ფემინა (ნუტრაგროუ)#30კაფს

ფემინა (ნუტრაგროუ)#30კაფს

39.98 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: სირენ ჰელსქეა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 147063
გააზიარე:

ნუტრაგროუ ფემინა

NutraGrow Femina

ფარმაკოლოგიული თვისება

ვაგინალური ფლორის მარეგულირებელი საშუალება

ფემინა არის მრავალშტამიანი პრობიოტიკური ფორმულა, რომელიც სპეციალურად შექმნილია ქალთა ჯანმრთელობის გათვალისწინებით, ვაგინოზისა და მისი რეციდივის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ეს არის ბუნებრივი პროდუქტი ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე.

ფემინას შემადგენლობაში პრობიოტიკური შტამების ასოციაციას შეუძლია განახორციელოს ფართო სპექტრის დამცავი ბარიერი, რომელიც აღადგენს ჯანსაღ ვაგინალურ მიკროფლორას.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები აძლიერებს მიკროორგანიზმების პოტენციალს და ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობიოტის დაბალანსებას.

პერორალური მიღებისას ფემინა აღადგენს ვაგინალურ ბაქტერიულ ფლორას, არეგულირებს pH-ის ოპტიმალურ დონეს, იცავს ორგანიზმს განმეორებითი ვაგინალური ინფექციებისგან და გინეკოლოგიური გართულებისგან.

 

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს:

Laqtobacillus acidophilus     -  2 მლრდ კმე*

Laqtobacillus rhamnosus      - 2 მლრდ კმე

Laqtobacillus reuteri             -  2 მლრდ კმე

Laqtobacillus plantarum        - 1 მლრდ კმე

Laqtobacillus casei                 - 1 მლრდ კმე

Laqtobacillus fermentum      - 1 მლრდ კმე

Laqtobacillus crispatus          - 1 მლრდ კმე

Bifidobacterium bifidum      - 1 მლრდ კმე

ჯამურად                             - 11 მლრდ კმე

ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS) – 100 მგ

 

*კმე – კოლონიის მაფორმირებელი ერთეული

 

 

ჩვენება

–         ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზი) მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში;

–         ეფექტურია ვაგინალური და საშარდე გზების ინფექციების დროს;

–         მნიშვნელოვნად ამცირებს ვაგინოზთან ასოცირებულ სიმტომებს, როგორიცაა გამონადენის მომატება, სუნი და ქავილი;

–         დამხმარე თერაპია სოკოს საწინააღმდეგოდ;

–         ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა (ნაწლავის დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული.

 

 უკუჩვენება

 ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.

 

მიღების წესი და დოზირება

1 ან 2 კაფსულა დღეში ერთჯერ, ჭიქა წყალთან ან წვენთან ერთად. სასურველია ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ დოზირება გაურკვეველია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს  30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

 

შეფუთვა

№30 კაფსულა

 

მწარმოებელი

Syren Healthcare, India

Manufacture by Lumenar Lifecare LLP.