ვიტერია ქალების.ორ/ფხვ#30პაკ
გააზიარე:
ვიტერია ქალებისთვის
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
გამოყენების ინსტრუქცია
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში.
შემადგენლობა
თითოეული პაკეტი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება
მიო-ინოზიტოლი 2000მგ
L-არგინინი ჰიდროქლორიდი 500მგ
ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) 200მგ
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი,95%პროანტოციანიდები(Vitis Vinifer) 100მგ
კოენზიმ Q10 100მგ
ჟენშენის ექსტრაქტი,10% გინსენოზიდები (Panax ginseng) 50მგ
დამიანას ფოთლების ექსტრაქტი (Turnera diffusa) 50მგ
პარაამინობენზოის მჟავა 25მგ
ვიტამინი E (DL-ალფა-ტოკოფერილაცეტატი) 12მგ
ბეტა კაროტინი 2მგ
ფოლიუმის მჟავა 400მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი)10მკგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 10მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (E420)შემავსებელი, ნატრიუმის ციკლამატი (E952) დამატკბობელი, ლიმონმჟავა (E330), (მჟავიანობის მარეგულირებელი). ლიმონის არომატიზატორი, სილიციუმის დიოქსიდი (E551) (შეწებების საწინააღმდეგო).
პროდუქტის დახასიათება
ვიტერია ქალებისათვის უზრუნველყოფს ქალის ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებებით ფერტილობის აღდგენის ეტაპზე; აუმჯობესებს ქალის ორგანიზმის ზოგად რეპროდუქციულ ფუნქციას და ზრდის ორსულობის დადგომის ალბათობას.
მიო-ინოზიტოლი ინარჩუნებს ინსულინის ნორმალურ დონეს, რაც უზრუნველყოფს საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას, კვერცხუჯრედების ხარისხს და არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.
L-არგინინი - ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებს რეპროდუქციული ორგანოების სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს ცერვიკალური ლორწოს გამოყოფას და ლიბიდოს ამაღლებას.
ვიტამინი C - წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს რკინის შეთვისებაში. იცავს სისხლძარღვების კედლებს და ხელს უშლის ანემიის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვისათვის.
პროანტოციანიდინები - (ყურძნის წიპწების ექსტრაქტი) ხელს უწყობს კაპილარების მთლიანობის შენარჩუნებას და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
კოენზიმ Q10 - უზრუნველყოფს საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას და ოვულაციის პროცესს, ხსნის ანთებით პროცესებს, რის გამოც ზრდის ორსულობის დადგომის ალბათობას.
ჟენშენის ექსტრაქტი - ეხმარება ორგანიზმს სტაბილური ციკლის შენარჩუნებაში ან აღადგენს მას ჰორმონალური დარღვევების დროს, ახანგრძლივებს ფერტილურ ასაკს.
დამიანას ექსტრაქტი - ააქტიურებს რეპროდუქციულ ფუნქციას და ამაღლებს ლიბიდოს.
პარაამინობენზოის მჟავა -არეგულირებს ფოლიუმის მჟავას სინთეზს.
ვიტამინი E -მონაწილეობს ქალის სასქესო ჰორმონების სინთეზში, იცავს უჯრედებს ჟანგვითი პროცესებისაგან, რითაც ამცირებს ნაყოფის დაზიანების რისკებს. აგრეთვე აქტიურ როლს თამაშობს ქალის სასქესო ჰორმონების სინთეზში.
ბეტა-კაროტინი - როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს რეპროდუქციულ ორგანოებს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებისაგან. იგი აუცილებელია ნორმალური ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებისათვის, ორსულობის დადგომისათვის და ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკს ადრეულ სტადიაზე.
ფოლიუმის მჟავა - მონაწილეობს ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიებზეც და მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს ბავშვის ორგანოთა სისტემების სრულყოფილ განვითარებას.
ვიტამინი D - აუცილებელი ვიტამინია განსაკუთრებით ქალებისათვის მთელი ცხოვრების გამავლობაში და განსაკუთრებით ორსულობის დაგეგმვის დროს.
ვიტამინი B12 - წარმოადგენს ძირითად ელემენტს ფერტილობის ზრდისთვის, ოვულაციისთვის.
გამოყენების ჩვენებები
- კვერცხუჯრედის მომწიფების და ოვულაციის ნორმალიზაცია;
- ფერტილობის გაზრდა ქალებში;
- წარმატებული ორსულობის დადგომისათვის ქალბატონების მომზადებისათვის;
- ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებისათვის;
- მენსტრუალური ციკლის აღდგენისათვის.
დოზირებისა და გამოყენების მეთოდი
კვერცხუჯრედის მომწიფების პერიოდი ოვულაციამდე წარმოადგეს დაახლოებით 85 დღეს, ამიტომ რეკომენდირებულია ვიტერია ქალებისათვის მიღების დაწყება ორსულობის დაგეგმვამდე 3 თვით ადრე. 1 პაკეტი დღე-ღამეში.
მიღების წინ შიგნით მისაღები პაკეტი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში.
მიიღება ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- 18 წლამდე ასაკი;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ვიტერია ქალებისათვის უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები
- არ გადაამეტოთ რეკომენდირებულ დღის დოზას.
- რეკომენდებულია მიღების დაწყება 3 თვით ადრე ორსულობის დაგეგმვისას.
- გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
- ვიტერია ქალებისათვის მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში.
N 30 პაკეტი მიღებისინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შევინახოთ მშრალ, მზისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა
36 თვე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი
Fortex Nutraceuticals Ltd.,
Sofia. BULGARIA.










