ფეროსომ მაქსი #20კაფს
გააზიარე:
ფეროსომ მაქსი კაფსულა
სასურსათო დანამატი
ფეროსომ მაქსი - ეს არის რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ ფორმით, ფოლიუმის მჟავასთან ერთად.
LCE ლიპოსომური™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის სრულყოფილ და უცვლელი ფორმით ტრანსპორტირებას კუჭიდან.
აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.
მაქსიმალური ბიოშეღწევადობა
არ აღიზიანებს კუჭს
არ იწვევს შეკრულობას
არ ტოვებს რკინის გემოს
შემადგენლობა: თითოეული კაფსულის შემადგენლობაშია შემდეგი კომპონენტები
რკინა (რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ რკინის სახით) ..... 60 მგ. ვიტამინი B9 ((ფოლიუმის მჟავა) ..... 400 მკგ.
დამხმარე კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონის დიოქსიდი, პულულანი, მალტოდექსტრინი, ლეციტინი, რკინის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: რკინა - როგორც ჰემოგლობინის შემადგენელი კომპონენტი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტში. რკინას ასევე შეიცავს კუნთის მიოგლობინი და ღვიძლი. რკინის ნაკლებობა იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას. ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)- ორგანიზმში აღდგება ტეტრაჰიდროფოლატად, რომელიც წარმოადგენს კოენზიმს მრავალი მეტაბოლური პროცესისთვის. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ნუკლეოტიდების - პურინებისა და პირიმიდინების და შესაბამისად, დნმ_ის სინთეზში. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის ფორმიანი ელემენტების (ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების) წარმოქმნისა და განახლებისთვის. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს მთელი რიგი ამინომჟავების გარდაქმნაში. ფოლიუმის დეფიციტი იწვევს მეგალობლასტურ ანემიას.
გამოყენების რეკომენდაციები:
- სისხლწარმოქმნის სტიმულირება
- ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ტრანსპორტის სტიმულირება
- რკინადეფიციტური ანემიები, სისხლის ქრონიკული დანაკარგი, ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა, ინფექციური დაავადებებით განპირობებული ანემია
- რკინის ღრმა დეფიციტი
- ქრონიკული დაღლილობა (მეტაბოლიზმის ნორმალიზებისთვის)
- იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება
- რკინადეფიციტური ანემია ორსულებსა და მეძუძურ ქალებში
- ჭარბი მენსტრუალური გამონადენის დროს, სისხლის დონაციის დროს აღდგენის პერიოდი
- მოზარდობის პერიოდი
- რკინადეფიციტური ანემია ასაკოვან პირებში
- რკინადეფიციტური ანემია ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში
- რკინის დეფიციტი გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში
დოზირება და მიღების წესი: ერთი კაფსულა დღეში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ. პროდუქტი არის სასურსათო დანამატი, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.
განსაკუთრებული მითითებები: ნუ მიიღებთ ფეროსომ მაქსს უზმოზე (მშიერზე).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან: ორალური რკინა ამცირებს ტეტრაციკლინების შეწოვას.
ორსულობა, ლაქტაცია: ფეროსომ მაქსი შესაძლოა მიღებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15 – 25 ̊C). მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.
გამოშვების ფორმა: ფეროსომ მაქსი კაფსულები N20.
მწარმოებელი: Atlas R&D, ტორონტო, კანადა.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: United Pharma Canada. 180 Werlich Dr, Unit 02. Cambridge ON N1T 1N6. ტორონტო, კანადა.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ,,ნ-ფარმა“, თბილისი, საქართველო.










