პოლსენი 10მგ #30ტ

პოლსენი 10მგ #30ტ

29.80 ლარი 25.33 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ადამედ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ზოლპიდემი
გაცემის ფორმა: I ჯგუფი სპეც-რეცეპტული
კოდი: 146375
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

პოლსენი, 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

zolpidemi tartras

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

- ეს პრეპარატის გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.

- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

1. რა არის პოლსენი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პოლსენის მიღებამდე

3. როგორ მიიღება პოლსენი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება პოლსენი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პოლსენი და რისთვის გამოიყენება

პოლსენი შეიცავს ზოლპიდემის ტარტრატს აქტიური ნივთიერების სახით. პრეპარატს აქვს ბენზოდიაზეპინების მსგავსი ჰიპნოზური ეფექტი. მას ახასიათებს ჰიპნოზური აქტივობის სწრაფი დაწყება, რომელიც გრძელდება 6 საათამდე.

თერაპიული ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში უძილობის მოკლევადიანი მკურნალობისთვის.

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ უძილობის სამკურნალოდ, რომელიც არღვევს ნორმალურ ფუნქციონირებას ან იწვევს მნიშვნელოვან დაღლილობას.

2. რა უნდა იცოდეთ პოლსენის მიღებამდე

არ გამოიყენოთ პოლსენი, თუ გაქვთ:

- ჰიპერმგრძნობელობა ზოლპიდემის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;

- ძილის აპნოეს სინდრომი;

- მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტე);

- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

- სუნთქვის მძიმე უკმარისობა და სუნთქვის დათრგუნვა;

- არ გამოიყენოთ ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების დაწყების გადაწყვეტილებას იღებს თქვენი ექიმი.

პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში ან ამჟამად აქვთ ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შეჩვევისა და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების უფრო დიდი რისკის გამო.

ზოგადი ინფორმაცია ბენზოდიაზეპინების და სხვა საძილე საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული ექიმის მიერ, მოცემულია ქვემოთ.

ტოლერანტობა, ანუ ჰიპნოზური აქტივობის შემცირება შეიძლება აღინიშნოს ბენზოდიაზეპინებისა და ბენზოდიაზეპინის მსგავსი საშუალებებით მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ.

პოლსენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება. ეს რისკი იზრდება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით და უფრო დიდია პაციენტებში ნარკომანიით ან ალკოჰოლური დამოკიდებულებით ანამნეზში. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას, შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი, მომატებული შფოთვა და ფსიქიკური დაძაბულობა, მოუსვენრობა, დაბნეულობა და გაღიზიანება.

მძიმე შემთხვევებში დამატებით შეიძლება განვითარდეს: დერეალიზაცია (გარემოს უცნაურობის განცდა, რომელიც აღიქმება არარეალურად, შეცვლილად), დეპერსონალიზაცია (საკუთარი პიროვნების არარეალურობის განცდა), დაბუჟება და ჩხვლეტა კიდურებში, ჰიპერმგრძნობელობა სინათლეზე ხმაურზე და შეხებაზე, ჰალუცინაციები ან კრუნჩხვები.

მკურნალობის დროს შეიძლება ხელახლა განვითარდეს უძილობა.

ეს არის გარდამავალი სინდრომი, რომელიც ხასიათდება უძილობის მატებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საძილე საშუალების შეწყვეტით. მას შეიძლება თან ახლდეს სხვა რეაქციები, როგორიცაა განწყობის ცვლილება, შფოთვა და მოუსვენრობა. მოხსნის სინდრომი ასევე შეიძლება განვითარდეს შემდგომ დოზებს შორის ინტერვალში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს დოზები მაღალია.

პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში, უფრო მეტად არის მოსალოდნელი მოხსნის სიმპტომები, ამიტომ დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას, მოხსნის პერიოდის ჩათვლით.

პოლსენმა შეიძლება გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია, როგორც წესი, პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში. ამიტომ, ამ ფენომენის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა შეძლოთ 7-8 საათის განმავლობაში უწყვეტად ძილი.

სედაციურ-საძილე საშუალებების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს „პარადოქსული“ რეაქციები, როგორიცაა შფოთვა, აგზნებადობა, გაღიზიანება, აგრესია, ბოდვები, რისხვის შეტევები, კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, არასათანადო ქცევა და სხვა ქცევითი დარღვევები. ეს სიმპტომები უფრო ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში. ყოველ ჯერზე, როდესაც განვითარდება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ზოლპიდემის გამოყენებისას ფსიქოზურ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ნეიროლეპტიკებს.

