დერმედიკი-CAPILARTE სკალპის პილინგი 100მლ7980

დერმედიკი-CAPILARTE სკალპის პილინგი 100მლ7980

66.02 ლარი 33.02 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
კატეგორია: თმის მოვლა
კოდი: 150445
გააზიარე:

დერმედიკი-CAPILARTE სკალპის პილინგი.  ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის პრობლემური და ჰიპერსენსიტიური. ჩვენება :ხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის  თერაპევტული მოვლა, ფსორიაზი, ქერტლის ყველა ტიპი - როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი ქერტლი, სებორეული დერმატიტი, სკალპის ჰიპერკერატოზი.  მისი ეფექტი განპირობებულია 5 მჟავის სინერგისტული  მოქმედებით, მათ შორის გლიკოლის და სალიცილის მჟავის- რომელიც უზრუნველყოფს სკალპიდან მკვდარი უჯრედების აქერცვლას, ცხიმის მოშორებას. ნიაცინამიდი ამცირებს სკალპის ცხიმიანობას, ხელს უშლის ანთებითი მედიატორიების გამოთავისუფლების პროცესს და გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით.  ალოე ვერა და არყის წვენი ატენიანებს, ამცირებს ქავილს და გაღიზიანების რისკს. პილინგი სკალპს უნარჩუნებს ჯანსაღ მიკრობიომს.  ინოვაციური ინგრედიენტი-საქარიდის იზომერატი  აკონტროლებს Malassezia furfur  სოკოს რაოდენობას, რომელიც იწვევს ქერტლს. პილინგი ასტიმულირებს თმის ფოლიკულის აქტიურობას და აუმჯობესებს  მიკროცირკულაციას.  პილინგის თხევადი ტექსტურა მარტივად დაიტანება სკალპზე. გამოყენების წესი: დაიტანეთ პილინგი მშრალ სკალპზე. დაიმასაჟეთ ნაზად. დაიტოვეთ მაქსიმუმ 5 წუთით. ჩამოიბანეთ, შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.  გამოიყენეთ შემდეგნაირად: ნორმალური/მშრალი კანი-2 კვირაში ერთხელ. ცხიმიანი სკალპი-1-2 ჯერ კვირაში. ქერტლის ან სებორებული დერმატიტის შემთხვევაში-1-2ჯერ კვირაში. ფსორიაზი-გამოიყენეთ ყოველდღიურად იმ უბნებზე, სადაც არის ფსორიაზის ნიშნები. თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.

მწარმოებელი კომპანია BIOGENED SA. POLAND, ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ავერსი ფარმა".