იარინა 0.03მგ/3მგ #21ტ
გააზიარე:
ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის
იარინა®, 3 მგ + 0,03 მგ, აპკიანი გარსით დაფარული აბები
მოქმედი ნივთიერებები: დროსპირენონი,
ეტინილესტრადიოლი
პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს.
- შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- პრეპარატი პირადად თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს. მას შეუძლია მათთვის ზიანის მიყენება, თუნდაც მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.
- თუ რაიმე არასასურველი რეაქციები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართი ფურცლის მე-4 კარში.
ჩანართი ფურცლის შინაარსი
1. რას წარმოადგენს პრეპარატი იარინა®, და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ იარინა®-ს გამოყენებამდე
3. პრეპარატ იარინა®-ს მიღება
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5. პრეპარატ იარინა®-ს შენახვა
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
1. რას წარმოადგენს პრეპარატი იარინა® და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი იარინა® – ჰორმონალური კონტრაცეპტიული საშუალებაა, რომელიც შეიცავს მოქმედი ნივთიერებების დროსპირენონის და
ეტინილესტრადიოლის კომბინაციას.
ვინაიდან კონტრაცეპტიულ პრეპარატ იარინა®-ს შემადგენლობაში შედის ქალის ორი სხვადასხვა სასქესო ჰორმონი, ის კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს მიეკუთვნება.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი იარინა® გამოიყენება ქალებში კონტრაცეპციის (არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების) მიზნით.
პრეპარატ იარინა ® - ს მოქმედების მეთოდი
პრეპარატ იარინა®-ს კონტრაცეპტიული ეფექტი ხორციელდება ურთიერთშემავსებელი მექანიზმების მეშვეობით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა (ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა); საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის მომატება, რაც ხელს უშლის საშვილოსნოს ღრუში სპერმატოზოიდების შეღწევას და ენდომეტრიუმში (საშვილოსნოს შიდა ფენა) ისეთი ცვლილებები, რომლებიც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას (ენდომეტრიუმზე მიმაგრებას).
ქალებში, რომლებიც პრეპარატ იარინა®-ს იღებენ, მცირდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის მტკივნეულობა, ინტენსივობა და ხანგრძლივობა, რის შედეგადაც მცირდება რკინადეფიციტური ანემიის რისკი.
თუ გაუმჯობესება არ დადგება ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ იარინა®-ს გამოყენებამდე
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი იარინა ® , თუ:
- · გაქვთ ალერგია დროსპირენონის ან ეთინილესტრადიოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე- 6 კარში);
- · გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ვენური თრომბოზი (ვენაში თრომბის წარმოქმნა); არტერიული თრომბოზი (არტერიაში თრომბის წარმოქმნა); თრომბოემბოლია (მოწყვეტილი თრომბით სისხლძარღვის დაცობა), მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი; ცერებროვასკულური დარღვევები (თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა);
- · გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) დაავადებები, რომლებიც შეიძლება იყოს თრომბოზის მომასწავებელი, მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევა (მოკლევადიანი შეტევა, დაკავშირებული თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან), სტენოკარდია(მკერდის ძლიერი ტკივილი);
- · გაქვთ სისხლის შემდედებელი სისტემის მემკვიდრეობითი ან შეძენილი დარღვევები (მაგალითად, რეზისტენტობა აქტივირებული C პროტეინის მიმართ, ანტითრომბინ III დეფიციტი, C პროტეინს დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები –ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვენური ან არტერიული თრომბოზი. (იხ. ქვეკარი «პრეპარატი იარინა® და თრომბოზი»);
- · გაქვთ ვენური ან არტერიული თრომბოზის გაჩენის მაღალი რისკი (იხ. ქვეკარი «პრეპარატი იარინა® და თრომბოზი»);
- · გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) შაკიკი (ე.წ. კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით, როგორიცაა მხედველობის, მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან სხეულის ნებისმიერი ნაწილის გაშეშება);
- · გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გართულებებით;
- · გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით (სისხლში ტრიგლიცერიდების მომატებული შემცველობით);
- · გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ოდესმე გქონიათ ასეთი დაავადება და ღვიძლის პრობლემები ( ღვიძლის უკმარისობა ) დარჩა;
- · თქვენ იღებთ ანტივირუსულ პრეპარატებს , რომლებიც შეიცავს ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს ან ამ ნივთიერებების კომბინაციას (იხ. კვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა®»).
- · გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე ;
- · გაქვთ თირკმლის უკმარისების მძიმე ან მწვავე ფორმა;
- · გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე (მათ შორის სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლის კიბო) ან მასზე ეჭვი;
- · გაქვთ გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა საშოდან ;
- · ორსულად ხართ ან ეჭვობთ ამის შესაძლებლობაზე;
- · ძუძუთი კვებავთ.
- · თუ რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება გეხებათ, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს პრეპარატ იარინა®-ს მიღების დაწყებამდე. მან შეიძლება გირჩიოთ სხვა ტიპის აბების მიღება ან არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების სრულიად განსხვავებული მეთოდი (მათ შორის არაჰორმონალური).
თუ ზემოთ ჩამოთვლი სიმპტომებიდან რომელიმე პირველად გაგიჩნდათ პრეპარატ იარინა®-ს მიღებისას, შეწყვიტეთ მისი მიღება და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან .
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ იარინა®-ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატ იარინა®-ს მიღებისას და თქვენს ექიმთან რეგულარული შემოწმების გავლა.