კუნთების მოდუნების ეფექტის გამო, არსებობს დაცემის და ბარძაყის სახსრის მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ღამით დგებიან.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ქრონიკული რესპირატორული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან შეიძლება არსებობდეს რესპირატორული დეპრესიის რისკი.

პოლსენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დეპრესიული სიმპტომების მქონე პაციენტებში, რადგან შეიძლება განვითარდეს სუიციდური ტენდენციები. განზრახ დოზის გადაჭარბების შესაძლებლობის გამო, ამ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ ყველაზე დაბალი საჭირო დოზა.

ცალკე მხოლოდ ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინის მსგავსი სხვა მედიკამენტები არ უნდა იქნას გამოყენებული დეპრესიის ან დეპრესიასთან დაკავშირებული შფოთვის სამკურნალოდ (ამ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობა).

ფსიქომოტორული უკმარისობა მომდევნო დღეს (იხილეთ აგრეთვე: ავტომობილის და მექანიზმების მართვა)

პოლსენის მიღებიდან მეორე დღეს, ფსიქომოტორული უკმარისობის რისკი, მათ შორის ავტომობილის მართვის უნარის დაქვეითება, შეიძლება გაიზარდოს, თუ:

- პრეპარატი მიიღეთ 8 საათზე ნაკლებ დროში ისეთი აქტივობების შესრულებამდე, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ სიფხიზლეს

- მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა

- მიიღეთ ზოლპიდემი ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ზრდიან სისხლში ზოლპიდემის დონეს, ალკოჰოლის მოხმარებისას ან არალეგალური პრეპარატების მიღებისას

ერთჯერადი დოზა უნდა იქნას მიღებული უშუალოდ ძილის წინ.

არ მიიღოთ მეორე დოზა იმავე ღამეს.

თუ ზოლპიდემის მიღებისას გაწუხებთ სხვა სიმპტომები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები ეხება წარსულში არსებულ სიტუაციებს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, რადგან ამ პოპულაციაში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

სხვა მედიკამენტები და პოლსენი

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

არ მიიღოთ ალკოჰოლი მკურნალობის დროს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს პრეპარატის სედაციური ეფექტი.

ძილიანობა და მომდევნო დღეს ფსიქომოტორული უკმარისობა, მათ შორის ავტომობილის მართვის უნარის დაქვეითება, შეიძლება გაძლიერდეს ზოლპიდემის მიღებისას გარკვეულ პრეპარატებთან ერთად. ასეთი პრეპარატებია:

- პრეპარატები ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის სამკურნალოდ (ანტიფსიქოზური საშუალებები)

- პრეპარატები ჩაძინების პრობლემების სამკურნალოდ (საძილე აბები)

- სედაციური საშუალებები ან მედიკამენტები შფოთვის შესამცირებლად

- დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები

- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ზომიერი და ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ (ნარკოტიკული ანალგეტიკები)

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ

- ანესთეტიკები

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება თივის ცხელების, გამონაყარის ან სხვა ალერგიების სამკურნალოდ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა (სედაციური ანტიჰისტამინური საშუალებები)

თქვენ შეიძლება ხედავდეთ არარეალურ საგნებს (ჰალუცინაციები) ზოლპიდემის ანტიდეპრესანტებთან, მათ შორის ბუპროპიონთან, დეზიპრამინთან, ფლუოქსეტინთან, სერტრალინთან და ვენლაფაქსინთან ერთად მიღებისას.

არ არის რეკომენდებული ზოლპიდემის გამოყენება ფლუვოქსამინთან ან ციპროფლოქსაცინთან ერთად.

ოპიოიდები

პოლსენისა და ოპიოიდების (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, დამოკიდებულების ჩამანაცვლებელი მედიკამენტები და ხველების სამკურნალო გარკვეული საშუალებები) ერთდროული გამოყენება ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (რესპირატორული უკმარისობის), კომის რისკს და შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში. ამიტომ, ერთდროული გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება შეუძლებელია.

თუმცა, თუ თქვენი ექიმი დანიშნავს პოლსენს ოპიოიდებთან ერთად, მან უნდა შეზღუდოს ერთდროული გამოყენებული პრეპარატების დოზა და ხანგრძლივობა.

აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა ოპიოიდური მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ და მკაცრად დაიცავით დოზის შესახებ რეკომენდაციები. შესაძლოა სასარგებლო იყოს მეგობრების ან ოჯახის წევრების ინფორმირება რისკის შესახებ, რათა მათ იცოდნენ ამ ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. თუ რაიმე ასეთი სიმპტომები განვითარდა, უნდა მიმართოთ ექიმს.

ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ პოლსენის მოქმედება.

ზოლპიდემის ეფექტი მცირდება რიფამპიცინთან ერთად მიღებისას.

პოლსენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მიიღოთ პრეპარატის საკვების მიღების დასრულებისთანავე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცუდი შეწოვის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობის დროს უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ამიტომ პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ორსულებმა, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

გვიანი ორსულობისა და მშობიარობის დროს ზოლპიდემის დასაბუთებული გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები ახალშობილში.

ორსულობის ბოლო პერიოდში ხანგრძლივ მკურნალობაზე მყოფი დედებისგან დაბადებულ ახალშობილებში შესაძლოა გამოვლინდეს ფიზიკური დამოკიდებულება ან მოხსნის სინდრომი პოსტნატალურ პერიოდში.

ვინაიდან ზოლპიდემის მცირე რაოდენობა გამოიყოფა რძეში, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

პოლსენის გამოყენება თირკმელების და/ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში

მიუხედავად იმისა, რომ დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე ზოლპიდემის მეტაბოლიზმის და კლირენსის (ელიმინაციის) შემცირების გამო.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან შეიძლება განვითარდეს ენცეფალოპათია.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში რეკომენდებულია ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში პრეპარატის მგრძნობელობის გაზრდის პოტენციალის გამო.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

პოლსენი დიდ გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მოვლენები, როგორიცაა „ძილიანობა მართისას“. პოლსენის (ისევე, როგორც სხვა საძილე აბების) მიღებიდან მეორე დღეს, შეიძლება განვითარდეს:

- გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევას ან დაბნეულობას,

- გჭირდება მეტი დრო სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად (შემცირებული რეფლექსები),

- შეიძლება მხედველობის დაბინდვა ან გაორმაგება,

- შეიძლება აღინიშნოს სიფხიზლის დაქვეითება.

ამ მოვლენების რისკის შესამცირებლად, რეკომენდებულია დაიცვათ მინიმუმ 8 საათიანი ინტერვალი ზოლპიდემის მიღებასა და ავტომობილის მართვას, მექანიზმებთან მუშაობას და სიმაღლეზე მუშაობას შორის.

არ მიიღოთ ალკოჰოლი ან ფსიქოაქტიური ნივთიერებები პოლსენის მიღებისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ზემოაღნიშნული ეფექტები

პოლსენი შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტზე, ანუ მიიჩნევა, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.

3. როგორ მიიღება პოლსენი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

არ მიიღოთ პრეპარატი საკვების მიღების დასრულებისთანავე.

პოლსენის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ 24 საათში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დაენიშნოს უფრო დაბალი დოზა. პოლსენი უნდა იქნას მიღებული:

- ერთჯერადი დოზის სახით,

- უშუალოდ ძილის წინ.

დაიცვათ მინიმუმ 8 საათიანი ინტერვალი ზოლპიდემის მიღებასა და ისეთ აქტივობებს შორის, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ სიფხიზლეს.

არ მიიღოთ 10 მგ-ზე მეტი დოზა 24 საათში.

დოზის შემცირება 5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) დღეში რეკომენდებულია ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში პრეპარატისადმი მგრძნობელობის გაზრდის პოტენციალის გამო.

დოზა ასევე უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტაბოლიზმის დაქვეითების და ზოლპიდემის კლირენსის გამო. 65 წლამდე ასაკის ზრდასრულ პაციენტებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე იმ პირობით, რომ მათი ზოგადი მდგომარეობა კარგია და პრეპარატს კარგად იტანენ.

ჩვეულებრივ, მკურნალობის პერიოდი უნდა იყოს რამდენიმე დღიდან 2 კვირამდე. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას.

