვანი ორგანიზაციების მიერ, როგორც მაღალი ეფექტურობისა და ბიოშეღწევადობის მქონე ზეთი)
DHA - 250 მგ
EPA - 17 მგ
ლუთეინი - 10 მგ
ზეაქსანტინი - 2 მგ
ვიტამინი C - 100 მგ
ვიტამინი E - 3 0 მგ
თუთია - 15 მგ
ვიტამინი D - 5 მგ
წიწაკის ექსტრაქტი - 6,55 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
სუვეალ დუოში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობს ბადურის სტრუქტურული მთლიანობის შენარჩუნებას, ამცირებენ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის განვითარების რისკს.
ლუთეინ ზეაქსანტინი აუცილებელი კომპონენტია, რომელიც თრგუნავს ლურჯი გამოსხივების ზემოქმედებას თვალის ზედაპირზე, რადგან ამცირებს ბადურის უჯრედების დაზიანებას. ისინი ოპტიმიზაციას უკეთებენ ბადურის მაკულარული პიგმენტის ოპტიკურ სიმკვრივეს, კონტრასტული მგრძნობელობის გასაუმჯობესებლად.
C და E ვიტამინი იცავენ ბადურის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესის ზემოქმედებისგან, ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას.
თუთია მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადურაში არსებული მრავალი ფერმენტის ფუნქციონირებისთვის. ის მონაწილეობს მელანინის - თვალის დამცავი პიგმენტის წარმოებაში და აუმჯობესებს ოპტიკურ მაჩვენებელს დაბალი განათების პირობებში.
ჩვენება:
- გლაუკომა
- გლაუკომატოზური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკოს იშემიური პროცესი
- ანგიოპათია და თვალის ფსკერზე მიმდინარე იშემიური პროცესი ჰიპერტონული დაავადების დროს
- დიაბეტური რეტინოპათია
- მაღალი ხარისხის მიოპია /ამბლიოპია
- მაკულოდისტროფია
- კატარაქტა
- რეფრაქციული და ლაზერული ოპერაციები
- ლურჯი გამოსხივების დამაზიანებელი მოქმედების საპრევენციოდ
- კონტაქტური ლინზების მოხმარება
მიღების წესი:
ერთი კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის დროს სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად
გამოიყენება ზრდასრულებში, 18 წლამდე ექიმის გადაწყვეტილებით
არ შეიცავს კონსერვანტებს და არ არის გამოყენებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჟელატინი
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე 12-25°C ტემპერატურაზე
მწარმოებელი:
LABORATOIRES DENSMORE
42 rue Washington
75008 პარიზი, საფრანგეთი
www.densmore.fr
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში:
შპს LACO PHARM GEORGIA










