პრემიფიქსი #30ტ

პრემიფიქსი #30ტ

68.00 ლარი 57.81 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ფორტექს ნუტრაცევტიკალს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლიპოის მჟავა+მაგნიუმი+ვიტ.ბ6
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146437
გააზიარე:

პრემიფიქსი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს

ალფა-ლიპოის მჟავა 300 მგ

მაგნიუმი (ოქსიდის ფორმით ) 225 მგ

ვიტამინი B6 1,3 მგ.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრემიფიქსი არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმს და ვიტამინ B6. რეკომენდებულია ორსულობის შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფს საშვილოსნოს სიმშვიდეს ორსულობის განმავლობაში, კუმშვითი აქტივობის გაზრდის რისკის შემცირებას,  მათ შორისაა, ინვაზიური პროცედურების დროს პრენატალური დიაგნოზისთვის, პირველადი დისმენორეა, პრემენსტრუალური სინდრომი.

ალფა-ლიპოის მჟავა (α-lipoic)  ასევე თიოქტის მჟავად წოდებული, არის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად წარმოებული ცხიმოვანი მჟავა და წარმოდგენილია ბევრ საკვებ პროდუქტში, თუმცა მისი შეწოვა ხშირად შეფერხებულია საკვები ნივთიერებების დეფიციტით და არაადეკვატური კვების რეჟიმის გამო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ეხმარება  უჯრედშიდა ანტიოქსიდანტების (გლუტათიონის) აღდგენას. გინეკოლოგიის სფეროში ალფა-ლიპოის მჟავას ანტიოქსიდანტურმა მოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვის დროს სასარგებლო შედეგები.

მაგნიუმი ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანსს და მონაწილეობს უჯრედის დაყოფის პროცესში. მისი სწორი მიღება ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, ნორმალურ  მეტაბოლიზმს, ფსიქოლოგიური ფუნქციების, ძვალ-სახსროვანი,  ნერვული და კუნთოვანი სისტემის  ნორმალურ ფუნქციონირებას. კერძოდ, მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. მაგნიუმი იწვევს საშვილოსნოს კუნთების გაძლიერებული შეკუმშვის მოხსნას.

ვიტამინი B6 (ანუ პირიდოქსინი (pyridoxine) არის წყალში ხსნადი ვიტამინი წარმოდგენილი ცხოველურ და მცენარეულ საკვებში. ორგანიზმში გარდაიქმნება პირიდოქსალად და/ან  პირიდოქსამინად – pyridoxamine, რაც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, მოქმედებს როგორც კოენზიმი სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებზე. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქცონირებას, დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჰორმონალური აქტიურობისა და ფსიქოლოგიური ქმედების რეგულირებას. გარდა ამისა, ვიტამინი B6 ხელს უწყობს უჯრედის შიგნით მაგნიუმის გადატანას და დაგროვებას, ამრიგად, ახორციელებს არაპირდაპირ ზეგავლენას კუნთებზე.

 

გამოყენების ჩვენებები

- უზრუნველყოფს საშვილოსნოს და ნაყოფის სიმშვიდეს ორსულობის განმავლობაში;

-  ამცირებს აბორტის და ნაადრევი მშობიარობის რისკს;

- აძლიერებს სანაყოფე გარსს;

- აფერხებს საშვილოსნოს ყელის დამოკლებას;

- აღადგენს მაგნიუმის დეფიციტს ორგანიზმში;

- ხსნის საშვილოსნოს დაჭიმულობას და ტკივილს.

 

მიღებისწესი 

1 ან 2 ტაბლეტი დღეში მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

 

გაფრთხილება

პრემიფიქსი არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. თუ თქვენ მკურნალობთ ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, 25°C გრადუსის ქვემოთ. მოარიდეთ სინათლეს.

 

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები N30 , 1 ბლისტერზე 10 ტაბლეტი, 3 ბლისტერი მიღების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.

 

ვარგისობის ვადა

24 თვე ყუთზე მითითებული წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ არის სამედიცინო პროდუქტი!

 

მწარმოებელი

Fortex Nutraceuticals Ltd.,

10,Prohladenkat str,Suhodol distr.,

Sofia 1362, BULGARIA.