ცაინფ-ომეგა 3 ულტრა DHA #30კ
გააზიარე:
ცაინფარმა-ომეგა-3 ულტრა DHA, #30 რბილი კაფსულა საკვები დანამატი
1 კაფსულა 1000 მგ თევზის ქონის კონცენტრატით (Epax®) მდგრადი ველური თევზისგან ტრიგლიცერიდის სახით, რომელთაგან:
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები 700 მგ;
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) 500 მგ;
ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) 105 მგ;
დოკოზაპენტაენის მჟავა (DPA) 49 მგ.
კომპონენტები: თევზის ქონის კონცენტრატი (EPAX®), რბილი გელის კაფსულა (თევზის ჟელატინი, დამატენიანებელი: გლიცერინი, წყალი), ანტიოქსიდანტი: ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი.
დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA) სასარგებლო ეფექტები1:
დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA) აუცილებელია თავის ტვინის ზრდისა და ფუნქციური განვითარებისთვის ბავშვთა ასაკში, თავის ტვინის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებისთვის მოზრდილებში.
DHA ზრდის კოგნიტურ ფუნქციებს: დასწავლა, აზროვნება, მსჯელობა, დამახსოვრება, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, ყურადღება.
DHA ასევე აუმჯობესებს ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ჯანმრთელობაში, ამცირებს ბავშვებში ADHD-ის სიმპტომებს.
მიღების წესი: რეკომენდებულია 1-4 კაფსულა დღეში ერთხელ ძირითად კვებასთან და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვა არ შეიძლება. ინიშნება 12 წლიდან. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალების და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.
არ შეიცავს:
- ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
- კონსერვანტებს.
- გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.
Health Benefits of DHA (Docosahexaenoic Acid). NUTRITION. Evidence Based. Healthline. Com. 2018










