ამს მიოკალმი პლიუსი 500მგ#240ტ
გააზიარე:
მიოკალმი პლიუსი
მაგნიუმი 500 მგ # 240 ტაბლეტი
მაგნიუმის პრეპარატი. მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. აუცლიებელია მრავალი ენერგეტიკული პროცესისათვის, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მონაწილეობს ნერვულ-კუნთოვანი აგზნებადობის პროცესებში, ნერვულ-კუნთოვანი გამტარობის დაქვეითებით. განსაკუთრებით საინტერესოა მაგნიუმი, როგორც ბუნებრივი კალციუმის ფიზიოლოგიური ანტაგონისტი. მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციას; მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვის ფუნქციაში. სტრესულ სიტუაციაში თავისუფალი იონიზებული მაგნიუმი ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, აქედან გამომდინარე მაგნიუმის დამატებითი რაოდენობა ხელს უწყობს სტრესისადმი რეზისტენტობის მომატებას.
ჩვენება
- · მაგნიუმის უკმარისობით გამოწვებული დარღვევები: კომპლექსური მკურნალობისას გაოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის ქრონიკული უკმარისობის, გულის რითმის დარღვევის და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში
- · სპასტიური მდგომარეობები (მათ შორის ანგიოსპაზმი)
- ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკა
- ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
- შაქრიანი დიაბეტი , დიაბეტური ნეიროპათია , დისლიპიდემია
- პრემენსტრუალური სინდრომი , ორსულთა ტოქსიკოზი
- კუნთების ტკივილი და სპაზმი
პრეპარატის მიღება არ შეიძლება
- · თუკი გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის ან ძირითადი ნივთიერების მიმართ
- · თუკი გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა.
გვერდითი მოვლენები
- · კუჭ-ნაწლავის სისტემა: კუჭ-ნაწლავის აშლილობა და დიარეა (მაღალი დოზების მიღებისას), რაც ჩვეულებრივ გაივლის თავისით პრეპარატის დოზის შემცირებით; ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი
1 ტაბლეტი 1 -ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულებით
დამატებითი ინფორმაცია
შეფუთვაში 240 ტაბლეტი
|
1 ტაბლეტის შემადგენლობა % დღიური ნორმა მაგნიუმი ( ელემენტარული) 500 მგ 119 % (875 მგ მაგნიუმის ოქსიდიდან ) |
სხვა ინგრედიენტები : მიკროკრისტალური ცელულოზა , ნატრიუმის კროსკარმელოზა,
სტეარინის მჟავა , მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. საუკეთესო ეფექტის მისაღებად მიღეთ პრეპარატი ექიმის მითითებისამებრ.
მწარმოებელი- AMS აშშ