პრეპარატ იარინა®-ს მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან , თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე შემთხვევა შეიძლება თქვენ გეხებოდეს ან თუ რომელიმე ეს მდგომარეობა წარმოიქმნა ან გაუარესდა პრეპარატ იარინა®-ს მიღების დროს:
- თქვენ ეწევით;
- გაქვთ ჭარბი წონა;
- თუ გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
- გაწუხებთ შაკიკი. კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკის გარეშე, როგორიცაა მხედველობის, მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან სხეულის ნებისმიერი ნაწილის გაშეშება;
- თუ გაქვთ გულის სარქვლის დაავადება;
- თუ თქვენმა ერთ-ერთმა უახლოესმა ნათესავმა 50 წელზე უფრო ნაკლებ ასაკში გადაიტანა თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლის მომოქცევის დარღვევა;
- გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
- გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის დაავადება);
- გაქვთ ჰემოლიზურ-ურემიული (სისხლძარღვთა დაზიანება, რომელიც იწვევს სისხლის კომპონენტების დაშლას და თირკმელების ფუნქციის დარღვევას);
- გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავის ანთებითი დაავადება);
- გაწუხებთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
- გაქვთ ზედაპირული ვენების ფლებიტი (ანთება);
- გაქვთ თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება);
- გაქვთ სისხლში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების (სისხლის ცხიმები) მომატებული შემცველობა;
- გაწუხებთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის დაავადება;
- ადრე ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების მიღებისას პირველად წარმოიქმნებოდა ან უარესდებოდა ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ქოლესტაზი (ნაღვლის შეგუბება, რაც გამოიხატება კანის სიყვითლესა და ყავისფერ ლაქებში, ქავილში), ქოლელითიაზი (ქვები ნაღვლის ბუშტში), სმენის დაქვეითება, პორფირია (პიგმენტური მეტაბოლიზმის მემკვიდრეობითი დარღვევა), ჰერპესი ორსულობის დროს ან სიდენჰემის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება);
- ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობა პირველად გაგიჩნდებათ ან გაუარესდება პრეპარატ იარინა®-ს ტაბლეტების მიღებისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პრეპარატი იარინა® და თრომბოზი
თრომბოზი არის სისხლძარღვის (არტერიის ან ვენის) ბლოკირება სისხლის შედედების (თრომბის) მიერ.
თრომბოზი ზოგჯერ ჩნდება ფეხების ღრმა ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი). სისხლძარღვის კედლიდან მოწყვეტილი თრომბები სისხლის ნაკადით გადაიტანება მთელ ორგანიზმში და «იჭედება» უფრო წვრილ სისხლძარღვებში მათში სისხლის დინების დაბლოკვით – ამას ეწოდება ვენური თრომბოემბოლია. ისეთ შემთხვევაში, როდესაც თრომბი ახშობს სისხლძარღვებს ფილტვებში, ხდება ეგრეთ წოდებული «ფილტვის ემბოლია». ძალიან იშვიათად თრომბები ხვდება გულის სისხლძარღვებში და ამის შედეგად ჩნდება მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა). თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოემბოლია იწვევს ინსულტს.
თრომბოზი და ვენური თრომბოემბოლია აუცილებლად არ წარმოიქმნება კონტრაცეპტიული ტაბლეტების გამოყენების გამო. მაგალითად, ამ დაავადებების რისკი ასევე იზრდება ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ.
ვენური და არტერიული თრომბოზის და თრომბოემბოლიის განვითარების რისკი იზრდება მათში, ვინც პირველად იწყებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებას ან განაახლა ამ პრეპარატების მიღება შესვენების შემდეგ (4 კვირა და მეტი). ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაქსიმალურია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების პირველ წელს, განსაკუთრებით პირველი 3 თვის განმავლობაში.
მთლიანობაში, ვენური თრომბოემბოლიის რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ ნებისმიერ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, უფრო მაღალია ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იღებენ მათ ან არ არიან ორსულად. ამის მუხედავად, გასათვალისწინებელია, რომ თრომბოზის და თრომბოემბოლიის რისკი ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, როგორიცაა იარინა®.
იშვიათ შემთხვევებში ვენურ თრომბოემბოლიას შეუძლია ხანგრძლივი სერიოზული შედეგების გამოწვევა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში კი – ლეტალური შედეგის (შემთხვევების 1-2%-ში).
ძალზე იშვიათ შემთხვევებში, თრომბები შეიძლება წარმოიქმნას ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში, ღვიძლის, ნაწლავების, თირკმელების, ტვინის ან თვალების ჩათვლით.
უნდაშეწყვიტოთტაბლეტებისმიღებადადაუყოვნებლივ გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია, თუ შეამჩნევთ თრომბოზის , თრომბოემბოლიის , ინსულტის , სისხლძარღვთა გამავლობის დარღვევის ან მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო ნიშნებს , მაგალითად :
|
თრომბოზის სიმპტომებია |
მთლიანი ფეხის ან ფეხის ვენის გასწვრივ ცალმხრივი შეშუპება; ტკივილი ან დისკომფორტი ფეხში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში ან სიარულის დროს; ტემპერატურის ლოკალური მატება, ფეხის კანის სიწითლე ან შეფერილობის ცვლილება; |
|
ფილტვის სისხლძარღვების თრომბოემბილიის სიმპტომებია |
გაძნელებული ან გახშირებული სუნთქვა; უეცარი ხველა, მათ შორის სისხლიანი ნახველით; მწვავე ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ღრმა შესუნთქვის დროს; შფოთვის შეგრძნება; ძლიერი თავბრუსხვევა; გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა; |
|
ინსულტის სიმპტომებია |
უეცარი სისუსტე ან სახის, კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს; გონების უეცარი დაბინდვა; მეტყველების და აღქმის პრობლემები; მხედველობის ცალმხრივი ან ორმხრივი უეცარი დაკარგვა; სიარულის უეცარი დარღვევა; თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა; უეცარი, ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე; გონების დაკარგვა ან გულის წასვლა კრუნჩხვებით ან მის გარეშე |
|
სისხლძარღვთა გამავლობის დარღვევის სიმპტომებია |
კიდურების უეცარი ტკივილი, შეშუპება და მცირე სილურჯე; ძლიერი ტკივილი მუცლის ღრუში |
|
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებია |
ტკივილი, დისკომფორტი, წნევა, სიმძიმე, შეკუმშვის ან დაჭიმულობის შეგრძნება გულ-მკერდში, მკლავში ან მკერდის უკან; დისკომფორტი, ზურგში, ყბაში, ხორხში, ხელში, მუცელში გავრცელებით; ცივი ოფლი; გულისრევა; ღებინება ან თავბრუსხვევა; ძლიერი სისუსტე, შფოთვის შეგრძნება ან ქოშინი, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა |
ვენებშიანარტერიებშითრომბების წარმოქმნის, ვენურითრომბოემბოლიისანცერებროვასკულური დარღვევების (თავის ტვინშისისხლისმიმოქცევისდარღვევა) გაჩენის რისკიიზრდება:
- ასაკთან ერთად;
- თუ ეწევით (სიგარეტის რაოდენობის ზრდასთან ან თქვენი ასაკის მატებასთან ერთად, რისკი იზრდება, განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში);
- თუ გაქვთ ჭარბი წონა;
- თუ თქვენმა ერთ-ერთმა უახლოესმა ნათესავმა (მშობლები, ძმები, დები) 50 წელზე უფრო ნაკლებ ასაკში გადაიტანა თრომბოზი (ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვის თრომბოემბოლია (ფილტვის არტერიის დაცობა თრომბით), ინფარქტი, ინსულტი ან სხვა ტიპის თრომბოზი). თრომბოზისადმი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილების შემთხვევაში უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია პრეპარატ იარინა®-ს მიღების შესაძლებლობის საკითხთან დაკვშირებით;
- ხანგრძლივი უმოძრაობის, ფართო ოპერაციის ან სერიოზული ტრავმის დროს (მაგალითად, თუ თქვენი ფეხი ან ფეხები თაბაშირში ჩასვეს ან არტაშანი დაადეს). ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ იარინა ® - ს მიღება (თუ იგეგმება ოპერაცია, რეკომენდებულია მისი მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და არ განაახლოთ მისი მიღება ორი კვირის განმავლობაში, სანამ სრულად არ დადგებით ფეხზე. დროებითი უმოძრაობა (მაგალითად, საჰაერო მოგზაურობა ხანგრძლივობით 4 საათზე მეტი) ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა ადრე აღწერილი რისკ-ფაქტორების არსებობისას.
