ამოქსიცილინი 500მგMedr#21კაფს

ამოქსიცილინი 500მგMedr#21კაფს

7.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა: ინგლისი
მწარმოებელი: მედრეიჩ ინგლისი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამოქსიცილინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 150860
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ამოქსიცილინი 250 მგ კაფსულები

ამოქსიცილინი 500 მგ კაფსულები

ამიქსიცილინის ტრიჰიდრატი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

  • · შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • · დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • · ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ (ან თქვენს შვილს) ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენებისთვის. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.
  • · თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

1. რას წარმოადგენს ამოქსიცილინის კაფსულები და რისთვის გამოიყენება

2. ინფორმაცია ამოქსიცილინის კაფსულების გამოყენებამდე

3. ამოქსიცილინის კაფსულების მიღების წესი

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5. ამოქსიცილინის კაფსულების შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

1. რას წარმოადგენს ამოქსიცილინის კაფსულები და რისთვის გამოიყენება

ამ მედიკამენტის სახელწოდება არის ამოქსიცილინი 250 მგ/500 მგ კაფსულები (ამ ინსტრუქციაში ის მოხსენიებულია, როგორც ამოქსიცილინის კაფსულები). აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინი (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით). ამოქსიცილინი არის ანტიბიოტიკი. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ,,პენიცილინი“.

ამოქსიცილინის კაფსულები გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიის მიერ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. ამოქსიცილინის გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში კუჭის წყლულის სამკურნალოდ.

2. ინფორმაცია ამოქსიცილინის კაფსულების გამოყენებამდე

არ შეიძლება მოქსიცილინის კაფსულების გამოყენება:

  • · თუ ხართ ალერგიული ამოქსიცილინის, პენიცილინის ან სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა ცეფალოსპორინები ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 6).
  • · თუ ოდესმე გახასიათებდათ ალერგიული რეაქცია ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შესაძლოა მოიცავდეს ასევე კანზე გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას.

არ მიიღოთ ამოქსიცინილის კაფსულები თუ ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა შეგესაბამებათ თქვენ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე, თუ:

  • · გაქვთ ჯირკვლების გამო ცხელება (ცხელება, ყელის ტკივილი, ჯირკვლების შეშუპება და ძლიერი დაღლილობა)
  • · გაქვთ თირკმელების პრობლემები
  • · ვერ ახერხებთ რეგულარულად შარდვას.

თუ არ ხართ დარწმუნებული გეხებათ თუ არა ზემოთ აღნიშნული თქვენ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე.

სისხლის და შარდის ტესტები

თუ უნდა ჩაგიტარდეთ:

  • · შარდის ტესტები (გლიკოზაზე) ან სისხლის ტესტები ღვიძლის ფუნქციის დასადგენად
  • · ესტრიოლის ტესტები (ორსულობის დროს ბავშვის ნორმალური განვითარების დასადგენად).

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს კვლევების დროს, რომ იღებთ ამოქსიცილინს, რადგან ამოქსიცილინის კაფსულებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.

სხვა მედიკამენტები და ამოქსიცილინის კაფსულები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მიიღეთ ცოტა ხნის წინ სხვა სამკურნალო საშუალებები ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებსაც.

  • · თუ იღებთ ალოპურინოლს პოდაგრის სამკურნალოდ, რადგან იზრდება კანის ალერგიული გამონაყარის რისკი.
  • · თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრისთვის), რადგან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის დონის გაზრდა.
  • · თუ იღებთ დიგოქსინს, რომელიც გამოიყენება გულის მდგომარეობებისთვის, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლში დიგოქსინის დონე.
  • · თუ იღებთ ვარფარინს, რომელიც გამოიყენება სისხლის გათხელების მიზნით და კოლტის წარმოქმნის პრევენციისათვის, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შედედების დროის გახანგრძლივება და საჭირო გახდეს სისხლის ხელახალი ანალიზის ჩატარება.
  • · თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, მათ შორის მაკროლიდებს, ტეტრაციკლინს, ქლორამფენიკოლს ან სულფონომიდებს, რადგან შესაძლოა ამან გამოიწვიოს ამოქსიცილინის ეფექტის შემცირება.
  • · მეთოტრექსატი (გამოიყენება კიბოს და ძლიერი ფსორიაზის სამკურნალოდ); პენიცილინმა შესაძლოა გამოიწვიოს მეთოტრექსატის ელიმინაციის დაქვეითება, რამაც გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების პოტენციური გაზრდა.
  • · პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ); პრობენეციდის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამოქსიცილინის გამოყოფის დაქვეითება და ამიტომ არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ამოქსიცილინის კაფსულებმა შესაძლოა გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები და სიმპტომები (როგორიცაა ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კრუნჩხვა), რომლებმაც შესაძლოა დათრგუნოს თქვენი მართვის უნარი.

არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები სანამ თავს არ იგრძნობთ კვლავ უკეთესად.

3. ამოქსიცილინის კაფსულების მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • · არ დაღეჭოთ კაფსულები. კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად გახსნის გარეშე წყლის მიყოლებით.
  • · დოზები თანაბრად გადაანაწილეთ დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით.

რეკომენდებული დოზაა:

ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები წონით

ყველა დოზა გამოითვლება ბავშვის სხეულის წონის კილოგრამებში მიხედვით.

  • · ექიმი გირჩევთ, თუ რამდენი ამოქსიცილინის კაფსულა უნდა მისცეთ თქვენს ჩვილს ან ბავშვს.
  • · ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ-დან 90 მგ-მდე სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში, ორ ან სამ გაყოფილ დოზად.
  • · მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში.

მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტები და 40 კგ ან მეტი წონის ბავშვები

ამოქსიცილინის კაფსულების ჩვეულებრივი დოზაა 250 მგ-დან 500 მგ-მდე დღეში სამჯერ ან 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.

  • · მძიმე ინფექციები: 750 მგ-დან 1 გ-მდე დღეში სამჯერ.
  • · საშარდე გზების ინფექცია: 3 გ დღეში ორჯერ ერთი დღის განმავლობაში.
  • · ლაიმის ბორელიოზის დაავადება (ინფექცია, რომელიც ვრცელდება პარაზიტებით, რომლებსაც ტკიპები ეწოდებათ): იზოლირებული Erythema migrans (ადრეული სტადია - წითელი ან ვარდისფერი წრიული გამონაყარი): 4 გ დღეში, სისტემური გამოვლინებები (გვიანი სტადია - უფრო სერიოზული სიმპტომების დროს ან როდესაც დაავადება ვრცელდება მთელ სხეულზე): 6 გ-მდე დღეში.
  • · კუჭის წყლული: ერთი 750 მგ ან ერთი 1 გ დოზა დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში სხვა ანტიბიოტიკებთან და კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
  • · გულის ინფექციის პრევენციისთვის ოპერაციის დროს: დოზა განსხვავდება ოპერაციის ტიპის მიხედვით. სხვა მედიკამენტების მიღებაც შეიძლება ერთდროულად. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
  • · მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 6 გ დღეში.

თირკმლის პრობლემები

თუ გახასიათებთ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება ჩვეულებრივზე დაბალი იყოს.

თუ მიიღეთ ამოქსიცილინის კაფსულების საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამოქსიცილინის კაფსულების ჭარბი დოზა, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუჭის აშლილობას (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) ან შარდში კრისტალებს, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს შარდის მღვრიე ფორმით ან შარდვის გაძნელებით. რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. თან წაიღეთ წამალი და აჩვენეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ამოქსიცილინის კაფსულების მიღება

  • · თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ.
  • · არ მიიღოთ შემდეგი დოზა ძალიან ადრე, შემდეგი დოზის მიღებამდე დაელოდეთ დაახლოებით 4 საათი.
  • · არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ამოქსიცილინის კაფსულების მიღებას

  • · ამოქსიცილინის კაფსულების მიღება უნდა განაგრძოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს იგრძნობთ უკეთესად. ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია ყველა დოზის მიღება, რადგან ზოგიერთი ბაქტერიის გადარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა აღინიშნოს ინფექციის რეციდივი.
  • · მკურნალობის დასრულების შემდეგ, თუ თავს კვლავ ცუდად გრძნობთ, კვლავ უნდა მიმართოთ ექიმს.

ამოქსიცილინის კაფსულების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კანდიდოზი (სხეულის ტენიანი ადგილების სოკოვანი ინფექცია, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ქავილი და თეთრი გამონადენი). ამ ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს. თუ ამოქსიცილინის კაფსულებს დიდი ხნის განმავლობაში იღებთ, ექიმმა შეიძლება ჩაატაროს დამატებითი ტესტები თქვენი თირკმელების, ღვიძლისა და სისხლის ნორმალური ფუნქციონირების შესამოწმებლად.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ალერგიული რეაქციების ფონზე განვითარებული ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება ალერგიით გამოწვეული გულის ინფარქტის (კუნისის სინდრომი) სიმპტომი იყოს.

