პარადოქს ვიტ D3+K2 #30კაფს
გააზიარე:
პარადოქს ვიტამინი D3 + K2 (კაფსულები N30)
გამოყენების ინსტრუქცია
პარადოქს ვიტამინი D3 + K2 (კაფსულები N30)
ვიტამინი D3 5000 ს/ე (125µg)
ვიტამინი K2 (MK-7) 100µg
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
გარანტირებული ინგლისური ხარისხი!
აღწერილობა & თვისებები:
შეიცავს ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლი) სასურველი, ნატურალური ფორმა, რასაც ბუნებრივად გამოიმუშავებს ორგანიზმი მზის სხივების საპასუხოდ.
ვიტამინი D3 საკვანძო საკვები ნივთიერებაა, რამდენადაც მისი კარგად ცნობილი უამრავი უპირატესობის გამო ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის.
ვიტამინი D3-ის ადექვატური დონე აუცილებელია ვიტამინი K2-ის სასარგებლო ეფექტის მისაღებად და ნაწლავიდან კალციუმის შეწოვის ხელშეწყობისთვის.
In vitro კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ ვიტამინ D3-ს აქვს გადამწყვეტი როლი ვიტამინ K2-ის მიერ ძვლის ფორმირების აქტივობის მხარდასაჭერად. ამ ვიტამინების კომბინაცია იძლევა დამატებით ეფექტს და ამიტომ ყველაზე რეკომენდირებულია.
D3 და K2 ვიტამინების ერთობლივად მიღება დადებითად მოქმედებს ძვლის წარმოქმნის პროცესებზე, მათ შორის ვასკულარიზაციასა და მინერალიზაციაზე.
ვიტამინი K2 მოცემულია MK-7-ის სახით, ყველაზე ეფექტური ფორმა. K2 (MK-7)-ს აქვს ბევრად უფრო ხანგრძლივი ბიოაქტიურობა ორგანიზმში სხვა ფორმებთან შედარებით.
ვიტამინი K2 (MK7) არის აუცილებელი ცხიმში ხსნადი ვიტამინი. ყველა ვიტამინის მსგავსად, ის უნდა მიიღოთ რაციონიდან, რათა უზრუნველყოს სხეულის ჯანსაღი ფუნქციები. მას აქვს გადამწყვეტი როლი, როგორც კოფაქტორი, ხელს უწყობს Gla ცილების გააქტიურებას, როგორიცაა ოსტეოკალცინი და MGP, რომლებიც აკავშირებენ კალციუმს და აერთიანებენ მას ძვალში, ხელს უშლიან მის დეპონირებას სისხლძარღვთა ქსოვილში. მიკრობული ფერმენტაციის შედეგად მიღებული ვიტამინი K2-ის მოლეკულა განსხვავდება მცენარეული წარმოშობის ვიტამინი K1-ისგან (ფილოქინონი) იზოპრენოიდული ერთეულების და გაუჯერებელი ბმების რაოდენობით. მისი მახასიათებლების გამო, K2 (MK7)-ს აქვს პლაზმაში ნახევრადგამოყოფის უფრო გრძელი პერიოდი, რაც საშუალებას აძლევს მას, რომ ფილოქინონთან და სხვა მენაქინონებთან შედარებით უფრო ეფექტურად მიაღწიოს ძვლოვან ქსოვილს.
Paradox® ვიტამინი D3 + K2 (MK-7)
⦁ ვიტამინ D 3 ნატურალური ფორმა მარტივია აბსორბაციისთვის.
⦁ ვიტამინი D3 ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ანთების რეაქციას.
⦁ ვიტამინი D3 ხელს უწყობს ძვლების, კბილების და კუნთების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას.
⦁ ვიტამინი D3 თამაშობს გადამწყვეტ როლს ეხმარება რა ჩვენს ორგანიზმს გამოიყენოს კალციუმი მყარი ძვლების შექმნისთვის და შენარჩუნებისთვის.
⦁ ვიტამინი D3 ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.
⦁ ვიტამინი D3 ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
⦁ ვიტამინი K2 (MK7) არის მეცნიერულად მხარდაჭერილი ინგრედიენტი, რომელსაც მხარს უჭერს კლინიკური კვლევები.
⦁ ვიტამინი K2 (MK7) აქტიურად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და ხელს უწყობს ძვლებისა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.
⦁ ვიტამინი K2 (MK7)-ის სტატუსი გადამწყვეტია ძვლების ნორმალური მინერალიზაციისთვის, ძვლების დაავადების თავიდან ასაცილებლად და ზრდასრულ ასაკში ძვლებისა და კბილების ძლიერების უზრუნველსაყოფად.
შემადგენლობა:
ყავისფერი ბრინჯის ფქვილი, ვეგეტარიანული კაფსულის გარსი (ჰიდროქსი პროპილ მეთილ ცელულოზა), ვიტამინი D3 ქოლეკალციფეროლი 100,000 სე/გ (აკაციის რეზინა, საქაროზა, მზესუმზირის ზეთი, სახამებელი, D3 ზეთი), მაგნიუმის სტეარატი.
აქტიური ინგრედიენტი (ები) (საერთაშორისო ჯენერიკული დასახელება) / რაოდენობა:
დასახელება: რაოდენობა (1 კაფსულა): თითოეული კაფსულა უზრუნველყოფს *NRV%:
ვიტამინი D3 5000 ს/ე (125µg) 2500 %
ვიტამინი K2 (MK-7) 100 µg 133 %
*NRV = საკვები ნივთიერებების ეტალონური ღირებულება
გამოშვების ფორმა:
30 კაფსულა PET კონტეინერში.
რეკომენდებული დღიური დოზა:
ერთი კაფსულა დღეში, ან ორი კაფსულა კვირაში, ან თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. უმჯობესია მიიღოთ საღამოს საათებში, ძირითად საკვებთან ერთად.
D ვიტამინის 1000 ს/ე (25µg)-ზე მაღალი დღიური დოზით მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოწვეული იყოს ვიტამინ D-ს მაღალი დოზის ხანგრძლივი დროით მიღებისას.
სპეციალური მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას ან მიიღოთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
ვიტამინ D-ს მაღალი დოზის დიდი ხნის განმავლობაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ჭარბი რაოდენობით კალციუმის დაგროვება (ჰიპერკალცემია) და შინაგანი ორგანოების დაზიანება. ამიტომ პაციენტებმა სარკოიდოზით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა ნებისმიერი ვიტამინებისა ან მინერალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
პარადოქს ვიტამინ D3+K2 ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში და შარდში კალციუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილნი არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას, D3 ვიტამინის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ გრილ ადგილას, 25˚C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა. შესაფერისია ვეგეტარიანელებისათვის.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია შპს Paradox Omega Oils Ltd-ისთვის, BT21 0PQ, N. ირლანდია დიდი ბრიტანეთი,
Lifeplan Products Ltd -ის მიერ, LE17 4ND, დიდი ბრიტანეთი.