- თუ გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
- თუ გაწუხებთ შაკიკი;
- თუ გაქვთ გულის სარქველების დაავადება ან გულის რითმის დარღვევა.
ქალებში, რომლებსაც თანხვედრაში აქვთ რამდენიმე რისკ-ფაქტორი ან მკვეთრად გამოხატულია ერთ-ერთი მათგანი, გასათვალისწინებელია მათი ურთიერთგაძლიერების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში, თრომბის წარმოქმნის რისკის მატების დონე შეიძლება იყოს უფრო მაღალი. ასეთ შემთხვევაში თქვენი ექიმი პრეპარატ იარინა®-ს არ დაგინიშნავთ.
უშუალოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალები იმყოფებიან თრომბების წარმოქმნის მომატებული რისკის ზონაში. თუ ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რამდენად მალე მშობიარობის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ პრეპარატ იარინა®-ს მიღება.
თუ პრეპარატ იარინა®-ს მიღების დროს შაკიკის შეტევები ხშირდება და მძიმდება, თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ იარინა®-ს მიღება და მიმართით ექიმს.
პრეპარატი იარინა®დასიმსივნეები
საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ადამიანის პაპილომავირუსის ქრონიკული ინფექცია. პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი, მაგრამ უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს პრეპარატის მიღებასთან.
სარძევე ჯირკვლის კიბო უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იღებენ მათ, მაგრამ უცნობია დაკავშირებულია თუ არა ეს პრეპარატის მიღებასთან. მაგალითად, შესაძლებელია, რომ სიმსივნე უფრო ხშირად გამოვლინდეს ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, რადგან ასეთი ქალები უფრო ხშირად გადიან გამოკვლევას. ქალებში, რომლებიც ოდესმე იღებდნენ პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს მიუღია ისინი. სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმოქმნის სიხშირე თანდათანობით მცირდება ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ. მნიშვნელოვანია მკერდის რეგულარულად შემოწმება და თუ რაიმე სიმკვრივეს შეიგრძნობთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს .
იშვიათ შემთხვევებში პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, უფრო იშვიათად კი კიბო. ცალკეულ შემთხვევებში, ეს სიმსივნეები იწვევდა სიცოცხლისათვის საშიშ შიდა სისხლდენას. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს , თუ გაწუხებთ უჩვეულოდ ძლიერი მუცლის ტკივილი .
ზემოხსენებული ონკოლოგიური დაავადებები სიცოცხლისთვის საშიშია და შეუძლია სიკვდილის გამოწვევა.
სხვამდგომარეობები
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა პირველად ვლინდება, მეორდება ან უარესდება პრეპარატ იარინა®-ს დანიშვნამდე ან მისი მიღების დროს, უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.
აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს , თუ :
- არის თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ვინაიდან როდესაც კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არის ნორმის ზედა ზღვარზე, არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული რისკი დროსპირენონის შემცველი პრეპარატების მიღებისას, რომლებსაც მიეკუთვნება იარინა® (იხ. ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა®»);
- ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდა ჰიპერტრიგლიცერიდემია (სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატიტის წარმოქმნის რისკის მატება პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას);
- პრეპარატ იარინა®-ს მიღების დროს აღინიშნება არტერიული წნევის მდგრადი მატება. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ იარინა ® -ს მიღება და მიმართოთ ექიმს , რომ მან დაგინიშნოთ მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა. თქვენ შეძლებთ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება, როდესაც მკურნალობის შედეგად მიღწეული იქნება არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები;
- ადრე ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების წინა გამოყენებისას წარმოიქმნებოდა შემდეგი მდგომარეობები: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან (ნაღვლის ნაკადის ბლოკირება); ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა; პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა); სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება); ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა); სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება), ჰერპესი ორსულობის დროს; სმენის დაკარგვა, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან;
- პრეპარატ იარინა®-ს მიღების დროს აღინიშნება ენდოგენური დეპრესიის (ფსიქიკური აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინში ცვლის პროცესების დარღვევებთან), ეპილეფსიის, კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის (ნაწლავის ანთებითი დაავადება) მიმდინარეობის გაუარესება;
- მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება (უეცარი შეშუპება, მაგალითად, ქუთუთოებისა, პირის, ყელის და ა.შ.), ვინაიდან ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები;
- არის ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები, ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოს პრეპარატ იარინა®-ს მიღება ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების ნორმალიზებამდე;
- ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი, რომელიც პირველად განვითარდა წინა ორსულობის ან სასქესო ჰორმონების წინა მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატი იარინა ® - ს მიღება და მიმართოთ ექიმს ;
- შაქრიანი დიაბეტი. ასეთ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა პრეპარატ იარინა®-ს მიღების დროს. იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეიძლება ჰქონდეთ გავლენა ინსულინრეზისტენტობაზე და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, თუმცა, როგორც წესი, საჭირო არ არის ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექტირება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (ეთინილესტრადიოლის <0.05 მგ);
- გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (კანის ჰიპერპიგმენტაცია), განსაკუთრებით წინა ორსულობის დროს, თქვენ უნდა მოერიდოთ მზეზე დიდხან ყოფნას ან ულტრაიისფერ გამოსხივებას პრეპარატი იარინა®-ს მიღების დროს.
