ჩეტოდრალი 20მლ ორალ/სპრეი

ჩეტოდრალი 20მლ ორალ/სპრეი

23.97 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ბიოტრეიდინგი - MARSALA
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჯანჯაფილი,ბარამბო,პიტნა,ანისული
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146059
გააზიარე:

ჩეტოდრალი სპრეი

საკვები დანამატი ჯანჯაფილის, ბარამბოს, ანისულის, პიტნის და ვიტამინი B6-ის შემცველობით.

გლუტენის გარეშე

ლაქტოზას გარეშე

 

ჯანჯაფილი (Zingiber officinale Rose)

ჯანჯაფილი არის აზიური წარმოშობის ბალახოვანი მცენარე. მისი ფესვი ფართოდ გამოიყენება ფიტოთერაპიაში.   ჯანჯაფილის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური ინგრედიენტებია: ეთერზეთი, ჯინჯეროლი, შოაგოლი, ფისი, ლორწო.  ჯანჯაფილი არის  შესანიშნავი საშუალება გულისრევის საწინააღმდეგოდ, ორსულთა ტოქსიკოზის   დროს, რომლის მიღებაც  ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული.  იგი გამოყენება კინეტოზების  („ზღვის“ და „ ჰაერის“ დაავადება) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, მედიკამენტის მიღებით გამოწვეული  გულისრევისა და ღებინებისას  (ქიმიოთერაპია, ანტივირუსული  პრეპარატები და სხვა), პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინებისას,  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს.

ბარამბო (Melissa officinalis L.)

ბარამბო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა Lamiaceae-სებრთა ოჯახისა, გვხვდება სამხრეთ ევროპასა და აზიაში. მისი ეთერზეთებითა და ფლავონოიდებით მდიდარი ფოთლები და ყვავილები (კერცეტინი და აპიგენინი) გამოიყენება  სამკურნალოდ, აგრეთვე  შეიცავს ორგანულ მჟავებს, როსმარინის მჟავას და ტანინებს. იგი გამოირჩევა სპაზმოლიზური  მოქმედებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე,  ამშვიდებს გულისრევას, ღებინებას, დისპეფსიას, აეროფაგიას და მეტეორიზმს.

პიტნა (Mentha piperita L.)

პიტნა მრავალწლოვანი,  ძლიერ სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება Labiatae ოჯახს და Mentha-ს გვარს.  მცენარის სამშობლოა ევროპა. იგი  ფართოდ არის კულტივირებული მთელ მსოფლიოში. პიტნის ნაყენის დასამზადებლად იყენებენ  ახალ ან გამხმარ ფოთლებს და ეთერზეთს.  პიტნა ასევე გამოიყენება, გულისრევის შეგრძნების  საწინააღმდეგოდ.

ანისული  (Illicium verum Hook)

ვარსკვლავისებური ანისი Schisandraceae ოჯახის მცენარეა. იგი გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში. მის შემადგენელ  კომპონენტებს შორის ვხვდებით კუმარინებს და ფუროკუმარინებს;  ვარსკვლავისებური ანისი გამოიყენება როგორც ანტისპაზმური, მასტიმულირებელი და კუჭის სამკურნალო საშუალება; ძირითადი თვისებები მოიცავს საჭმლის მომნელებელ და კარმინატიულ მოქმედებას.

ვიტამინი B6

ვიტამინი B6 მონაწილეობს  ამინომჟავების  მეტაბოლიზმში. იგი ცნობილია,  როგორც პირიდოქსინი და წყალში ხსნადი ვიტამინი; ორგანიზმში არ დეპონირდება, ამიტომ უნდა მოხდეს  ყოველდღიური მიღება საკვებთან ერთად; სასარგებლოა გულისრევის, ღებინების ან ორივე სიმპტომის დროს,  მათ შორის ორსულობისას.

 

დოზირება და გამოყენების წესი

2 შესხურება სუბლინგვალურად (ენისქვეშ)  დღეში მაქსიმუმ 8 შესხურება. გამოყენების შემდეგ, მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში მოერიდეთ სითხის ან საკვების მიღებას.

 

შეფუთვა

20 მლ  ბოთლი, სპრეი.

 

გაფრთხილება

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს წყაროებისგან მოშორებით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატები არ არის განკუთვნილი, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.

არ მიიღოთ ეს პროდუქტი, თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

მწარმოებელი

ბიოტრეიდინგი - MARSALA

იტალია.

www.biotradingpharma.it