უროველი #10ტ შუშხ

უროველი #10ტ შუშხ

33.71 ლარი 28.65 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ველტ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დ-მანოზა+შტოშის ექსტ+ვიტ.ცე+თუთია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 147198
გააზიარე:

უროველი

UROWELL

საკვები დანამატი

შემადგენლობა

უროველის ერთი შუშხუნა ტაბლეტია (4,1 გ) შემცველობაა

აქტიური ნივთიერებები: D-მანოზა – 400 მგ, შტოშის ექსტრაქტი  – 500 მგ, C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) – 135 მგ, თუთია – 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ტყის კენკრის ნატურალური არომატიზატორი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სუკრალოზა, რიბოფლავინები, ჭარხლის კონცენტრატი

 

მოქმედების მექანიზმი

უროველი წარმოადგენს D-მანოზას, შტოშის ექსტრაქტის (Vaccinium macrocarpon), C ვიტამინის და თუთიის კომბინაციას.

 

D-მანოზა – ბუნებრივი მონოსაქარიდი (ნახშირწყალი) განიხილება, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი და წარმატებით გამოიყენება უროგენიტალური ტრაქტის ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის, განსაკუთრებით მორეციდივე ინფექციების შემთხვევაში. D-მანოზა შეიცავს პროტეინის ჯაჭვებს, რომლებიც უკავშირდება და ბოჭავს უროპათოგენურ ბაქტერიებს, უზრუნველყოფს მათ ელიმინაციას. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ აღნიშნული ნივთიერება ამცირებს ისეთი პათოგენური მიკრობების ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე, როგორიცაა Esherichia coli, Pseudomona aeruginosa, Streptococcus zooepidermicus და უზრუნველყოფს აღნიშნული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების ელიმინაციას. D-მანოზა ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციების (მაგ. ცისტიტი) რეციდივების პრევენციას. მიღებისას D-მანოზას 90% შეიწოვება ნაწლავებში და გამოიყოფა თირკმელებით.

შტოშის ექსტრაქტი (Vaccinium macrocarpon) – შეიცავს ბიოფლავანოიდებს, C და B ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს: ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, კობალტს, სპილენძს. შტოშის ექსტრაქტი ასევე შეიცავს პროანთოციანიდებს. ის ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიის უნარს უროეპითელურ უჯრედებზე. შტოშის ექსტრაქტს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, ის ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში, მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე. შტოშის ექსტრაქტი აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს. შტოშის შემადგენლობაში არსებულ პროანთოციანიდს, ოლიგომერებს, ფლავანოიდებს აქვთ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედება.

თუთია Znთუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, შესაბამისად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ, იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაზიანებისგან. ორგანიზმში თუთია არეგულირებს სტეროიდული სასქესო ჰორმონების დონეს, მამაკაცებში მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავების პროცესში და ასევე ზრდის სპერიატოზოიდების მოძრაობის უნარს. თუთია უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის ნორმალურ სტრუქტურირებას, მონაწილეობს ჯანსაღი კანის, თმის და ფრჩხილის ფორმირებაში, აუცილებელია თვალის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი თავისთავად ვერ გამოიმუშავებს და  მისი  მიღება აუცილებელია საკვებით ან ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის სახით. C ვიტამინს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდაციური თვისებები. იგი ახდენს თავისუფალი რადიკალების (ოქსიდანტების) შებოჭვას, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ასევე რკინის მეტაბოლიზმში. C ვიტამინს ასევე გააჩნია გამოხატული იმუნომოდულაციური ეფექტი. იგი ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას და ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსების გამრავლებას. C ვიტამინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზზე და ამით ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცების და რეგენერაციის პროცესებს. C ვიტამინი აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას.

 

ჩვენებები

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციები: ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი (თანდართული ვულვოვაგინიტით ქალებში) –ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში;
  • საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში, ბაქტერიურია – ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში;
  • საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები, რეციდივის პრევენციის მიზნით;
  • უროლითიაზი (პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა), დარტყმითტალღოვანი ლითოტრიფსიის შემდგომი პერიოდი.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა უროველში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

სიფრთხილის ზომები

უროველი არ გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივად.

 

მიღების წესი და დოზირება

1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში და მომზადებულია სითხის მიღება უნდა მოხდეს გახსნისთანავე.

  • საშარდე გზების მწვავე ინფექცია: მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ზემოთ მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში.
  • საშარდე გზების მორეციდივე ინფექცია: მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ზემოთ მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ, თვეში 10 დღე, 3 თვის მანძილზე.

 

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, 0-250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას

 

გამოშვების ფორმა

შუშხუნა ტაბლეტი №10 (ტყის კენკრის ნატურალური არომატიზატორით).

 

მწარმოებელი

Idee PharmaWelt GmbH,

WESTHAFENSTR.1, D-13353,

ბერლინი, გერმანია.