როვეზიქსი 20მგ/10მგ #30კაფს

როვეზიქსი 20მგ/10მგ #30კაფს

61.99 ლარი 52.69 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: პორტუგალია
მწარმოებელი: ატლანტიკ ფარმაპროდუკოეს ფარმ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: როზუვასტატინი+ეზეტიმიბი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 146981
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

როვეზიქსი, 5 მგ + 10 მგ, კაფსულები
როვეზიქსი, 10 მგ + 10 მგ, კაფსულები
როვეზიქსი, 20 მგ + 10 მგ, კაფსულები
როზუვასტატინი + ეზეტიმიბი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლებელია, წარმოიშვას მისი ხელახლა გაცნობის აუცილებლობა.
• ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
• ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისთვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლებელია საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

  1. რას წარმოადგენს როვეზიქსი და მისი გამოყენება;
  2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა როვეზიქსის მიღებამდე;
  3. როვეზიქსის მიღების წესი;
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
  5. როვეზიქსის შენახვის წესი;
  6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
  7. რას წარმოადგენს როვეზიქსი და მისი გამოყენება

როვეზიქსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. ერთ-ერთი აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. სტატინებს, ხოლო მეორე აქტიური ნივთიერებაა ეზეტიმიბი.

როვეზიქსი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (LDL ქოლესტერინი) და ცხიმოვანი ნივთიერებების, ე.წ. ტრიგლიცერიდების, დონის დასაქვეითებლად სისხლში. ის ასევე ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (HDL ქოლესტერინი) დონეს სისხლში. ეს მედიკამენტი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს ორი გზით: ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რომელიც შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე – ქოლესტერინის დონეს, რომელსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი.

ადამიანების უმეტესობა ვერ გრძნობს მაღალი ქოლესტერინის დონეს, რადგან ის არ იწვევს რაიმე სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა, ცხიმოვანი დეპოზიტები შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებზე და გამოიწვიოს მათი შევიწროება.

ხანდახან შეიძლება მოხდეს შევიწროებული სისხლძარღვის დახშობა, რაც იწვევს გულის ან ტვინის სისხლმომარაგების შეწყვეტას და შედეგად - მიოკარდიუმის ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაქვეითებით მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკი.

როვეზიქსი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონე ვერ კონტროლდება მხოლოდ ქოლესტერინის დამწევი დიეტით. ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დამწევი დიეტის დაცვა. მკურნალმა ექიმმა როვეზიქსი შეიძლება დანიშნოს, თუ პაციენტი უკვე იღებს როზუვასტატინს და ეზეტიმიბს იმავე დოზებით.

როვეზიქსი გამოიყენება, თუ პაციენტს აღენიშნება:
• ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია);
• გულის დაავადებები — ამცირებს ინფარქტის, ინსულტის და ქირურგიული ჩარევის საჭიროების რისკს.

როვეზიქსი არ უწყობს ხელს გახდომას.

  1. რა უნდა იცოდეს პაციენტმა როვეზიქსის მიღებამდე

დაუშვებელია როვეზიქსის მიღება:
• თუ პაციენტი ალერგიულია როზუვასტატინის, ეზეტიმიბის ან სხვა ინგრედიენტების მიმართ;
• თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება;
• თუ პაციენტს აქვს თირკმლის მძიმე დაავადება;
• თუ აღენიშნება კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები;
• თუ იღებს ციკლოსპორინს;
• ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
როვეზიქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ:
• გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები;
• გაქვთ კუნთების ტკივილი ან სისუსტე;
• იღებთ სხვა მედიკამენტებს (განსაკუთრებით ანტივირუსულს, ფიბრატებს და სხვას);
• რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს;
• ხართ 70 წელზე მეტი ასაკის;
• გაქვთ ჰიპოთირეოზი ან დიაბეტის რისკი.

ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკში.

ორსულობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვა
ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.

  1. როვეზიქსის მიღების წესი

მიიღეთ ყოველთვის ექიმის დანიშნულებით.

რეკომენდებული დოზა:
• დღეში ერთხელ ერთი კაფსულა

მიღება:
• დღის ნებისმიერ დროს
• საკვებისგან დამოუკიდებლად
• გადაყლაპეთ მთლიანად წყლით

დოზის გამოტოვება:
• მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს
• არ მიიღოთ ორმაგი დოზა

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სერიოზული რეაქციები (დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს):
• სახის ან ყელის შეშუპება
• ძლიერი გამონაყარი
• სუნთქვის გაძნელება
• კუნთების ძლიერი ტკივილი

ხშირი გვერდითი მოვლენები:
• თავის ტკივილი
• გულისრევა
• ყაბზობა
• კუნთების ტკივილი
• სისუსტე
• თავბრუსხვევა

იშვიათი:
• პანკრეასის ანთება
• თრომბოციტების შემცირება

ძალიან იშვიათი:
• სიყვითლე
• მეხსიერების დაკარგვა

  1. შენახვის წესი

• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
• არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს

  1. შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:
• როზუვასტატინი
• ეზეტიმიბი

დოზები:
• 5 მგ + 10 მგ
• 10 მგ + 10 მგ
• 20 მგ + 10 მგ

გამოშვების ფორმა: კაფსულები

მწარმოებელი:
Tecnimede – Portugal
Atlantic Pharma – Portugal

ინსტრუქციის ბოლო განახლება: მარტი, 2023

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II — გაიცემა რეცეპტით (ფორმა №3)