ვიტერია მამაკაცებ.ორ/ფხვ#30პაკ
გააზიარე:
ვიტერია მამაკაცებისთვის
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
გამოყენების ინსტრუქცია
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში.
შემადგენლობა
თითოეული პაკეტი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება
L-კარნიტინი 2000მგ
L-არგინინი ჰიდროქლორიდი 500მგ
ვიტამინი C ( L-ასკორბინის მჟავა) 200მგ
ვიტამინი E (DL-ალფა-ტოკოფერილაცეტატი) 120მგ a-TE
კოენზიმ Q10 100მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) 60მგ
თუთია (თუთიის ციტრატი) 15მგ
ბეტა-კაროტინი 2მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 2მგ
ვიტამინი A (რეტინილაცეტეტი)1000მკგ
ფოლიუმის მჟავა (B9) 400მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 60მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი)10მკგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 6მკგ.
დამხმარე ნივთიერებები:შემავსებელი მანიტი (E420), დამატკბობელი ნატრიუმის ციკლამატი (E952), მჟავიანობის მარეგულირებელი ლიმონმჟავა (E330), ლიმონის არომატიზატორი, შეწებების საწინააღმდეგო სილიციუმის დიოქსიდი (E551).
ფარმაკოლოგიური თვისებები
შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს მამაკაცის სპერმის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, მათ შორის ზრდის სპერმის კონცენტრაციას ეაუკულატში, აუმჯობესებს მათი მოძრაობის სისწრაფეს და განაყოფიერების უნარს.
L-კარნიტინი - აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ხსნის დაღლილობას, აძლიერებს ორგანიზმის და სისხლძარღვების ტონუსს.
L-არგინიგი - აძლიერებს მამაკაცურ პოტენციას და ეაკულატის ხარისხს.
ვიტამინი C - უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა ორგანოს და სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და ანეიტრალებს სტრესის ჰორმონს (კორტიზოლი).
ვიტამინი E - აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, მონაწილეობს ცხიმოვან ცვლაში. ვიტამინის ნაკლებობა აისახება რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
კოენზიმ Q10 - მამაკაცების ორგანიზმში არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებს ამტანობას და ზრდის ტონუსს.
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) - უზრუნველყოფს ორგანიზმის ძვლოვანი სისტემის სიმყარეს, მონაწილეობს D ვიტამინის შეთვისებაში და ტესტოსტერონის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ძლიერი ლიბიდოს შენარჩუნებას მოწიფულ ასაკში.
თუთია (თუთიის ციტრატი) - მამაკაცისთვის შეუცვლელი ელემენტია, ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს ორგანიზმში, ჰორმონისას რომელიც უზრუნველყოფს მამაკაცური ფუნქციების სიჯანსაღეს და კარგ გარეგნობას.
ბეტა-კაროტინი - ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს სპერმატოგენეზზე.
ვიტამინი B6 - (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) მონაწილეობს სასქესო ჰორმონების სინთეზის პროცესში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, მონაწილეობს ცხიმების წვაში, მონაწილეობს სეროტონინის სინთეზში.
ფოლიუმის მჟავა - მონაწილობს სპერმატოგენეზში.
სელენი (ნატრიუმის სელენიტი) - მამაკაცებში აუცილებელი ელემენტია ტესტოსტერონის წარმოქმნისათვის, სპერმატოგენეზის ნორმალური ფორმირებისათვის.
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) - ზრდის სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან იგი მონაწილეობს სპერმატოგენეზში. მამაკაცის ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის დროს იმპოტენციის რისკი იზრდება 32%-ით.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - მნიშვნელოვანი ელემენტია მამაკაცის სრულყოფილი სქესობრივი სისტემის ფუნქციონირებისთვის.
გამოყენების ჩვენებები
- კომპლექსურ თერაპიაში: ერექციული დისფუნქციის დროს, მათ შორის ლიბიდოს დაქვეითების დროს, უნაყოფობის დროს, რომელიც გამოწვეულია იდიოპათიური ოლიგოასთენოტერატოზოოსპერმიით (სპერმატოზოიდების რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემცირება);
- მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქციის მოსამატებლად;
- მამაკაცების სექსუალური ფუნქციის დარღევევის დროს (დიდი ასაკი), ლიბიდოს დაქვეითების დროს, ერექციის დარღვევისას, ეაკულაციის დარღვევისას.
უკუჩვენებები
- ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
- ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა).
მიღების და დოზირების რეჟიმი
მიიღება 1 პაკეტი დღე-ღამეში, პაკეტის შემადგენლობა წინასწარ უნდა გაიხსნას 1 ჭიქა
ოთახის ტემპერატურის წყალში, მიიღება ჭამის შემდეგ.
ოპტიმალური მკურნალობის კურსი - 3 თვე. კურსის დრო განპირობებულია სპერმატოგენეზის პერიოდის გამო, რომელიც შეადგენს 72 დღეს. ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ამ პროცესზე ორგანიზმში უნდა იყოს საჭირო რაოდენობით მთელი ამ დროის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა ალერგიული რეაქციები, კუჭის ლორწოვანის გაღიზიანების შემთხვევაში გულისრევის შეგრძნება.
განსაკუთრებული მითითებები
არ მიიღოთ რეკომენდებულ დღიურ დოზაზე მეტი;
პროდუქტის მიღების წინ უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.
ვიტერია მამაკაცებისთვის მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში.
N 30 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, მზისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დმიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა მითითებულია მუყაოს კოლოფზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი
Fortex Nutraceuticals Ltd.
Sofia. BULGARIA.










