ოტონექსი 30მლ ყურ/წვ

ოტონექსი 30მლ ყურ/წვ

36.40 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ასპარ ილაკ კოსმეტიკ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146200
გააზიარე:

ოტონექსი

ხსნარი ყურისთვის

ჰიგიენური საშუალებების გამოყენების შესახებ ინსტრუქციები

შემადგენლობა

30 მლ ხსნარი შეიცავს:

პროპოლისი 2%

გლიცერინი 2%

გვირილის ექსტრაქტი 2%

ჩაის ხის ზეთი 1%

ჯანჯაფილის ზეთი 1%

მიხაკის ზეთი 0,5%

მაყვლის ზეთი 0,5%

გაწმენდილი წყალი 90%.

 

დახასიათება

ოტონექსი არის ყურის ხსნარი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიფუნგალური და რეგენერაციული მოქმედებით.

პროპოლისს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტაზური, ანტიმიკრობული, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების საწინააღმდეგო ზემოქმედება. ეს არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი.

გვირილის ექსტრაქტს აქვს ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური მოქმედება, ასტიმულირებს ქსოვილის რეგენერაციას.

ჩაის ხის ზეთი საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებების თვალსაზრისით. შეიცავს მიკროელემენტებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ანტიოქსიდანტებს. აქვს ძლიერი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ზემოქმედება.

ჯანჯაფილის ზეთი - მის შემადგენლობაში არსებული ფიტონციდები გარეთა სასმენ მილსა და ცხვირის ღრუში მოხვედრისას ბუნებრივად ანადგურებს მიკრობებს. 

მიხაკის ზეთს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული ზემოქმედება. გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება Pseudomonas aeruginosa-ს, სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების წინააღმდეგ. ამასთანავე იგი აქრობს შეშუპებას ანთების მიდამოში.

მაყვლის ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ანტიოქსიდაციური მახასიათებლების გამო ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას, ხელს უშლის სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას, აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, აძლიერებს კაპილარული სისხლძარღვების კედლებს და მნიშვნელოვანია ქსოვილის რეგენერაციისთვის.

 

გამოყენება

შესაძლებელია რეკომენდებული იქნას, როგორც დამხმარე საშუალება შემდეგი მდგომარეობისას:.

• შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთება;

• Otitis externa (გარეთა ოტიტი);

• შუა ყურის ანთება;

• შუა ყურის ჩირქოვანი ანთება;

• ოტომიკოზი;

• დაფის აპკის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში;

• ყურის ტკივილის დროს;

• სმენის ნერვის დაზიანების შემთხვევაში.

 

გამოყენების ფორმა და დოზირება

0-1 წლის ასაკი - დღეში ერთხელ 1 წვეთი.

1-6 წლის ასაკი - დღეში 2-3-ჯერ 2 წვეთი.

6-12 წლის და მეტი ასაკი - დღეში 3-ჯერ 2 წვეთი.

12 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებში დღეში 3-4-ჯერ 3-4 წვეთი.

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

 

გამოშვების ფორმა

ერთ ბოთლში 30 მლ ხსნარი.

 

გაფრთხილება

1. "არ არის სამკურნალო პრეპარატი, სამედიცინო საშუალებაა";

2. "არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას";

3. "შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას";

4. "შეინახეთ ბნელ ადგილას";

5. "ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ავადმყოფობის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ".

 

მწარმოებელი

სს ასფარ ილაჩ გიდა ქოზმეთიქ სანაი

იაქუფლუს უბანი დერებოიუს გამზირი №: 4/1

ბეისანის სამრეწველო ზონა,

ბეილიქდუზუ/სტამბოლი/ თურქეთი.