მეგაროიალ იმუნიტასი #20ფლ
გააზიარე:
მეგაროიალ იმუნიტასი 15მლ #20
დასალევი ხსნარის შემცველი ფლაკონები, საკვები დანამატი
ესენციური ვიტამინებისა და მინერალების წყარო, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას.
შემადგენლობა 1 ფლაკონში: სამეფო ჟელე 2000 მგ, ექინაცეა 150 მგ, რეიში 100 მგ, შიიტაკე 50მგ, ვიტამინი A 800მკგ, ვიტამინი B6 1.4 მგ, ვიტამინი B12 2.5 მკგ, ბიოტინი 50 მგ, ვიტამინი C 80მგ, ვიტამინი E 12მგ α-TE.
კომპონენტები: წყალი, ფრუქტოზა, ლიოფილიზებული სამეფო ჟელე (3:1) შეიცავს სულ მცირე 4% HDA-ს, ექინაცეას ექსტრაქტი შეიცავს პოლისაქარიდების 20%-ს, რეიში პოლისაქარიდების 20% -ს, L-ასკორბინის მჟავა, შიიტაკე პოლისაქარიდების 10 %.
მჟავას მარეგულირებელი ლიმონმჟავა, მარაკუიას არომატიზატორი.(მარაკუია -პასიფლორას გვარის ტროპიკული ხილი, რომელიც გამოირჩევა ტკბილმჟავე გემოთი და არომატით).
კონსერვანტი: კალიუმის სორბატი, DL ალფა - ტოკოფეროლის აცეტატი, ციანკობალამინი (0,1%).
დამატკბობელი: სუკრალოზა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რეტინოლის პალმიტატი, D -ბიოტინი.
სამეფო ჟელე ( ფუტკრის რძე) 2000მგ - შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნუტრიენტებს. მათ შორის B ჯგუფის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.
წარმოადგენს ცხიმოვან მჟავას, რომელიც არის იმუნომოდულატორი. ხასიათდება სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებით.
სამეფო ჟელე ( ფუტკრის რძე) აძლიერებს იმუნურ სისტემას. ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს ინფექციებისადმი. ამცირებს ინფექციური დაავადებების ინციდენტობას.
ექინაცეას ექსტრაქტი 150 მგ - ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანტიათებითი მოქმედება. უმეტესად ააქტივებს უჯრედულ იმუნიტეტს, ზრდის ლეიკოციტების რაოდენობას, აძლიერებს გრანულოციტებისა და მონოციტების ფაგოციტურ აქტივობას.
რეიში-100 მგ (Ganoderma licidum)- წითელი რეიში „ უკვდავების სოკო“ წარმოადგენს ხის სოკოთა სახეობას, რომლის შემადგენლობაში შემავალ პოლისაქარიდებსა და მიკროელემენტებს გააჩნიათ ადაპტოგენური და იმუნომოდულატორული თვისებები.
შიიტაკე - 50 მგ ( Lentinula edodes) - შიიტაკეს გამოყენება ტრადიციულ მედიცინაში 500 წელზე მეტი ხნით თარიღდება. მდიდარია ამინომჟავებით, მინერალებითა და ვიტამინებით. აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანდური მოქმედება. ახასიათებს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
ბიოტინი 50 მგ - ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, მას ,,H’’ და სილამაზის ვიტამინსაც უწოდებენ. ბიოტინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ფერმენტთა კომპლექსის ფორმირებაში. არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას. აუცილებელია C ვიტამინის ათვისებისთვის. ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილის ჯანმრთელობას.
ვიტამინი A , ვიტამინი B6 , ვიტამინი B12, ვიტამინი C და ვიტამინი E - ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მეგაროიალ იმუნიტასი რეკომენდებულია:
- იმუნური სისტემის გასაძლიერებლად
- ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისთვის,
ამსუბუქებს და ამცირებს გაციებისა და გრიპის სიმპტომებს
- ზოგადი სისუსტის, დაღლილობის, სტრესისა და სეზონურიცვლილებებით გამოწვეულიიმუნოდეფიციტური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
- გამოიყენებაარასრულფასოვანი ანარაბალანსირებულიკვებისდროს
მიღების წესი: მიიღება 1 ფლ. დღეში ერთხელ საუზმის შემდეგ. შეიძლება, ფლაკონი გაიხსნას წყალში ან ხილის წვენში.
არშეიცავს:ალკოჰოლს, გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს.
არ არის რეკომენდებული: გაფანტული სკლეროზის, ტუბერკულოზის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
გაფრთხილება : საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში. არ შეიძლება სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: DietMed - Produtos Dietéticos e Medicinais, S.A. Portugal. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ავერსი-ფარმა










