
კაპიტანქიდი კოლიკქიდი 20მლ წვ
გააზიარე:
კაპიტანქიდი კოლიკქიდი წვეთები 20 მლ
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება
კაპიტანქიდი კოლიკქიდი (წვეთები 20 მლ)
CaptainKidd® CoolicKidd (Drops 20 ml)
შემადგენლობა
კამის (Foeniculum vulgare) თესლის ზეთი, ანისულის (Pimpinella anisum) თესლის ზეთი, ზეითუნის (Olea europaea ) ზეთი, კვლიავის (Carum carvi) თესლის ზეთი, გვირილის (Matricaria chamomilla) ყვავილის ზეთი.
არ შეიცავს ბიკარბონატს, ალკოჰოლს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს, პარაბენებს, საღებავებს ან სილიკონებს. არ შეიცავს ფენილალანინის წყაროს.
საკვები ღირებულება: მოხმარების დოზირება 2 წვეთი
დასახელება |
რაოდენობა2 წვეთში |
NRV % |
კამის (Foeniculum vulgare) თესლის ზეთი |
48 მგ |
* |
ანისულის (Pimpinella anisum) თესლის ზეთი |
24 მგ |
* |
კვლიავის (Carum carvi) თესლის ზეთი |
5 მგ |
* |
გვირილის (Matricaria chamomilla) ყვავილის ზეთი |
0.1 მგ |
* |
* კვებითი ღირებულება არ არის დადგენილი,
NRV = საკვები ნივთიერების ეტალონური მნიშვნელობა,
მგ = მილიგრამი.
აღწერილობა
● კაპიტანქიდი კოლიკქიდი არის სპეციალურად შემუშავებული წვეთები, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებში კოლიკასთან დაკავშირებული მეტეორიზმის, სპაზმური ტკივილისა და ტირილის შეტევების შემცირებას.
● კაპიტანქიდი კოლიკქიდის წვეთები შემუშავებულია კოლიკის დროს ბავშვებისთვის შვების მისაცემად ბუნებრივი ზეთების საშუალებით, როგორიცაა: კამის (Foeniculum vulgare) თესლის ზეთი, ანისულის (Pimpinella anisum) თესლის ზეთი, კვლიავის (Cavum carvi) თესლის ზეთი და გვირილის (Chamomilla recutita) ყვავილის ზეთი.
● კაპიტანქიდი კოლიკქიდი არის კომბინაცია, რომელიც შედგება კამის, კვლიავის, ზეითუნის და გვირილის ყვავილის ზეთისგან. დამატებით, გერმანულ მონოგრაფიის საფუძველზე, კაპიტანქიდი კოლიკქიდის ფორმულაგაძლიერებულია ანისულის ზეთით, რომელსაც აქვს სპაზმოლიზური მოქმედება ბავშვის კოლიკების შესამსუბუქებლად.
● კაპიტანქიდი კოლიკქიდის წვეთები შედგება ბუნებრივი ზეთებისგან და არ შეიცავს ბიკარბონატს, დამატკბობელს, სილიკონს.
● კაპიტანქიდი კოლიკქიდის წვეთები გამოიყენება დისპეფსიური დისკომფორტის დროს, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის მიდამოში მსუბუქი სპაზმების, მეტეორიზმისა და სისავსის შეგრძნების დროს.
● კაპიტანქიდი კოლიკქიდის წვეთებს აქვს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ტუმბოს საწვეთური, რომელიც უპრობლემო, მარტივი გამოსაყენებელი და ეფექტური საწვეთურია, რადგან ერთი დაჭერით იძლევა ერთ წვეთს.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა
მიიღება პერორალურად.
0+ წლიდან (გამოყენება შესაძლებელია დაბადებისთანავე).
ჩვილები (0-4 თვე) - 2 წვეთი (4-ჯერ დღეში).
ჩვილები (5-12 თვე) - 4 წვეთი (4-6-ჯერ დღეში).
ბავშვები (1-3 წელი) - 4-დან 8 წვეთამდე (4-6-ჯერ დღეში).
დააჭირეთ თითი წვეთოვან ტუმბოს, ყოველი პრესი მოგცემთ ერთ წვეთს. შესაძლებელია ასევე, რომ მიაწოდოთ ბავშვს კოვზის დახმარებით.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
სპეციალური მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.
გახსნილი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის ფორმა
20 მლ წვეთი მინის ბოთლში ტუმბოს საწვეთურით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია
შპს „ვივატინელი“,
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.
მისამართი
Unit 138, Bradley Hall Trading Estate, Bradley Lane, Standish, Wigan, WN6 0XQ,
United Kingdom.
შპს „ვივატინელი“-ს ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება დიდი ბრიტანეთის და ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.