
გოლდ რეი კარდიო ფხვ#20პაკ
გააზიარე:
გოლდ რეი კარდიო
GOLD RAY CARDIO
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი
აღწერილობა
ღია ყვითელი ერთგვაროვანი ფხვნილი ფორთოხლის არომატით.
შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება:
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 1.0 მგ,
ვიტამინი B2 (რიბოფლავინ-5-ფოსფატი) 1.0 მგ,
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) 25.0 მგ,
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1.2მგ,
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 400.0 მკგ,
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 2.0 მკგ,
ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) 50.0 მგ,
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 5.0 მკგ,
ვიტამინი E (დ1-ალფატოკოფეროლის აცეტატი) 10.0 მგ,
კალიუმი (კალიუმის კარბონატი) 300.0 მგ,
მაგნიუმი (მაგნიუმის სულფატის მონოჰიდრატი) 350.0 მგ,
თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი) 8.0 მგ,
სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 50.0 მკგ,
კოენზიმ Q10 10% 100.0 მგ,
ჩვეულებრივი კუნელის მშრალი ექსტრაქტი 20.0 მგ,
საგულე შავბალახას მშრალი ექსტრაქტი 20.0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, არომატიზატორი “ფორთოხალი”, სილიციუმის დიოქსიდი, მალტოდექსტრინი, გუმიარაბიკი.
დახასიათება
გოლდ რეი კარდიო არის სპეციალურად შერჩეული თანამედროვე დაბალანსებული კომბინაცია, რომელიც შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებსა და მცენარეულ კომპონენტებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები:
- ააქტივებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის პირობებში;
- მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ხელს უწყობს ნორმალური ცხიმოვანი, ამინომჟავოვანი და ნახშირწყლოვანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებას;
- ამცირებს სისხლის შედედების დროს და ააქტიურებს ფიბრინოლიზურ აქტივობას;
- აუმჯობესებს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს, მიკროცირკულაციასა და ოქსიგენაციას, აძლიერებს მის კუმშვად ფუნქციას;
- გააჩნია ანტიარითმული მოქმედება, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია მიოკარდიუმის იშემიის პირობებში;
კოენზიმ Q10 – ორგანიზმის ბუნებრივი ნაერთია. ის გამომუშავდება და გვხვდება ორგანიზმის ყველა უჯრედში. კოენზიმ Q10 მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია მიოკარდიუმისა და კუნთების ფუნქციონირებაში. კოენზიმ Q Q10 ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რითაც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიკვდილისაგან. კოენზიმ Q10-ის მიღება აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს, იმუნურ სისტემას, ააქტივებს ცხოველმოქმედებას, ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს.
კუნელის ექსტრაქტი – შეიცავს ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, ჰიპერინი, ჰიპეროზიდი, ვიტექსინი), ორგანულ მჟავებს (ლიმონმჟავა, ოლეინმჟავა, ურსოლმჟავა, კრატეგუსის მჟავა, კოფეინმჟავა, ქლოროგენმჟავა), კაროტინოიდებს, ტანინებს, ცხიმოვანმჟავებს, პექტინებს, ტრიტერპენულ და ფლავონურ გლიკოზიდებს, ბეტა-სიტოსტერინს, ქოლინს, შაქარს და ვიტამინებს. კუნელის მოქმედი ნივთიერებები ამცირებს ცნს-ისა და მიოკარდიუმის აგზნებადობას, ზრდის ამ უკანასკნელის კუმშვადობას, აუმჯობესებს კორონარულ და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, ამცირებს თავბრუსხვევას. კუნელი მონაწილეობს გულისცემის რითმის ნორმალიზებაში, რაც განპირობებულია ანტიარითმული მედიკამენტების III კლასის წარმომადგენლების მსგავსი მოქმედების მექანიზმით. ტრიტერპენული და ფლავონოიდური ნაერთების არსებობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, შერჩევითად აფართოებს თავის ტვინისა და მიოკარდიუმის სისხლძარღვებს; ხასიათდება ჰიპოტენზიური ეფექტით; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლების ფუნქციონირებას.
შავბალახას ექსტრაქტს გააჩნია დამამშვიდებელი, ჰიპოტენზიური, უარყოფითი ქრონოტროპული და კარდიოტონური მოქმედება, რომელიც განპირობებულია მცენარის შეადგენლობაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების თვისებებით (მათ შორის გლიკოზიდები, ალკალოიდები, ფლავონოიდები, საპონინები).
გამოყენება
რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკის და კომპლექსური მკურნალობისათვის, ასევე მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისა და ხანგრძლივად და/ან მძიმედ მიმდენარე სხვადასხვა დაავადებების გამოჯანმრთელების ფაზაში, მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდშიც.
გამოყენების წესი და დოზირება
გოლდ რეი კარდიო მიიღება შიგნით.
ფხვნილი იხსნება 1 ჭიქა წყალში.
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს მოზარდებს ენიშნებათ 1 პაკეტი დღე-ღამეში ერთხელ ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 20-40 დღე, შესაძლებელია კურსის განმეორება 1-3 თვეში.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ფენილკეტონურია (შეიცავს ასპარტამს);
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გვერდითი მოვლენები
- იშვიათად ალერგიული რეაქციები გოლდ რეი კარდიოს კომპონენტების მიმართ;
- ცალკეულ შემთხვევებში მსუბუქი დისპეფსიური მოვლენები (ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა).
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული გოლდ რეი კარდიოს მიღება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსების შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გოლდ რეი კარდიოს გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში თუკი დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის შესაძლო რისკს.
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტში 7 გ.
20 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
“ვორლდ მედიცინ ევროპა” ეოოდ, ბულგარეთი.
(“WORLD MEDICINE EUROPE”, EOOD BULGARIA).
წარმოებულია
“კენდი ლტდ”-ს მიერ, 8 გურმაზოვსკოე შოსე. 2227 ბოჟურიშტე ბულგარეთი
“KENDY LTD”, 8 Gourmazovsko shosse, 2227 Bozhurishte, Bulgaria.