მედიკამენტური ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES):

DIES-ის შემთხვევები ძირითადად აღინიშნა ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს. ეს არის ალერგიული რეაქციის გარკვეული სახეობა, რომლის ძირითადი სიმპტომია განმეორებითი ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). დამატებითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, ლეთარგიას, დიარეას და დაბალ არტერიულ წნევას.

შარდში კრისტალები, რაც იწვევს თირკმლის მწვავე დაზიანებას.

გამონაყარი ბუშტუკებით, რომლებიც წრის ფორმისაა ცენტრალური ქერქით ან მარგალიტისებრი ძაფის მსგავსი (ხაზოვანი IgA დაავადება).

ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული მემბრანების ანთება (ასეპტიკური მენინგიტი).

შეწყვიტეთ ამოქსიცილინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

შემდეგი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს)

  • · ალერგიული რეაქციები, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის ქავილს ან გამონაყარს, სახის, ტუჩების, ენის, სხეულის შეშუპებას ან სუნთქვის გაძნელებას. ეს შეიძლება იყოს სერიოზული სახის და ზოგჯერ დასრულდეს ფატალურად.
  • · გამონაყარი ან წერტილოვანი ბრტყელი წითელი მრგვალი ლაქები კანის ზედაპირზე ან კანის სისხლჩაქცევები. ეს გამოწვეულია სისხლძარღვების კედლების ანთებით ალერგიული რეაქციის გამო. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს სახსრების ტკივილთან (ართრიტი) და თირკმლის პრობლემებთან
  • · თირკმლის პრობლემები (ინტერსტიციალური ნეფრიტი) სიმპტომებით, როგორიცაა სისხლი შარდში, შარდის რაოდენობის გაზრდა ან შემცირება, შეუძლოდ ყოფნა ან გულისრევის შეგრძნება.
  • · პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინის მაღალ დოზებს ან აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები.
  • · ამოქსიცილინის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დაგვიანებული ალერგიული რეაქცია, ზოგიერთი ნიშანია: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება, განსაკუთრებით იღლიების ქვეშ.
  • · კანის რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც „მულტიფორმული ერითემა“, რომლის დროსაც შეიძლება განვითარდეს: ქავილი მოწითალო-იისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით ხელისგულებზე ან ფეხის ტერფებზე, „ჭინჭრის ციების მსგავსი“ ამობურცული შეშუპებული ადგილები კანზე, მგრძნობიარე ადგილები პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების ზედაპირზე. შეიძლება აღინიშნოს სიცხე და ძლიერი დაღლილობა.
  • · კანის სხვა მძიმე რეაქციები შეიძლება მოიცავდეს: კანის ფერის ცვლილებებს, კანქვეშ გამონაზარდებს, ბუშტუკებს, პუსტულებს, აქერცვლას, სიწითლეს, ტკივილს, ქავილს, აქერცვლას. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცხესთან, თავის ტკივილთან და სხეულის ტკივილთან.
  • · გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, სიცხით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის ანომალიური შედეგებით (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატებით) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)).
  • · ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა ნიშნები, ან თუ ადვილად გაქვთ სისხლჩაქცევები. ეს შეიძლება იყოს თქვენი სისხლის უჯრედების პრობლემის ნიშნები.
  • · იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც ვითარდება ლაიმის დაავადების დროს ამოქსიცილინის კაფსულებით მკურნალობის დროს და იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და კანზე გამონაყარს.
  • · მსხვილი ნაწლავის (მსხვილი ნაწლავის) ანთება დიარეით (ზოგჯერ სისხლით), ტკივილითა და ცხელებით.
  • · შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული გვერდითი მოვლენები. ისინი ძირითადად დაკავშირებულია ხანგრძლივი მკურნალობის მიმღებ პირებთან, მამაკაცებთან და ხანდაზმულებთან. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ:

- ძლიერი დიარეა სისხლდენით.

- ბუშტუკები, კანის სიწითლე ან სისხლჩაქცევები.

- მუქი ფერის შარდი ან ღია ფერის განავალი.

- კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე). იხილეთ აგრეთვე ანემია ქვემოთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე.

ეს შეიძლება მოხდეს მედიკამენტების მიღების დროს ან მის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გამოვლინდა, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს კანის ნაკლებად მძიმე რეაქციები, როგორიცაა:

  • · საშუალო ზომის ქავილი (მრგვალი, ვარდისფერ-წითელი ლაქები), „ჭინჭრის ციების“ მსგავსი შეშუპებული ადგილები წინამხრებზე, ფეხებზე, ხელისგულებზე, ხელებზე ან ტერფებზე. ეს იშვიათია (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს).

თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს, რადგან ამოქსიცილინის კაფსულების მიღება უნდა შეწყდეს.

სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს:

ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან 1-მდე პაციენტში

  • · კანზე გამონაყარი
  • · გულისრევის შეგრძნება (შეუძლოდ ყოფნა)
  • · დიარეა

ეს სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქი ხასიათისაა და ქრება მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულებიდან ძალიან მალე. ამ სიმპტომების შემცირება შესაძლებელია კაფსულების საკვებთან ერთად მიღებით.

არახშირი : შესაძლოა გამოვლინდეს 100 -დან 1-მდე პაციენტში

  • · ღებინება (შეუძლოდ ყოფნა)

ძალიან იშვიათი : შესაძლოა გამოვლინდეს 10,000 -დან 1-მდე პაციენტში

  • · საფუარის ინფექცია, ე.წ. კანდიდოზი
  • · შავი, თმიანი ენა
  • · მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს ნაწლავების სპაზმებს და მუცლის ზედა ნაწილის სპაზმებს, ზოგჯერ სისხლიან დიარეასთან ერთად
  • · კბილების ზედაპირული ფერის შეცვლა, რომლის მოცილება, როგორც წესი, შესაძლებელია ჯაგრისით
  • · სისხლის შემადგენლობის ცვლილებები, მათ შორის სისხლში ზოგიერთი ლეიკოციტის, სისხლის წითელი უჯრედების, თრომბოციტების და შარდის კრისტალების შემცირება.
  • · სისხლდენის დროის გახანგრძლივება და სისხლის შედედების დროის მომატება. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სისხლის ცვლილებები ნორმას დაუბრუნდა.
  • · ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფერმენტების) და სიყვითლე სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა კანის ან თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე, შარდის გამუქება ან განავლის გაფერმკრთალება
  • · კუნთების სპაზმი
  • · თავბრუსხვევა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ Yellow Card Scheme-ის მეშვეობით, ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნოთ MHRA Yellow Card Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

5. ამოქსიცილინის კაფსულების შენახვის პირობები

  • · ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
  • · შეინახეთ საწყის შეფუთვაში.
  • · არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
  • · შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.
  • · ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ ნებისმიერი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ამოქსიცილინის კაფსულები:

ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინი და წარმოდგენილია ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით.

ამოქსიცილინი 250 მგ კაფსულები შეიცავენ 250 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 250 მგ ამოქსიცილინის და ამოქსიცილინის 500 მგ კაფსულები შეიცავენ 500 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 500 მგ ამოქსიცილინის.

დამხმარე ნივთიერებებია უწყლო კოლოიდური კაჟბადი და მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ეროთრპზომო (E127), შავი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172) და ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

ამოქსიცილინის კაფსულების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ამოქსიცილინის 250 მგ და 500 მგ კაფსულები არის კაფსულები შინდისფერი თავსახურით და ყვითელი კორპუსით. ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 3, 6, 12, 15, 21, 50 კაფსულებს, ხოლო ქილების შეფუთვა შეიცავს 500 კაფსულას (250 მგ) და 100 კაფსულას (500 მგ).

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

MEDREICH PLC / მედრაიხ პლს

უორვიკ ჰაუსი, პლანერ ტრი კრესენტი,

ფელტჰემი TW13 7HF, გაერთიანებული სამეფო

Warwick House, Plane Tree Crescent, Feltham TW13 7HF, UK

ელ-ფოსტა: [email protected]

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 2023 წლის თებერვალი.

ამ ინსტრუქციის მოსასმენათ ან ბრაილის შრიფტით, დიდი შრიფტით ან აუდიო ფორმატით ასლის მოთხოვნისთვის, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე 02088311580 (მხოლოდ დიდი ბრიტანეთისთვის).

გთხოვთ, მზად იყოთ შემდეგი ინფორმაციის მოსაწოდებლად:

პროდუქტის დასახელება

ამოქსიცილინის 250 მგ კაფსულები

ამოქსიცილინის 500 მგ კაფსულები

0001&0002/O/PIL/001/I

რეფერენს ნომერი

PL21880/0001

PL21880/0002

საბუთის ყველა გვერდს ახლავს ხელმოწერა/ფირმის ბეჭედი&მედრაიხი პლს/ინგლისი