ცაინფ-ბიოტინი+Zn,Se#180კ

ცაინფ-ბიოტინი+Zn,Se#180კ

106.20 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ცაინფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბიოტინი, თუთია, სელენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146631
გააზიარე:

ცაინფარმა - ბიოტინი + Zn,Se #180 კაფსულა;  საკვები დანამატი

ბიოტინის მაღალი დოზა სელენთან და თუთიასთან ერთად ვეგანურ კაფსულაში თმის, კანისა და ფრჩხილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

1 კაფსულა შეესაბამება 10 მგ ბიოტინს (ვიტამინი B7), 10 მგ თუთიას, 60 მკგ სელენს.

ბიოტინი + Zn,Se  სასარგებლო ეფექტები1,2,3:

ბიოტინი აუცილებელია კერატინის წარმოქმნისთვის, რომელიც წარმოადგენს თმის, ფრჩხილებისა და კანისთვის მნიშვნელოვან პროტეინს.

თუთიას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია თმის ზრდასა და აღდგენაში.

სელენი შედის მრავალი სელენოპროტეინის შემადგენლობაში, რომლებიც უზრუნველყოფს თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობას.

შემადგენლობა: თუთიის გლიცინატი, სელენი. ბიოტინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულა), შემავსებელი ნივთიერება მიკროკრისტალური ცელულოზა.

მიღების წესი: რეკომენდებულია 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვა არ შეიძლება. ინიშნება 12 წლიდან. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. არ მიიღოთ თუთიის შემცველი სხვა პროდუქტები. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.

არ შეიცავს

 მაგნიუმის სტეარატს

 ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.

შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე

მწარმოებელი: ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.