სტამექსი #10ტ
გააზიარე:
სტამექსი
საკვები დანამატი მამაკაცებისთვის
საკვები დანამატი არ ცვლის ნორმალურ კვებას. არ გამოიყენება დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
შემადგენლობა და რეკომენდაციები
ტრიბულუსის ექსტრაქტი 150 მგ, ევრიკომას ექსტრაქტი 100 მგ, შილაჯიტი 200 მგ, კორეული წითელი ჟენშენი 100 მგ, ეპიმედიუმ გრანდიფლორუმის ექსტრაქტი 200მგ, L-არგინინი 100მგ, L-ოპტი თუთია 50 მგ, ვიტ, E 135 მგ, როდიოლა როზეას ექსტრაქტი 100 მგ.
Stam X არის მცენარეული ექსტრაქტების, მინერალებისა და ვიტამინის ძლიერი კომბინაცია, რომელიც აუმჯობესებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას მამაკაცებში.
Tribulus terrestris უძველესი დროიდან გამოიყენება მისი აფროდიზიაკული თვისებების გამო. იგი ახდენს გლუვი კუნთების მოდუნებას და შესაბამისად აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას.
ევრიკომა ლონგიფოლია - Eurycoma longifolia (Tongkat Ali) არის ბუჩქი, რომელიც გამოიყენება მამაკაცის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ის ზრდის სპერმის მოცულობას, სპერმის რაოდენობას და პროცენტობას . ასევე აუმჯობესებს ნორმალური სპერმის მორფოლოგიას, სპერმის მოძრაობას, ზრდის ტესტოსტერონის დონეს.
Euycoma longifolia (Tongkat Ali) აუმჯობესებს განწყობას, და შესაბამისად, აქვს ანქსიოლიზური ეფექტი.
შილაჯიტი ხელს უწყობს კუნთების მაქსიმალური სიძლიერის შენარჩუნებას, გამოირჩევა
ანტიოქსიდანტური თვისებებით. კვლევები აჩვენებს, რომ შილაჯიტი აუმჯობესებს ერექციას, აძლიერებს სექსუალურ ძალას და ზრდის სიცოცხლისუნარიანობას მამაკაცებში.
კორეული წითელი ჟენშენის ექსტრაქტი - ჟენშენისგან მიღებული აქტიური ნივთიერებაა. სამეცნიერო მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ჟენშენი ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას და პროგრესულ რხევად მოძრაობას. ჟენშენი ხელს უწყობს პლაზმაში მთლიანი და თავისუფალი ტესტოსტერონის დონის მატებას, აუმჯობესებს ერექციულ და სექსუალურ ფუნქციას.
Epimedium grandiflorum-ის მთავარი ინგრედიენტია იკარიინი, რომელსაც აქვს სელექციური ინჰიბიტორული ეფექტი, როგორც ფოსფოდიესთერაზას ტიპი 5-ის ინჰიბიტორს, რაც მას სასარგებლო აგენტად აქცევს ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ.
L-არგინინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ადამიანის ზრდის ჰორმონის გამოყოფას, სპერმის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდას.
L Opti Zinc არის თუთიის მონომეთიონინი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით; მისი ბიოშეღწევადობა 95%-ზე მეტია. თუთია ზრდის სპერმის რაოდენობას და ტესტოსტერონის დონეს. ასევე თუთია აუმჯობესებს განწყობას და კოგნიტურ ფუნქციებს.
ვიტამინი E, როგორც ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ანტიოქსიდანტი, იცავს სპერმას ოქსიდაციური სტრესისგან.
Rhodiola rosea - როგორც კვლევებმა ცხადყო, აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას და ეაკულაციის კონტროლს. ის ასევე ახდენს პროსტატის სითხის ნორმალიზებას, რაც იწვევს ნაყოფიერების გაზრდას და ლიბიდოს მატებას. კვლევების თანახმად, Rhodiola rosea ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და მართავს დეპრესიასა და შფოთვას.
StamX ტაბლეტები გამოიყენება მამაკაცებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში ჭამის დროს.
გვერდითი ეფექტები
მცენარეული ინგრედიენტებმა, ამინომჟავებმა და ვიტამინმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მსუბუქი გაღიზიანება. თუ პრეპარატის მიღებისას აღნიშნულ მდგომარეობას შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
არ მისცეთ 18 წლის ასაკის ქვემოთ მყოფ ბავშვებს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
დაიცავით მზისგან და ტენიანობისგან.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
StamX ტაბლეტები #10.
მწარმოებელი
Getz Pharma (Pvt.) Limited,
Karachi, Pakistan.










