ცაინფ-ომეგა 3ესენცL1000მგ#140კ
გააზიარე:
ცაინფარმა - ომეგა-3 Essence L 1000 მგ, #140 რბილი კაფსულა
საკვები დანამატი
1 კაფსულა 1000 მგ თევზის ქონი შეიცავს პოლიუჯერ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს: ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) 180 მგ , დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) 120 მგ.
ცხოვრების ყველა ეტაპზე ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს აქვს მრავალმხრივი დადებითი მოქმედება ჯანმრთელობაზე.
ომეგა-3 ცხიმოვანიმჟავებისსასარგებლოეფექტები1: ომეგა-3 აუმჯობესებს გულის დაავადებების რისკფაქტორებს (ტრიგლიცერიდემია, სისხლის წნევა, HDL ქოლესტერინი, ათეროსკლეროზული ფოლაქი, სისხლის შედედება, ანთება), აუმჯობესებს მენტალური დაავადებების (დეპრესია, შფოთვა) სიმპტომებს, აქვს მნიშვნელოვანი სარგებელი კანისა და თმის ჯანმრთელობის აღდგენასა და შენარჩუნებაში. უზრუნველყოფს ძვლებისა და სახსრების ნორმალურ ფუნქციონირებას, ახდენს ზოგიერთი სახეობის კიბოს პრევენციას, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების დროს ამცირებს ღვიძლის ცხიმს. გამოიყენება მეტაბოლური სინდრომის საწინააღმდეგოდ, ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს, აუმჯობესებს ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ჯანმრთელობაში, აქვს აუტოიმუნური დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს ADHD-ის სიმპტომებს.
კომპონენტები: თევზის ქონი, ჟელატინი (კაფსულა), დამატენიანებელი ნივთიერება გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.
გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის პირობები: შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას.
გამოყენების წესი: რეკომენდებულია 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში საკვებთან და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვა არ შეიძლება. სასარგებლო ეფექტი მიიღწევა დღეში მინიმუმ 250 მგ EPA/DHA-ს მიღებით.
ვარგისობის ვადა: იხილეთ შეფუთვის ძირზე. წონა: 178 გ.
არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს, კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
მწარმოებელი: ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: ავერსი-ფარმა










