ლუქსიალი 10მლ თვ/გელ-წვეთი

ლუქსიალი 10მლ თვ/გელ-წვეთი

44.99 ლარი 38.24 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: მონაკო
მწარმოებელი: ნოვაქს ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ჰიალურონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 145977
გააზიარე:

ლუქსიალის გელ-წვეთი

ვისკოელასტიურიდადამამშვიდებელისაშუალებებისკომბინაცია

ორმაგიპოლიმერული ტექნოლოგია ჯვარედინიკავშირისმქონენატრიუმისჰიალურონატი 0.3% და P-PLUS™ჯვარედინიკავშირისმქონენატრიუმისჰიალურონატი 0.3%, P-Plus™,კალიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, SCO®.

 

აღწერა

ლუქსიალის® ჯვარედინიკავშირისმქონეგელ-წვეთიარის ორი პოლიმერის კომბინაცია, რომელიც თვალის ზედაპირზე დამატენიანებლის დაყოვნების დროის გაზრდის ხარჯზე, უზრუნველყოფს უფრო მნიშვნელოვან და გაუმჯობესებულ მოქმედებას, ვიდრე სხვა

ერთპოლიმერიანი საშუალებები (ფორმულები). იგი აერთიანებს სამ ძირითად ინგრედიენტს, ჯვარედინი კავშირის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატს, დამამშვიდებელ P-Plus™-ს და

SCO®-ს, რომლებიც პრეპარატის მაღალტექნოლოგიურ შემადგენლობას განაპირობებს.

დამამშვიდებელი საშუალებების (ჯვარედინი კავშირის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატი და P-Plus™) კომბინაცია ლუქსიალის® ჯვარედინიკავშირის მქონეგელისებრწვეთებში, ხსნარის ჰიგროსკოპული, ვისკოელასტიური და ადჰეზიური თვისებების გამოყენებას უწყობს ხელს. ეს თვისებები ახანგრძლივებს თვალის ზედაპირზე პრეპარატის დაყოვნების დროს, აუმჯობესებს მისი კომპონენტების გავრცელებას ქსოვილებში და უზრუნველყოფს დამატებით დატენიანებას. ლუქსიალის® ჯვარედინი კავშირისმქონეგელ-წვეთიაუმჯობესებს გამოშრობისგან დაცვას, ამცირებს ზედაპირულ ხახუნს და რქოვანას კარგ დატენიანებას უნარჩუნებს. ჯვარედინი კავშირის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატის მოქმედება, ოპტიმიზებული და გახანგრძლივებულია P-Plus™-ის სინერგიული

მოქმედებით. P-Plus™ არის წყალში ხსნადი პოლიმერი, აპკის წარმომქმნელი და დამატენიანებლის თვისებებით. ჯვარედინი კავშირის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატი აკავებს მეტ წყალს და აქვს უფრო მაღალი ვისკოელასტიურობა, ვიდრე სხვა სტანდარტულ ხაზოვან ნატრიუმის ჰიალურონატის თვალის წვეთებს, რაც უზრუნველყოფს რქოვანას ზედაპირის ხანგრძლივ და გრძელვადიან დამატენიანებელ მოქმედებას. ელექტროლიტების (Cl-, Na+, K+, Ca++ და Mg++) არსებობა, რომლებიც აუცილებელია უჯრედული ბიოქიმიური პროცესებისთვის, თვალის ზედაპირის კარგი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ლუქსიალის® ჯვარედინიკავშირისმქონეგელ-წვეთიინახებასპეციალურიკონსერვანტის სისტემით, რომელსაც ეწოდება SCO®(სტაბილიზირებული კომპლექსი ოქსიქლორო) და რომელიც ხსნარს სტერილურობას უნარჩუნებს ბოთლში.სინათლის ზემოქმედებისას, SCO® იშლება ადამიანის ცრემლში ბუნებრივადარსებულ ისეთ კომპონენტებად, როგორიცაა ნატრიუმის ქლორიდი,ჟანგბადი და წყალი, რაც მის კარგ ტოლერანტობას უზრუნველყოფს.

 

ჩვენებები

ლუქსიალის® ჯვარედინიკავშირისმქონეგელ-წვეთიუზრუნველყოფს მშრალი თვალის სინდრომისა და ზოგადად, თვალის დარღვევების, მშრალი კერატიტის, ქსეროფთალმიის, კერატოკონიუნქტივიტის, შაგრენის სინდრომისა და სტივენს-ჯონსონის სინდრომის სიმპტომების ხანგრძლივ და გრძელვადიან შემსუბუქებას.

ასევე რეკომენდირებულია თვალის დაღლილობის დროს, რომელიც ასოცირებულია ქავილთან, წვასთან, უცხო სხეულის შეგრძნებასთან და პათოლოგიურ ან არაპათოლოგიურ მდგომარეობებთან.

 

გამოყენებისინსტრუქცია

–         ხელები კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ.

–         დარწმუნდით, რომ პლომბი ხელუხლებელია.

–         ბოთლის გასახსნელად, მთლიანად ამოხრახნეთ თავსახური და მოხსენით

დამცავი პლომბი.

–         ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი თითოეულ თვალში, ან საჭიროებისამებრ, ან ოფთალმოლოგის რეკომენდაციის შესაბამისად.

–         გამოყენების შემდეგ, ბოთლს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

 

გაფრთხილებები

–         გელისებრმა ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს მცირე დაბინდვის შეგრძნება,  მაგრამ 30-60 წამის შემდეგ, მხედველობა ნორმას უბრუნდება.

–         შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, საწვეთურის წვერი რაიმე ზედაპირს, ან თვალს არ შეახოთ.

–         რომელიმე კომპონენტის მიმართ სპეციფიკური მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ.

–         ზოგიერთ შემთხვევაში, უმნიშვნელო მგრძნობელობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანმოკლე ჩხვლეტის შეგრძნება, ან გაღიზიანება ჩაწვეთებისას, რომელიც თვალის დახამხამების შემდეგ ქრება.

–         არ გადაყლაპოთ ხსნარი.

–         შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

–         ბოთლის გახსნის შემდეგ, ხსნარის გამოყენება შეიძლება 90 დღის განმავლობაში.

–         არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

–         თუ ხსნარის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, ხოლო სიმპტომები გრძელდება, მიმართეთ ოფთალმოლოგს.

–         არ გამოიყენოთ, თუ ბოთლი დაზიანებულია.

–         მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

 

შენახვა

ინახება 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.

 

გამოშვების ფორმა

10 მლ გელი.

 

მწარმოებელი

ნოვაქს® ფარმა

ლე კორონადო

20, ავ. დე ფონვეი

MC 98000 მონაკო.

www.novaxpharma.com