სანშაინ მელატონინი 5მგ #100ტ
გააზიარე:
სანშაინ ნუთრიშენ მელატონინი 5 მგ. ტაბლეტი N100
სასურსათო დანამატი
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს მელატონინს 5 მგ.
ძირითადი უპირატესობები:
მელატონინი ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, ხსნის შფოთვას და გააჩნია
ზოგად დამამშვიდებელი ეფექტი. მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და
აუმჯობესებს იმუნიტეტს.
უზრუნველყოფს ძილის ჯანსაღ, ბუნებრივ ციკლს;
ხელს უწყობს მოდუნებასა და სრულფასოვან ძილს
ეხმარება ორგანიზმს, რომ დილით გაიღვიძოთ ენერგიულად და დასვენებულმა
გამოყენების ინსტრუქცია:
სასურსათო დანამატი მოზრდილებისთვის, მიიღება ერთი ან ორი (1-2) ტაბლეტი დღეში,
ძილის წინ 30 წუთით ადრე.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
არ გამოიყენოთ პროდუქტი ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია
ბოთლის ბოლოში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი არის დიეტური დანამატი და ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25°C-მდე.
გამოშვების ფორმა: მელატონინი 5 მგ. ტაბლეტი N100 მინის ბოთლში.
მწარმოებელი: სანშაინ ნუთრიშენ, დელავერი, 19958 აშშ.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ნ-ფარმა.









