პერმანეო DUAL#60ტ(30ტ+30ტ)

პერმანეო DUAL#60ტ(30ტ+30ტ)

80.00 ლარი 57.61 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ფორტექს ნუტრაცევტიკალს
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146436
გააზიარე:

პერმანეო DUAL

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

 

სავაჭრო დასახელება: პერმანეო DUAL.

 

გამოშვების ფორმა:შიგნით მისაღები კაფსულები (თეთრი და ლურჯი).

1 თეთრი კაფსულა შეიცავს:

5-HPT 100 მგ

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი)  56,5 მგ

გინკგო ბილობას ექსტრაქტი  54 მგ

თუთია (თუთიის ციტრატი)  2,5 მგ

პანთოტენის მჟავა 1.5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:შემავსებელი – მიკროკრისტალური ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, თუთიის ოქსიდი.

 

1 ლურჯი კაფსულა შეიცავს:

5-HTP  100 მგ

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი)  56,5 მგ

თუთია (თუთიის ციტრატი) 2,5 მგ

მელატონინი  1,9 მგ

პანტოთენის მჟავა 1,5 მგ

ვიტამინი B6  0,7 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:შემავსებელი – მიკროკრისტალური ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, თუთიის ოქსიდი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

5-ჰიდროქსიტრიპტოფანი აძლიერებს გუნება-განწყობის მდგომარეობას ნერვული სისტემის დარღვევების და მისი შედეგების დროს. 

სხეულში 5-ჰიდროქსიტრიპტოფანისგან  წარმოიქმნებასეროტონინი – აქტიური ნივთიერება, რომელზეც დამოკიდებულია განწყობა, მუშაობის უნარი, დადებითი ემოციები, ძილის რითმი. 

5-ჰიდროქსიტრიპტოფანი ეფექტურად აუმჯობესებს განწყობას და ძილს, ამცირებს თავის და კუნთების ტკივილს, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგანაც მადას თრგუნავს. 

5-HTP აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს შაკიკის და ფიბრომიალგიის შედეგად გამოწვეულ ტკივილს. 

მაგნიუმი სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტია, რომელიც  მონაწილეობას იღებს ორგანიზმის თითქმის ყველა ბიოლოგიურ პროცესში – განაპირობებს კუნთოვანი, იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ორგანიზმი მაგნიუმს იღებს საკვებთან ერთად.მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს არასაკმარისი კვების ან დიეტის დროს. აგრეთვე მაგნიუმის დეფიციტი ვითარდება მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, სტრესის, ფეხმძიმობის, შარდმდენების მოხმარების დროს.

გინკგობილობას ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში და პერიფერიაზე. ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენული ლაქტონები) ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის ელასტიურობის მომატებას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. პრეპარატის გამოყენება განაპირობებს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, ზრდის ჟანგბადითა და გლუკოზით ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების მომარაგებას; არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედებში, ხელს უშლის ერითროციტების აგრეგაციას, აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას; აფართოებს წვრილ არტერიებს, ზრდის ვენების ტონუსს, არეგულირებს სისხლძარღვთა სისხლსავსეობას; ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნასა და უჯრედული მემბრანის ლიპიდების პეროქსიდულ ჟანგვას; გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო გამოხატული ეფექტი, როგორც თავის ტვინის დონეზე, ასევე პერიფერიაზე.

წყარო: ნაციონალური ძილის ასოციაცია (National Sleep Foundation)

მელატონინს ადამიანის ჯანმრთელი ძილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მელატონინი – არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს  ორგანიზმის ამ პროცესს. მელატონინი ზრდის ძილის ხანგრძლივობას, ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას  და უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას. მელატონინი ბუნებრივად აწესრიგებს ძილის პრობლემებს.

თუთია არის მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებში და აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, მონაწილეობს დაბერების პროცესში; თუთია აუცილებელია ორგანიზმში შემავალი ყველა უჯრედის სწორი ფუნქციონირებისათვის; აქტიურად მონაწილეობს სქესობრივი მომწიფების პროცესში; ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსისა და ინეფექციისაგან დაცვაში; აუმჯობესებს კანის ფერს, ამკვირებს ფრჩხილებს, ბზინვარებას მატებს თმებს, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას; წარმოადგენს მამაკაცის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან ელემენტს, რადგან წინამდებარე ჯირკვალზე და სხვა სასქესო ორგანოებზე დადებითად მოქმედებს, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების აქტივობას და მამაკაცის ჰორმონების რეგულირებას; ხელს უწყობს და აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში; გამოიყენება ახლომხედველობის პროფილაქტიკის მიზნით; B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად კომბინაციაში აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ყურადღებას და მეხსიერებას, ხსნის გაღიზიანებადობას, აუმჯობესებს განწყობას; ხელს უწყობს საკვების მონელებასა და შეწყოვას, ამსუბუქებს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას; გარდა ყველა ზემოთ თქმულისა, თუთიას ნორმაში მოჰყავს შაქრის დონე სისხლში, უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვას.

B ჯგუფისვიტამინები აუცილებელია ცენტალური ნერვული სისტემის გამართული მუშაობისათვის, ნახშირწყლოვანი, ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლისთვის. მათი მოქმედება ხელს უწყობს ორგანიზმში5-HTP-ის გარდაქმნას სეროტონინად.

 

გამოყენებისჩვენებები
-    სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია, რომელსაც თან ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების დაქვეითება;                                                                   -   ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა, შფოთვა, შიში, ძილის დარღვევა;
-    მეხსიერებისა და ყურადღების გაუმჯობესება;
-    ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);

-         დღის რითმის დარღვევის დროს  (ძილისა და სიფხიზლის ფაზების დარღვევისას);

-         დეპრესიის სიმპტომების გამოვლინების შემცირება;

-         მომატებული გონებრივი და ფსიქოემოციური დატვირთვის დროს.

 

უკუჩვენებები

-         მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

-         ორსულობა, ძუძუთი კვების დროს;

-         12 წლამდე ასაკი.

 

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ შიგნით მისაღებად.

თეთრი კაფსულა – დილით საკვებთან ერთად.

ლურჯი კაფსულა – ძილის წინ 30 წთ-ით ადრე.

კურსის ხანგრძლივობა –1 თვე.

საჭიროების შემთხვევაში მიღების კურსი მეორდება.

 

განსაკუთრებული მითითება

ლურჯი კაფსულა შეიცავს მელატონინს რომელიც იწვევს ძილიანობას.

 

გამოშვებისფორმა
თეთრი კაფსულები N30 ( 3 ბლისტერი თითოზე 10 კაფს.)

ლურჯი კაფსულები N30 ( 3 ბლისტერი თითოზე 10 კაფს.)

ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვისპირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობისვადა
მითითებულია მუყაოს ყუთზე.
ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

მწარმოებელი

Fortex Nutraceuticals Ltd. BULGARIA.