გავლენალაბორატორიულტესტებზე
თუ თქვენ გჭირდებათ სისხლის ან სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ პრეპარატ იარია®-სიღებთ, რადგან ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ზოგიერთი ანალიზის შედეგებზე (ღვიძლის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მაჩვენებლების, პლაზმაში ცილების კონცენტრაციის ჩათვლით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ნივთიერებების გადატანაზე, ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლების, სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის პარამეტრების ჩათვლით). ცვლილებები ჩვეულებრივ არ სცილდება ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებს.
ეფექტურობის შემცირება
პრეპარატ იარინა®-ს ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს: ტაბლეტების მიღების გამოტოვებისას, ღებინების და დიარეის დროს ან წამლების ურთიერთქმედების შედეგად (იხ. ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა®» და კარი 3 «პრეპარატი იარინა®-ს მიღება»).
მენსტრუაციისმსგავსისისხლდენისსიხშირედასიმძიმე
პრეპარატ იარინა®-ს გამოყენებისას, განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში, შეიძლება განვითარდეს მენსტრუაციის მსგავსი არარეგულარული სისხლდენა («ლაქოვანი» ან «გარღვევის» სისხლდენა). თქვენ უნდა გამოიყენოთ ჰიგიენური საშუალებები და განაგრძოთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივად. არარეგულარული სისხლდენა ჩვეულებრივ წყდება მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზმი შეეგუება პრეპარატს (ჩვეულებრივ ტაბლეტების მიღებიდან 3 თვის შემდეგ). თუ სისხლდენა გაგრძელდა, გაძლიერდა ან ხელახლა დაიწყო, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
რეგულარულიმენსტრუაციისმსგავსისისხლდენისარარსებობა
თუ ყველა ტაბლეტს იღებდით სწორად, არ გქონდათ ღებინება ან დიარეა და არანაირ სხვა სამკურნალო საშუალებებს არ იღებდით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორსულად იყოთ. გააგრძელეთ იარინა®-ს მიღება ჩვეულებრივ რეჟიმში. ამის მიუხედავად, პრეპარატ იარინა®-ს მიღების რეჟიმის დაუცველობის ან ზედიზედ ორი სისხლდენის არარსებობისას (მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა ტაბლეტების მიღების დასრულების ფონზე შეფუთვის ბოლოს), უნდა მიმართოთ ექიმს. არ დაიწყოთ შემდეგი შეფუთვის მიღება, სანამ არ დარწმუნდებით, რომ არ ხართ ორსულად.
სამედიცინოშემოწმებებისგეგმაპრეპარატიარინა®-სმიღებამდედამიღებისდროს
პრეპარატ იარინა®-ს მიღების დაწყებამდე (ან განახლებამდე) ექიმს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია არსებული და გადატანილი დაავადებების შესახებ, ასევე ოჯახის წევრებს შორის დაავადებების არსებობის შესახებ, გაიაროთ საფუძვლიანი ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა და ასევე დარწმუნდეთ, რომ არ ხართ ორსულად.
საკონტროლო შემოწმება აუცილებელია ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ.
უნდაგაითვალისწინოთ, რომპრეპარატიიარინა®არიცავსაივინფექციისგან (შიდსი) დასქესობრივიგზითგადამდებისხვადაავადებებისგან!
თუთქვენგაქვთრომელიმექვემოთჩამოთვლილიმდგომარეობა, დაუყოვნებლივგაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან:
- ჯანმრთელობის რაიმე ცვლილება, განსაკუთრებით კვეკარებში «უკუჩვენებები» და «განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები» ჩამოთვლილი მდგომარეობების გაჩენისას;
- ლოკალური გამკვრივება სარძევე ჯირკვალში;
- სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება (იხ. აგრეთვე ქვეკარი «სხვა პრეპარატები და იარინა®»);
- მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა (მაგალითად ქვედა კიდურს თაბაშირი დაედო), დაგეგმილია ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია (რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა სავარაუდო ოპერაციამდე სულ ცოტა ოთხი კვირით ადრე);
- უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა საშოდან;
- გამოტოვებულია პრეპარატ იარინა®-ს ტაბლეტი შეფუთვის მიღების პირველ კვირაში და მანამდე გქონდათ სქესობრივი აქტი შვიდი ან ნაკლები დღით ადრე (იხ. ასევე ქვეკარი «თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იარინა®-ს მიღება»);
- ორჯერ ზედიზედ რეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა ან ორსულობაზე ეჭვი (ექიმთან კონსულტაციამდე არ უნდა დაიწყოთ ტაბლეტების მიღება შემდეგი შეფუთვიდან).
- საჭიროა ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაციის გავლა, თუ არსებობს თრომბოზის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის შესაძლო ნიშნები (იხ. ქვეკარი «პრეპარატი იარინა® და თრომბოზი»).
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი იარინა® არ არის განკუთვნილი გამოყენებისთვის ბავშვებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დაწყებამდე.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა ®
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატების მიღება. არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომელთა მიღება იარინა®-სთან ერთად იკრძალება (იხ. ქვეკარი «უკუჩვენებები»). ასევე პრეპარატ იარინა®-ს მიღების თაობაზე თქვენ უნდა აცნობოთ ნებისმიერ სხვა ექიმს, რომელიც რაიმე სამკურნალო საშუალებებს გინიშნავთ. ექიმს შეუძლია შესთავაზოს კონტრაცეფციის დამატებითი ზომების გამოყენების საჭიროების შესახებ (როგორიცაა პრეზერვატივი) და თუ ამის საჭიროება არსებობს, – რა დროის განმალობაში უნდა გამოიყენოთ იგი, ან უნდა გაუქმდეს თუ არა თქვენთვის საჭირო სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება.
ზოგიერთსამკურნალოპრეპარატსშეიძლებაგავლენა ჰქონდეს პრეპარატ იარინა®-სშემცველობაზესისხლში, შეამციროს მისი ეფექტურობა არასასურველიორსულობისთავიდანაცილებაშიდაგამოიწვიოსმოულოდნელისისხლდენები.
