
ოქსიჩეკი (ნუტრაგროუ)#30კაფს
გააზიარე:
ნუტრა გროუ ოქსიჩეკი
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
Oxalobacter formaigenese 700 მლნ კმე*
Lactobacillus acidophilus 400 მლნ კმე
Lactobacillus rhamnosus 300 მლნ კმე
Bifidobacterium lactis 300 მლნ კმე
ფრუქტოოლიგოსაქარიდები 100 მგ
*კმე – კოლონიის მაფორმირებელი ერთეული
პროდუქტის აღწერა
ნუტრა გროუ ოქსიჩეკის კაფსულა შეიცავს პრობიოტიკების კომბინაციას, რომელიც გამოიყენება თირკმლის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. პრობიოტიკები ცოცხალი ბაქტერიები და საფუარა სოკოებია, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავური ფლორის წონასწორობის შენარჩუნებას. ლაქტობაცილების შემცველი პრობიოტიკები მნიშვნელოვნად ამცირებს ოქსალატებს შარდში. თირკმლის კენჭები კალციუმის, ფოსფატების და სხვა მინერალების/მჟავა მარილებისგან შემდგარი პატარა, მყარი კონკრემენტია, რომელიც წარმოიქმნება კონცენტრირებული შარდიდან.
ნუტრა გროუ ოქსიჩეკის კაფსულა შეიცავს პრობიოტიკების კომბინაციას: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium Lactis, Oxalobacter formigenes და Lactobacillus rhamnosus. აღნიშნულ პრობიოტიკების კომბინაციას აქვს ოქსალატის დაშლის თვისება, რომელიც ხელს უწყობს ოქსალატის კრისტალების დაშლას თირკმელში ან/და საშარდე გზებში, რითაც ახდენს საშარდე გზების მკურნალობას ან პრევენციას.
ჩვენება
ნუტრა გროუ ოქსიჩეკის კაფსულა რეკომენდებულია კრისტალური მარილების შესამცირებლად და კონკრემენტის დასაშლელად, რომლებისგანაც წარმოიქმნება თირკმლის ქვები. ნუტრა გროუ ოქსიჩეკის კაფსულა შეიცავს პრობიოტიკების კომბინაციას. ოქსალატის კრისტალები თირკმლის ქვების განვითარების ხშირი მიზეზია. ეს პრობიოტიკები შლიან ოქსალატის კრისტალებს, რომლებიც წარმოიქმნება თირკმელებში. Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium Lactis მოქმედების მექანიზმი გამოიხატება შარდში ოქსალატის ექსკრეციის შემცირებით (ჰიპეროქსალურია). Oxalobacter formigenes -ს და Lactobacillus rhamnosus ააქტიურებს ოქსალ-დეკარბოქსილაზას ფერმენტს , რითაც ამცირებს ნაწლავში ოქსალატის რაოდენობას . ამრიგად, Nut raGrow Oxycheck-ის კაფსულები ამცირებს შარდში ოქსალატის გამოყოფას, რაც წარმოადგენს თირკმლის კენჭების წარმოქმნის დიდ რისკ-ფაქტორს.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გაფრთხილება
სიფრთხილით გამოიყენება ნაწლავის გაუვალობის , ვაგინალური ან საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს. სიფრთხილით ინიშნება ფენილკეტონურიის ან დიაბეტის დროს.
შეატყობინეთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ანტიბიოტიკებს, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ან სტეროიდებს, ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას, ან ხართ ორსული.
ურთიერთქმედება
ნუტრა გროუ ოქსიჩეკის ურთიერთქმედებს ანტიბიოტიკებთან, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (კეტოკონაზოლი, გრიზეოფულვინი, კლოტრიმაზოლი) და სტეროიდებთან (დექსამეტაზონი , პრედნიზოლონი, კორტიზონი). მიმართეთ თქვენს ექიმს თუ ხართ აივ ინფიცირებული, ან გაწუხებთ საშარდე გზების და ვაგინალური ინფექციები.
გამოყენების წესი
მიიღეთ 1-2 კაფსულა დღეში ჭიქა წყალთან ან წვენთან ერთად.
გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შენახვის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
შენახვის ინსტრუქცია
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება გრილ და მშრალ ადგილას 25°C მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: №30 კაფსულა.
მწარმოებელი
Lumenar Lifecare LLP
წარმოებულია
Syren Healthcare-თვის, ინდოეთი.