აბუსალათინის ზეთი 30მლ ფლ

აბუსალათინის ზეთი 30მლ ფლ

5.50 ლარი
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: რიგას ფარმაცეუტიკს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აბუსალათინის ზეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 147350
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

აბუსალათინის ხსნარი შიგნით მისაღებად

აბუსალათინის ზეთი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
• თუ პრეპარატის მიღებიდან 6 საათში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ინსტრუქციაში მოცემულია:

  1. რას წარმოადგენს აბუსალათინის ზეთი და რისთვის გამოიყენება იგი
  2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა აბუსალათინის ზეთის გამოყენებამდე
  3. აბუსალათინის ზეთის გამოყენების წესი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. აბუსალათინის ზეთის შენახვის წესი
  6. გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია
  7. რას წარმოადგენს აბუსალათინის ზეთი და რისთვის გამოიყენება იგი

აბუსალათინის ზეთი მცენარეული პრეპარატია, რომელიც მიიღება აბუსალათინის თესლისგან. პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს რიცინოლის მჟავას ტრიგლიცერიდს, რომელიც უპირატესად წვრილ ნაწლავზე მოქმედებს. მიღებიდან 2-6 საათში, აბუსალათინის ზეთი იწვევს ნაწლავის მოქმედებას ნახევრად თხიერი მასებით, ერთხელ ან მეტჯერ.
აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ფუნქციური ყაბზობის დროს.
აბუსალათინის ზეთი ეფექტურია კუჭის დაცლისთვის რადიოლოგიური კვლევების, ქირურგიული ოპერაციების და მშობიარობის წინ.

  1. რა უნდა იცოდეს პაციენტმა აბუსალათინის ზეთის გამოყენებამდე

აბუსალათინის ზეთი არ გამოიყენება:
− თუ პაციენტი ალერგიულია აბუსალათინის ზეთის მიმართ;
− თუ პაციენტს აქვს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი (მათ შორის ძლიერი), ნაწლავთა გაუვალობა;
− თუ პაციენტს აქვს ნაღველკენჭოვანი დაავადება ან სანაღვლე გზების ოკლუზია (დახშობა);
− თუ პაციენტს აქვს ქრონიკული ყაბზობა;
− თუ პაციენტს აქვს სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან;
− თუ პაციენტს აქვს სისხლდენა საშვილოსნოდან;
− თუ პაციენტი არის ორსულად, რადგან შესაძლოა განვითარდეს ნაადრევი მშობიარობა;
− თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს, რადგან ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს ფაღარათი;
− 1 წლამდე ასაკის ბავშვებში;
− თუ პაციენტი ღებულობს მამრობითი გვიმრის ექსტრაქტს ჰელმინთების საწინააღმდეგოდ;
− ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში; აბუსალათინის ზეთი არ მიიღება ცხიმში ხსნად ვიტამინებთან ერთად (A, D, E, K), რადგან ქვეითდება მათი შეწოვა.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

აბუსალათინის ზეთის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი არ მიიღება ხანგრძლივი ვადით, რათა არ მოხდეს დამოკიდებულების განვითარება. აბუსალათინის ზეთი გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით, ფუნქციური ყაბზობის სამკურნალოდ.

მენსტრუაციის პერიოდში აბუსალათინის ზეთი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.

თუ პრეპარატის მიღებიდან 6 საათში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

მცირე ასაკის ბავშვები მეტად არიან მიდრეკილნი ნაწლავების გაღიზიანებისადმი და შესაბამისად გაუწყლოვნებისადმი, ამრიგად, აბუსალათინის ზეთის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ბავშვებში აბუსალათინის ზეთის მრავალჯერადი გამოყენება დაუშვებელია ექიმის კონსულტაციის გარეშე.

1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება შედარებით მცირე დოზა და საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში აბუსალათინის ზეთი არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც.

აბუსალათინის ზეთის გამოყენება უკუნაჩვენებია მამრობითი გვიმრის ექსტრაქტთან (ანტიჰელმინთური საშუალება) ერთად. აბუსალათინის ზეთი ამცირებს ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას, განსაკუთრებით A და D ვიტამინების. ფაღარათის დროს ქვეითდება ყველა პრეპარატის შეწოვის უნარი, ამრიგად, დანიშნული პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს აბუსალათინის ზეთის მიღებამდე ან მიღების შემდეგ, 2-6 საათიანი ინტერვალით.

ურთიერთქმედება საკვებთან

როგორც ყველა ცხიმოვანი ნივთიერება, აბუსალათინის ზეთი აყოვნებს კუჭის შიგთავსის გადასვლას წვრილ ნაწლავში, ამრიგად მისი მიღება რეკომენდებულია უზმოდ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

აბუსალათინის ზეთი არ მიიღება ორსულობის პერიოდში, რადგან შესაძლოა განვითარდეს ნაადრევი მშობიარობა. აბუსალათინის ზეთი არ მიიღება თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს, რადგან ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს ფაღარათი.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

აბუსალათინის ზეთი გავლენას არ ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მისი ეფექტი ხანგრძლივდება 2-დან 6 საათამდე. ამრიგად, აბუსალათინის ზეთის მიღება არ არის რეკომენდებული თუ პაციენტი აპირებს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვას.

  1. აბუსალათინის ზეთის გამოყენების წესი

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილებსა და ხანშიშესულ ასაკის პაციენტებში რეკომენდებული დოზაა 1–2 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. პრეპარატის მიღება უმჯობესია უზმოდ, დღის პირველ ნახევარში, რათა არ დაირღვეს ძილის პროცესი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 დესერტის კოვზი აბუსალათინის ზეთი.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი.

აბუსალათინის ზეთი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

შესაძლოა განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, აბუსალათინის ზეთსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ხშირი: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი სპაზმური ხასიათის, ფაღარათი, მოუნელებლობა.
იშვიათი: წყლისა და ელექტროლიტების დისბალანსი.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი განსაკუთრებით ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ გვერდითი მოვლენა არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

  1. აბუსალათინის ზეთის შენახვის წესი

ინახება თავისივე კოლოფში.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების “Valid until” შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

  1. გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

აბუსალათინის ზეთის შემადგენლობა

პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს აბუსალათინის ზეთს. თითოეული ბოთლი შეიცავს 30 მლ აბუსალათინის ზეთს.
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.

გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო, ბლანტი, დატენიანების ძლიერი უნარის მქონე სითხე. აბუსალათინის ზეთი მოთავსებულია 30 მლ მუქი შუშის ბოთლებში, გაყალბებისგან დამცავი სახურავით. ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

AS “Rigas Farmacetiska Fabrika”
Ozulu Street 10, Riga, LV-1005, Latvia
Tel: 6735550, 67355551
Fax: 67355551
E-mail: [email protected]

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 11/2017