მათ მიეკუთვნება:
- · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შემდეგის მკურნალობისთვის:
- ეპილეფსიის (მაგალითად, პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი);
- ტუბერკულოზის (მაგალითად, რიფამპიცინი);
- აივ-ის და С ჰეპატიტის (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები და უკუ ტრანსკრიპტაზის არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები);
- სოკოვანი ინფექციების (მაგალითად, გრიზეოფულვინი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);
- ბაქტერიული ინფექციების (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი);
- გულის ზოგიერთი დაავადების, მაღალი არტერიული წნევის (კალციუმის არხების ბლოკატორები, მაგ. ვერაპამილი, დილთიაზემი).
- ართრიტის, ართროზის (მაგალითად, ეტორიკოქსიბი)
- · კრაზანას შემცველი პრეპარატები
- · გრეიპფრუტის წვენი.
პრეპარატ იარინა®-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვაპრეპარატების მოქმედებაზე , მაგალითად:
- · ციკლოსპორინის, ლამოტრიჯინის, ომეპრაზოლის, სიმვასტატინის, მიდაზოლამის, თეოფილინის, მელატონინის და ტიზანიდინის.
ნაჩვენები იყო, რომ პრეპარატ იარინა®-ს და ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, რიტონავირს და დასაბუვირს ან მათი კომბინაციის შემცველი ანტივირუსული პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს ალანინამინოტრანსფერაზის (ღვიძლის ფერმენტის) კონცენტრაციის მატებას 20-ზე მეტ ჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ჯანმრთელ ქალებში და C ჰეპატიტის მქონე ქალებში (იხ. ქვეკარი «უკუჩვენებები»).
თეორიულად, სისხლში კალიუმის შემცველობა შეიძლება გაიზარდოს, თუ იღებთ იარინა®-ს სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ასევე ზრდის კალიუმის კონცენტრაციას სისხლში. ასეთ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება გარკვეული პრეპარატები ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებისთვის ან ზოგიერთი შარდმდენი პრეპარატი. თუმცა, ზოგიერთი კვლევის თანახმად, არანაირი არსებითი სხვაობა სისხლში კალიუმის შემცველობაში არ აღინიშნებოდა. ამის მიუხედავად, საჭიროა სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაკონტროლება მიღების პირველი ციკლის განმავლობაში.
პრეპარატი იარინა ® საკვებთან და სასმელთან ერთად
არ მიიღოთ პრეპარატი იარინა® გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ და ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ იარინა®-ს მიღება უკუნაჩვენებია .
ორსულობა
თუ ორსულობა გამოვლინდა პრეპარატ იარინა®-ს მიღების დროს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ თქვენს ექიმს. თუ ორსულობას გეგმავთ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ პრეპარატ იარინა®-ს მიღება ნებისმიერ დროს (იხილეთ აგრეთვე მე-3 კარის ქვეკარი «თუ გსურთ შეწყვიტოთ პრეპარატ იარინა®-ს მიღება» ).
მრავალრიცხოვანმა კვლევებმა არ გამოავლინა განვითარების დეფექტების რისკის მატება იმ ქალების მიერ გაჩენილ ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ სასქესო ჰორმონებს ორსულობამდე ან როდესაც იღებდნენ სასქესო ჰორმონებს გაუფრთხილებლობით ორსულობის ადრეულ ვადებზე.
ძუძუთიკვება
პრეპარატ იარინა®-სმიღება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, თუ როდის შეძლებთ პრეპარატის მიღების დაწყებას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესასწავლად არ ჩატარებულა. არ არის ცნობილი ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე პრეპარატ იარინა®-ს არასასურველი ზემოქმედების შემთხვევების შესახებ.
პრეპარატი იარინა ® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
თუ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრების მიმართ, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
3. პრეპარატი იარინა ® - ს მიღება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი იარინა® თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა :
თითო ტაბლეტი დღეში შეუწყვეტლად 21 დღის განმავლობაში შემდგომი 7-დღიანი შესვენებით.
პაციენტთაგანსაკუთრებულიჯგუფები
პაციენტებიღვიძლისფუნქციისდარღვევით
არ მიიღოთ პრეპარატი იარინა®, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება, მანამდე სანამ თქვენი ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ ჩადგება ნორმაში (იხ. კარი 2, ქვეკარი «უკუჩვენებები»).
პაციენტებითირკმლისფუნქციისდარღვევით
არ მიიღოთ პრეპარატი იარინა®, თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა ან მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა (იხ. კარი 2, ქვეკარი «უკუჩვენებები»).
ხანდაზმულიასაკისპაციენტები
პრეპარატი იარინა® არ უნდა მიიღოთ მენოპაუზის დადგომის შემდეგ (ბოლო მენსტრუაცია სიცოცხლეში).
ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება
რეკომენდებული არ არის პრეპარატ იარინა®-ს მიღება მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დაწყებამდე. მოზარდი გოგონებისთვის მენარქეს შემდეგ დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება ზრდასრული ქალების დოზირების რეჟიმისგან.
მიღების წესი და ( ან ) მეთოდი
მიიღეთ ტაბლეტები პერორალურად შეფუთვაზე მითითებული თანმიმდევრობით, 21 დღის განმავლობაში, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საჭიროების შემთხვევაში მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი იარინა® საკვების მიღების მიუხედავად.
მომდევნო შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება იწყება 7-დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა («მოხსნის» სისხლდენა). როგორც წესი, ის იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ დასრულდეს ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყებამდე. 7-დღიანი შესვენების შემდეგ ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა ჯერ არ შეწყვეტილა. ეს ნიშნავს, რომ ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყება საჭიროა კვირის ერთსა და იმავე დღეს და რომ «მოხსნის» სისხლდენა ყოველ თვეს დაიწყება დაახლოებით კვირის ერთსა და იმავე დღეს.
როგორ უნდა დაიწყოთ პრეპარატ იარინა ® - ს მიღება
- · თუარიყენებდითჰორმონალურკონტრაცეპტივებსწინათვეში
დაიწყეთ პრეპარატ იარინა®-ს მიღება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს), ასეთ შემთხვევაში კონტრაცეფციის დამატებითი ზომები საჭირო არ არის. საჭიროა იმ ტაბლეტის მიღება, რომელიც მარკირებულია კვირის შესაბამისი დღით. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ტაბლეტების მიღება მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, მაგრამ ასეთ შემთხევაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (პრეზერვატივი) გამოყენება პირველი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის გამავლობაში.
