აპიჯელი 125მლ ხსნ.ფლ.
გააზიარე:
აპიჯელი
აპიჯელის 10 მლ–ის შემადგენლობა:
ლიოფილიზირებული ფუტკრის რძე 14 მგ;
პროპოლისი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თაფლი, დამატკბობელი: ფრუქტოზა, ლიმონის არომატი, კონსერვანტი (კალიუმის სორბატი, E- 202), გასუფთავებული წყალი.
ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) , მიკროელემენტებს.
ფუტკრის რძე წარმოადგენს ძლიერ ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო–დისტონიის დროს.
პროპოლისი - ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც მდიდარია მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებში;
პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.
აპიჯელი რეკომენდებულია:
- სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს;
- იმუნიტეტის ასამაღლებლად;
- უმადობის ან მადის დაქვეითების დროს;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს;
- ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმის ძალების აღსადგენად;
- ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გასაზრდელად სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
აპიჯელი მიიღება პერორალურად.
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ დღეში .
6 წლის ასაკის ზემოთ: 10 მლ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ვარგისია გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
შეფუთვა: 125 მლ ფლაკონი მუყაოს კოლოფში, საზომი ჭიქით .
მწარმოებელი კომპანია : ესენსა, სერბეთი. ESENSA d.o.o. Address: Slobodna Zona, Viline vode bb. 11000 Belgrade. www.esensa.rs
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“.