თუ ფიქრობთ, რომ პოლსენის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ მიიღებთ იმაზე მეტ პოლსენს, ვიდრე საჭიროა

თუ იყენებთ პრეპარატის უფრო მაღალ დოზას, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოლპიდემის ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს ცნობიერების სხვადასხვა ხარისხით დაქვეითება, დაწყებული გაზრდილი ძილიანობიდან მსუბუქ კომამდე. ეს სიმპტომები შექცევადია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ჯერ უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, თუ ეს გამართლებულია, ამის შემდეგ მიიღება სიმპტომური და დამხმარე ზომები, მათ შორის საინფუზიო ხსნარების გადასხმა, საჭიროების შემთხვევაში. თუ კუჭის ამორეცხვა არაეფექტური ან შეუძლებელია, უნდა დაინიშნოს გააქტიურებული ნახშირი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრეპარატის შეწოვის შესამცირებლად. სედაციური საშუალებები თავიდან უნდა იქნას აცილებული აგზნების პერიოდშიც კი. მძიმე მდგომარეობისას განხილული უნდა იყოს ფლუმაზენილის მიღება. ფლუმაზენილის მიღებისას აუცილებელია მჭიდრო მონიტორინგი, რადგან ფლუმაზენილმა შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური სიმპტომები (კრუნჩხვები).

ზოლპიდემი არ არის დიალიზებადი.

თუ დაგავიწყდათ პოლსენის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირებისნ მიზნით.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, პოლსენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირის ტერმინები განისაზღვრება შემდეგნაირად:

- ძალიან ხშირი: (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში);

- ხშირი: (ვითარდება 100-დან 1-10 პაციენტში);

- არახშირი: (ვითარდება 1000-დან 1-10 პაციენტში);

- იშვიათი: (ვითარდება 10000-დან 1-10 პაციენტში);

- ძალიან იშვიათი: (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

- უცნობია: (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

არსებობს მტკიცებულება ზოლპიდემის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტების დოზასთან კავშირის შესახებ, განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი მოვლენების შემთხვევაში.

გვერდითი რეაქციები, როგორც ჩანს, დაკავშირებულია პაციენტების ინდივიდუალურ მგრძნობელობასთან და უფრო ხშირად ვითარდება სამკურნალო პროდუქტის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, თუ პაციენტი დაუყოვნებლივ არ დაიძინებს ან დაუყოვნებლივ ვერ დაიძინებს (იხ. პუნქტი 4.2).

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობია: შეშუპება.

ფსიქიატრიული დარღვევები

ხშირი: ჰალუცინაციები, აგზნება, კოშმარები.

არახშირი: დაბნეულობა, გაღიზიანება.

უცნობია: ფსიქომოტორული შფოთვა, აგრესია, ბოდვები, ბრაზი, ფსიქოზი, არანორმალური ქცევა, სომნამბულიზმი (იხ. პუნქტი 4.4), დამოკიდებულება (შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები ან მობრუნების სიმპტომები პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ), ლიბიდოს დარღვევები.

ამ გვერდითი რეაქციების უმეტესობა არის პარადოქსული რეაქციები.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობის გამწვავება, რეტროგრადული ამნეზია (ამნეზიის სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს არასათანადო ქცევა).

უცნობია: დაქვეითებული ცნობიერება.

თვალის დარღვევები

არახშირი: ორმაგი ხედვა.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: დიარეა.

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობია: ღვიძლის ფერმენტების მატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

უცნობია: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

უცნობია: კუნთების სისუსტე.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე

ხშირი: დაღლილობა.

უცნობია: სიარულის დარღვევა, პრეპარატისადმი ტოლერანტობის განვითარება, დაცემა (ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში და როდესაც ზოლპიდემი არ გამოიყენება დადგენილი წესით).

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ფარმაკოვიგიილაციის დეპარტამენტს სამკურნალო საშუალების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის სამსახურს: ალ. იეროზოლიმსკიე 181C, 02-222 ვარშავა, ტელეფონი: + 48 22 49 21 301, ფაქსი: + 48 22 49 21 309, ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება შეატყობინოთ სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. როგორ ინახება პოლსენი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პოლსენი

აქტიური ნივთიერება არის ზოლპიდემის ტარტრატი

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ზოლპიდემის ტარტრატს

სხვა ინგრედიენტებია: ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), პოვიდონი 90, კალციუმის სტეარატი;

გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 8000, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

პოლსენის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრიდან მოთეთრო, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთგვაროვანი ზედაპირით, გასაყოფი ხაზით.

ერთეულის შეფუთვა შეიცავს: 10 ცალი, 20 ცალი ან 30 ცალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I , გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Adamed Pharma S.A.

პიენკოვი, მ. ადამკიევიჩას ქ. 6ა

05-152 ჩოსნოვი

მწარმოებელი

Adamed Pharma S.A.

პიენკოვი, მ. ადამკიევიჩას ქ. 6ა

05-152 ჩოსნოვი

ეს ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა: 2021 წლის მარტში