- · სხვაკომბინირებულიპერორალურიკონტრაცეპტივებიდან, ვაგინალურირგოლიდანანტრანსდერმალურიპლასტირებიდანგადასვლისას
დაიწყეთ პრეპარატ იარინა®-ს მიღება წინა შეფუთვიდან ჰორმონების შემცველი ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაუგვიანეს მეორე დღისა ჰორმონების შემცველი ტაბლეტების მიღების ჩვეულებრივი 7-დღიანი შესვენების შემდეგ ან ბოლო ტაბლეტისა, რომელიც არ შეიცავს ჰორმონებს.
დაიწყეთ პრეპარატ იარინა®-ს მიღება ვაგინალური რგოლის ან პლასტირის მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს ახალი ვაგინალური რგოლის შეყვანის ან ახალი პლასტირის გამოყენების დღისა.
- · მხოლოდ გესტაგენის შემცველი კონტრაცეპტივებიდან («მინი-პილი», საინექციო ფორმები, იმპლანტატი) ან გესტაგენის გამომთავისუფლებელი საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან გადასვლისას
«მინი-პილი»-დან პრეპარატ იარინა®-ზე გადასვლა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს (შესვენების გარეშე), იმპლანტატიდან ან გესტაგენის შემცველი საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან – მისი მოცილების დღეს, საინექციო კონტრაცეპტივიდან – იმ დღეს, როდესაც უნდა გაკეთდეს შემდეგი ინექცია. ყველა შემთხვევაში ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივი).
- · ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ თვითნებური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ასეთ შემთხვევაში კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის.
- · მშობიარობის (ძუძუთი კვების არარსებობისას) ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ პრეპარატის მიღება თვითნებური ან სამედიცინო აბორტიდან ან მშობიარობიდან 21-28-ე დღეს, ძუძუთი კვების არარსებობის შემთხვევაში. თუ პრეპარატის მიღება მოგვიანებით დაიწყეთ, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდი ტაბლეტების მიღებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში. მაგრამ, თუ ადგილი ჰქონდა სქესობრივ კონტაქტს, პრეპარატ იარინა®-ს მიღების დაწყებამდე, ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ არ ხართ ორსულად ან დაელოდოთ შემდეგ მენსტრუაციას.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციის სრული დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როდის უნდა დაიწყოთ პრეპარატის მიღება, შეეკითხეთ თქვენს ექიმს.
თუ მიიღეთ პრეპარატი იარინა® საჭიროზე მეტი ოდენობით
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი იარინა® საჭიროზე მეტი ოდენობით, ან აღმოაჩინეთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა ტაბლეტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატ იარინა®-სდოზის გადაჭარბების სერიოზული მავნე შედეგების შესახებ ცნობილი არ არის.
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში: გულისრევა, ღებინება. მოზარდ გოგონებში შეიძლება აღინიშნოს ვაგინალური სისხლდენა მენარქეს დაწყებამდე.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იარინა®-ს მიღება
თუ პრეპარატის მიღებაში დაგვიანებამ შეადგინა 12 საათზე ნაკლები დრო , კონტრაცეფციული დაცვა არ ქვეითდება. მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგი ტაბლეტები კი ჩვეულებრივ დროს.
თუ ტაბლეტების მიღებაში დაგვიანებამ შეადგინა 12 საათზე მეტი დრო , კონტრაცეფციული დაცვა მცირდება და რაც უფრო ახლოსაა ტაბლეტების გამოტოვება ტაბლეტების მიღების 7-დღიან შესვენებასთან, მით უფრო მაღალია ორსულობის ალბათობა.
ამასთან, შესაძლებელია იხელმძღვანელოთ შემდეგი ორი მთავარი წესით:
- · პრეპარატის მიღება არასდროს არ უნდა შეწყდეს 7 დღეზე მეტი ხნით.
- · 7 დღის განმავლობაში ტაბლეტების განუწყვეტელი მიღება მოითხოვება საჭირო ეფექტურობის მისაღწევად.
შესაბამისად, თუ ტაბლეტების მიღების დაგვიანება 12 საათს აღემატება (ბოლო ტაბლეტის მიღების მომენტიდან ინტერვალი 36 საათზე მეტია), იმ კვირის მიხედვით, როდესაც მოხდა ტაბლეტების გამოტოვება, საჭიროა შემდეგი რეკომენდაციებს დაცვა:
- · პრეპარატის მიღების პირველი კვირა (1-დანმე-7 დღისჩათვლით)
ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი უნდა მიიღოთ გახსენებისთანავე, თუნდაც ეს ნიშნავდეს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას. შემდეგ მიიღეთ ტაბლეტები ჩვეულ დროს. გარდა ამისა, მომდევნო 7 დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივის). თუ სქესობრივ კონტაქტს ადგილი ჰქონდა ტაბლეტის გამოტოვებამდე 7 დღის განმავლობაში, საჭიროა ორსულობის დადგომის შესაძლებლობის გათვალისწინება.
- · პრეპარატის მიღების მეორე კვირა (მე-8-დანმე-14 დღისჩათვლით)
ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი უნდა მიიღოთ გახსენებისთანავე, თუნდაც ეს ნიშნავდეს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას. შემდეგი ტაბლეტები უნდა მიიღოთ ჩვეულ დროს. იმ პირობით, თუ ტაბლეტებს სწორად იღებდით 7 დღის განმავლობაში, რომლებიც წინ უსწრებდა პირველ გამოტოვებულ ტაბლეტს, კონტრაცეფციის რაიმე დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასევე ორი და მეტი ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივის) 7 დღის განმავლობაში.
- · პრეპარატის მიღების მესამე კვირა (მე-15-დან 24-ე დღისჩათვლით)
საიმედოობის რისკის შემცირება გარდაუვალია ტაბლეტების მიღებაში მოსალოდნელი შესვენების გამო, ამ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი ალგორითმის დაცვა.
- თუ პირველ გამოტოვებულ ტაბლეტამდე წინა 7 დღის განმავლობაში ყველა ტაბლეტი მიიღებოდა სწორად, საჭირო არ არის დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება. გამოტოვებული ტაბლეტების მიღებისას იხელმძღვანელეთ პუნქტებით 1 ან 2.
