კაპიტანქიდი აირონქიდი150მლ სიროფი
გააზიარე:
კაპიტანქიდი აირონქიდი სიროფი 150 მლ
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება
კაპიტანქიდი აირონქიდი (სიროფი 150 მლ)
CaptainKidd® IronKidd (Syrup 150 ml)
შემადგენლობა
დეიონიზებული წყალი, შაქარი, ბროწეულის წვენის კონცენტრატი, მჟავიანობის რეგულატორები (ლიმონმჟავა, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი), არომატი (ბროწეული), L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), რკინის სულფატი (Fe), გასქელება (ქსანთანის რეზინა), რეტინოლ პალმიტატი (ვიტამინი A), სპილენძის გლუკონატი (Cu), თუთიის სულფატი (Zn), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), რიბოფლავინი 5-ფოსფატ ნატრიუმი (ვიტამინი B2), ფოლიუმის მჟავა, ციანოკობალამინი ( ვიტამინი B12).
არ შეიცავს საღებავებს და დამატკბობლებს. არ შეიცავს ფენილალანინის წყაროს.
საკვები ღირებულება: მოხმარების საშუალო დოზირება 5 მლ
|
დასახელება |
რაოდენობა 5 მლ-ში |
NRV % |
|
რკინა |
9 მგ |
64% |
|
ვიტამინი B12 |
1 მკგ |
40% |
|
ვიტამინი B6 |
0.9 მგ |
64% |
|
ფოლატი |
80 მკგ (136 მკგ DFE) |
40% |
|
თუთია |
4 მგ |
40% |
|
ვიტამინი C |
40 მგ |
50% |
|
სპილენძი |
400 მკგ |
40% |
|
ვიტამინი B2 |
0.6 მგ |
43% |
|
ვიტამინი A |
300 მკგ RE (1000 ს/ე) |
38% |
DFE: დიეტური ფოლიუმის ეკვივალენტი.
NRV = საკვები ნივთიერების ეტალონური მნიშვნელობა,
μg = მიკროგრამი, მგ = მილიგრამი.
RE: რეტინოლის ეკვივალენტი.
აღწერილობა
● რკინა აუცილებელი მიკროელემენტია ყველა ორგანიზმისთვის.
● რკინის დეფიციტი ძალიან გავრცელებული დარღვევაა. ის არა მხოლოდ აფერხებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, არამედ უარყოფით გავლენას ახდენს IQ-ზე.
● რკინის დეფიციტმა შეიძლება შეანელოს ბავშვების ზრდა-განვითარება, გამოიწვიოს მადის დაქვეითება, დაღლილობა და ხშირი ინფექციები.
● რკინის დანამატები ამჟამად ყველაზე გავრცელებული საშუალებაა რკინის დეფიციტის დასამარცხებლად.
● რკინის მარილები, რომლებიც გამოიყენება დანამატებში, რკინის დეფიციტის აღმოფხვრას ყოველთვის ვერ უწყობს ხელს, რადგან რკინა ხასიათდება დაბალი ბიოშეღწევადობით. ამის გათვალისწინებით მოცემულ პროდუქტში რკინის დანამატები გამდიდრებულია სხვადასხვა მიკროელემენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ რკინის შეწოვას, ასევე ახდენენ დეფიციტური მიკროელემენტების ჩანაცვლებას, შედეგად ხელს უწყობენ სისხლის უჯრედების ფორმირებასა და სისხლის ჯანმრთელობის აღდგენას.
√ რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალურ ფორმირებას.
√ ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ წარმოქმნას.
√ ვიტამინები B12 და B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა
მიიღება პერორალურად.
ბავშვები (1-10 წელი) - 5 მლ დღეში.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
სპეციალური მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საზომი ჭიქა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ საზომი ჭიქა.
შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
გახსნილი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის ფორმა
150 მლ სითხე მინის ბოთლში საზომი ჭიქით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია
შპს „ვივატინელი“,
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.
მისამართი
Unit 138, Bradley Hall Trading Estate, Bradley Lane, Standish, Wigan, WN6 0XQ,
United Kingdom.
შპს „ვივატინელი“-ს ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება დიდი ბრიტანეთის და ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.