- თუ პირველ გამოტოვებულ ტაბლეტამდე წინა 7 დღის განმავლობაში ყველა ტაბლეტი არასწორად მიიღებოდა, მაშინ მომდევნო 7 დღის განმავლობაში საჭირო დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება და ამ შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელეთ 1-ლი პუნქტით გამოტოვებული ტაბლეტების მიღებისთვის.
1. გამოტოვებული ტაბლეტი თქვენ უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, როგორც კი გაგახსენდებათ (თუნდაც ეს ნიშნავდეს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას). შემდეგი ტაბლეტები მიიღება ჩვეულ დროს, სანამ არ დამთავრდება ტაბლეტები მიმდინარე შეფუთვაში. შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ 7-დღიანი შესვენების გარეშე. «მოხსნის» სისხლდენა ნაკლებსავარაუდოა, სანამ არ დამთავრდება ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნოს «ლაქოვანი» გამონადენი და/ან «გარღვევის» სისხლდენა ტაბლეტების მიღების დროს.
2. თქვენ ასევე შეიძლიათ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მიმდინარე შეფუთვიდან, შეისვენოთ 7 დღის გამავლობაში (ტაბლეტების გამოტოვების დღეების ჩათვლით ), რის შემდეგაც საჭიროა დაიწყოთ პრეპარატის მიღება ახალი შეფუთვიდან.
თუ გამოტოვეთ ტაბლეტების მიღება და ამ ტაბლეტების მიღების დროს «მოხსნის» სისხლდენა არ დაიწყება, საჭიროა გამოირიცხოს ორსულობა.
მოქმედების სქემა ტაბლეტების მიღების რეჟიმის დარღვევისას :
|
თქვენ უნდა მიიღოთ გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაიხსენებთ ამის შესახებ, თუნდაც ეს ნიშნავდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. დაუშვებელია დღეში 2- ზე მეტი ტაბლეტის მიღება .
რა უნდა გააკეთოთ, თუ გაქვთ ღებინება ან კუჭის ძლიერი აშლილობა
თუ თქვენ გაქვთ ღებინება ან კუჭის ძლიერი აშლილობა ტაბლეტების მიღების შემდეგ, პრეპარატის შეწოვა შეიძლება იყოს არასრული, ამიტომ საჭიროა კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება. თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში მოხდება ღებინება ან დიარეა, პრეპარატის მიღების კვირის მიხედვით უნდა დაიცვათ რეკომენდაციები ტაბლეტების გამოტოვებასთან დაკავშირებით (იხ. ქვეკარი «თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იარინა®-ს მიღება»). თუ არ გსურთ შეცვალოთ მიღების ჩვეულებრივი სქემა და კვირის სხვა დღეზე მენსტრუაციის დაწყების გადატანა, დამატებით უნდა მიიღოთ ტაბლეტი სხვა შეფუთვიდან. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ შეწყვეტით პრეპარატ იარინა ® - ს მიღება
თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ პრეპარატ იარინა®-ს მიღება ნებისმიერ დროს. თუ არ გეგმავთ ორსულობას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს საიმედო კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ. თუ გეგმავთ ორსულობას, უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ იარინა®-ს მიღება, დაელოდოთ ბუნებრივ მენსტრუალურ სისხლდენას და მხოლოდ ამის შემდეგ სცადოთ დაორსულება. ეს დაგეხმარებათ უფრო ზუსტად გამოთვალოთ ორსულობის ვადა და მშობიარობის დრო.
როგორ გადაავადოთ « მოხსნის » სისხლდენის დაწყება
მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დაწყების გადავადებისთვის აუცილებელია პრეპარატ იარინა®-ს ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების გაგრძელება 7-დღიანი შესვენების გარეშე. ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, სანამ საჭიროა, მათ შორის მანამდე, სანამ არ დამთავრდება ტაბლეტები შეფუთვაში. მეორე შეფუთვიდან პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს «ლაქოვანი» სისხლიანი გამონადენი საშოდან და/ან «გარღვევის» სისხლდენა საშვილოსნოდან. შემდეგი შეფუთვიდან პრეპარატ იარინა®-ს მიღების განახლება უნდა მოხდეს ჩვეულებრივი 7-დღიანი შესვენების შემდეგ.
როგორ შეცვალოთ « მოხსნის » სისხლდენის დაწყების დღე
კვირის სხვა დღეზე მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დაწყების გადადებისათვის თქვენ უნდა შეამციროთ (და არა გაზარდოთ) უახლოესი 7-დღიანი შესვენება ტაბლეტების მიღებაში დღეების სასურველი რაოდენობით. მაგალითად, თუ ციკლი ჩვეულებრივ იწყება პარასკევს, ხოლო თქვენ გსურთ რომ ის დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე), მომდევნო შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს ჩვეულებრივზე 3 დღით ადრე. რაც უფრო მოკლეა შესვენება ტაბლეტების მიღებაში, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა არ დადგება და მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დროს აღინიშნება «ლაქოვანი» გამონადენი და/ან «გარღვევის» სისხლდენა.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა პრეპარატის მსგავსად, პრეპარატ იარინა®-საც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უჩნდება.
იშვიათი, მაგრამ სერიოზული არასასურველი რეაქციებია ვენური და არტერიული თრომბოემბოლია და კიბო (იხ. აგრეთვე მე-2 კარის ქვეკარი «პრეპარატი იარინა® და თრომბოზი» და «პრეპარატი იარინა® და სიმსივნეები»). თრომბოზის ან კიბოს შესაძლო ნიშნების გაჩენის შემთხევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს . შეიძლება დაგჭირდეთ დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება!
ქვემოთ მოცემულია შესაძლო არასასურველი რეაქციები მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით:
ხშირად
(შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
- დათრგუნული გუნება-განწყობა
- თავის ტკივილი
- შაკიკი
- გულისრევა
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
- მენსტრუაციებს შორის სისხლდენა
- ტკივილი სარძევე ჯირკვალში
- სარძევე ჯირკვლების გაუხეშება
- გამონადენი საშოდან
- კანდიდოზურივულვოვაგინიტი (ინფექციურ-ანთებითი დაავადება)
არახშირად
(შეიძლებაგანუვითარდეს 100-დანარაუმეტეს 1 ადამიანს)
- ლიბიდოს მატება
- ლიბიდოს დაქვეითება
- არტერიული წნევის მატება
- არტერიული წნევის დაქვეითება
- ღებინება
- დიარეა
- აკნე
- ეგზემა
- ქავილი
- ალოპეცია (თმის ცვენა)
- სარძევე ჯირკვლების გადიდება
- ვაგინალური ინფექცია
- სითხის შეკავება
- სხეულის მასის მატება
- სხეულის მასის შემცირება
იშვიათად
(შეიძლებაგანუვითარდეს 1000-დანარაუმეტეს 1 ადამიანს)
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია
- ბრონქიალური ასთმა
- ჰიპოაკუზია (სმენის დაქვეითება)
- ვენური თრომბოემბოლია
- არტერიული თრომბოემბოლია
- კვანძოვანი ერითემა (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება მტკივნეული წითელი კვანძებით)
- მულტიფორმული ერითემა (კანის სიწითლე)
- გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ქვემოთ ჩამოთვლილია სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომელთათვის გამოვლენილია კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივების ჯგუფთან კავშირი (იხილეთ აგრეთვე მე-2 კარში ქვეკარები «უკუჩვენებები», «განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები»):
- · ვენური თრომბოემბოლიური დარღვევები
- · არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევები
- · არტერიული წნევის მატება
- · ღვიძლის სიმსივნეები
- · მდგომარეობები, რომლებიც ვითარდება ან უარესდება კომბინირებული კონტრაცეპტივების მიღებისას, მაგრამ მათ შორის კავშირი არ არის დამტკიცებული: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავის ანთებითი დაავადება), ეპილეფსია, საშვილოსნოს მიომა, პორფირია (პიგმენტური მეტაბოლიზმის მემკვიდრეობითი დარღვევა), წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება); ჰერპესი ორსულობის დროს, სიდენჰემის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება); ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლძარღვთა დაზიანება, რომელიც იწვევს სისხლის კომპონენტების დაშლას და თირკმელების ფუნქციის დარღვევას), ქოლესტაზური სიყვითლე;
- · ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე)
- · ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დართვევების, რომლის დროსას შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული კონტრაცეპტივების შეწყვეტა ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზებამდე
- · თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპება (მაგალითად, ქუთუთოების, პირის, ყელის უეცარი შეშუპება და ა.შ.). ესტროგენების მიღებას შეუძლია ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გამოწვევა ან გაუარესება.
ურთიერთქმედებები
პრეპარატ იარინა®-ს სხვა სამკურნალო პრეპარატებთან (ფერმენტების ინდუქტორებთან) ურთიერთქმედებას შეუძლია მოულოდნელი «გარღვევის» სისხლდენის და/ან კონტრაცეპტიული ეფექტის დაქვეითების გამოწვევა (იხილეთ მე-2 კარში ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი იარინა®»).
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართ ფურცელში. არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ ევრაზიული ეკონიმიკური კავშირის წევრი სახელწიფოების არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების სისტემის მეშვეობით (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემების მიღებაში.
რუსეთისფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)
მისამართი: 109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1
ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი «ინტერნეტის» საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში: https://roszdravnadzor.gov.ru
ყაზახეთისრესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის «სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი»
მისამართი: 010000, ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი «ნურსაულეტ 2»)
ტელეფონი: + 7 7172 23 51 35
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი «ინტერნეტის» საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში: http://www.ndda.kz
ბელარუსისრესპუბლიკა
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო «ჯანდაცვაში ექსპერტიზების და გამოცდების ცენტრი»
მისამართი: 220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
ტელეფონი: +375-17-242-00-29
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი «ინტერნეტის» საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში: https://www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა
სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება «აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის წამლების და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი»
მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/5
ცხელი ხაზის ტელეფონი: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი «ინტერნეტის» საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში: http://pharm.am
5. პრეპარატ იარინა ® - ს შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მოთითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში (წყალსადენში). დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატი იარინა ® შეიცავს
მოქმედინივთიერებებია დროსპირენონი და ეთინილესტრადიოლი.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 3,000 მგ დროსპირენონს, 0,030 მგ ეთინილესტრადიოლს.
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სიმინდის სახამებელი ჟელატინიზირებული, პოვიდონი К25, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა 5 cP, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171, რკინის ოქსიდი ყვითელი E 172.
პრეპარატი იარინა® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (იხ. კარი 2).
პრეპარატ იარინა ® - ს გარე სახე და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანიგარსით დაფარული ტაბლეტები:
მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ღია ყვითელი ფერის, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ექვსკუთხედი, რომლის შიგნითაც არის ასოები «DO».
21 ტაბლეტი მოთავსებულია ალუმინის ფოლგის და პოლივინილქლორიდის აპკის ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი ჩანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია
Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany
ტელეფონი: +49 214 30-1
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
ბაიერ აგ, მიულერშტრასე 178, 13353 ბერლინი, გერმანია
Bayer AG, Mullerstrasse 178, 13353 Berlin, Germany
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
რუსეთისფედერაცია
სს «ბაიერი»
107113 მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქუჩა, სახლი 18, შენობა 2, რუსეთი
ტელეფონი: +7 495 231 12 00
ყაზახეთისრესპუბლიკა
შპა «ბაიერ კაზ»
050057 ალმათი, ტიმირიაზევის ქუჩა, 42, პავილიონი 15, ოფისი 301, ყაზახეთი
ტელეფონი: +7 727 258 80 40
ბელარუსისრესპუბლიკა
220089 ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი 57, ოთახი 54, ბელარუსი
ტელეფონი: +375 17 239 54 20
სომხეთის რესპუბლიკა
შპს «ემ ჯი ეფ გრუპ», ბაიერ აგ-ს აგენტი
0002 ქ. ერევანი, თუმანიანის ქუჩა 23, ოფისი 10, სომხეთი
ტელეფონი: +374 11 20 15 50
ჩანართი ფურცელი გადამოწმებულია
ინფორმაციის სხვა წყაროები
დაწვრილებითი ცნობები ამ პრეპარატის შესახებ მოცემულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებ-გვერდზე https://eec.eaeunion.org. ჩანართი ფურცელი ხელმისაწვდომია კავშირის ყველა ენაზე კავშირის ვებსაიტზე.










