ბიოლექტრა Mgდირ.ფორტე.ფორთ#20პ

ბიოლექტრა Mgდირ.ფორტე.ფორთ#20პ

27.49 ლარი 23.36 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ჰერმესი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მაგნიუმის ოქსიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 145935
გააზიარე:

ბიოლექტრა მაგნიუმი 250 მგ დირექტი

ფორთოხლის არომატით

 

ერთი პაკეტი შეიცავს 250 მგ მიკრო გრანულებს მაგნიუმით.

საკვები დანამატი დამატკბობლებით.

 

მაგნიუმიმნიშვნელოვანროლსასრულებსადამიანისორგანიზმში

მაგნიუმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი ადამიანის ორგანიზმში - კუნთებისთვის, ნერვებისთვის, ძვლებისთვის და გონებრივი კეთილდღეობისთვის. იგი ააქტიურებს 300-ზე მეტ ენდოგენურ ფერმენტს და მონაწილეობს მრავალ სასიცოცხლო მნიშვნელობის მეტაბოლურ პროცესები.

მაგნიუმიმნიშვნელოვნადუწყობსხელს

  • კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას;
  • ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციას;
  • ამცირებს დაღლილობას და დაქანცულობას;
  • ნორმალური ძვლებისა და კბილების შენარჩუნებას;
  • ენერგეტიკული ცვლის და ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზებას.

 

მაგნიუმზესადღეღამისომოთხოვნილება

ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოს (EFSA) განცხადებით

მაგნიუმი 300 მგ ყოველდღიურად მიჩნეულია ადეკვატურ დოზად მოზრდილებში, მათ შორის ორსულებსა და მეძუძურ ქალებში. დაუბალანსებელი კვების ან მაგნიუმის მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში, ე.ი. მძიმე გონებრივი ან ფიზიკური სტრესის დროს, შეიძლება რთული იყოს მოთხოვნილების დაფარვა მხოლოდ კვებით. ასეთ შემთხვევებში, ბიოლექტრა® მაგნიუმი 250 მგ ფორტე გთავაზობთ მარტივ და პრაქტიკულ გზას საკვები დანამატის საშუალებით მიიღოთ მაგნიუმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზმისთვის შესაბამისი რაოდენობის მიწოდება.

 

მაგნიუმისთანამედროვემიწოდება

ბიოლექტრა მაგნიუმი 250 მგ დირექტი ფორთოხლის არომატით არის მაგნიუმის თანამედროვე და  მოსახერხებელი წყარო მაგნიუმის დეფიციტის ადვილად შესავსებად. მიკროგრანულების სახით სპეციალური სამკურნალო ფორმის გამო, ბიოლექტრა მაგნიუმის 250 მგ დირექტი ფორთოხლის არომატით, მიღება შესაძლებელია სითხის გარეშე.

 

გამოყენების წესი

ერთი პაკეტის შიგთავსი მიიღება ერთხელ დღეში.

დაიყარეთ მიკროგრანულები პირდაპირ ენაზე, დაელოდეთ სანამ მიკროგრანულები გაიხსნება, შემდეგ გადაყლაპეთ. პაკეტი იხსნება ისრის მიმართულებით.

 

გაფრთხილება

საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეიცავს ფენილალანინის წყაროს.

ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.

 

შემადგენლობა

მაგნიუმის ოქსიდი, დამატკბობელი (სორბიტოლები), მჟავა (ნატრიუმის ციტრატები), გასქელება (ნატრიუმის კარბოქსი მეთილის ცელულოზა), მჟავა (ლიმონმჟავა), შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალება (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები), არომატიზატორი, დამატკბობლები (ასპარტამი, ციკლამატი).

 

ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ

ერთ პაკეტში

რეკომენდებული სადღეღამისო დოზის %*

მაგნიუმი

250 მგ

67 %

 

*No1169/2011 რეგლამენტის (EU) მიხედვით

 

შემცველობა

20 პაკეტი.

ვეგანური შემადგენლობა.

არ შეიცავს შაქარს.

არ შეიცავს გლუტენს.

არ შეიცავს ლაქტოზას.

ბიოლექტრა მაგნიუმი 250 მგ დირექტი ფორთოხლის არომატით - მაღალი ხარისხის საკვები დანამატია. ბიოლექტრა მაგნიუმის 250 მგ დირექტი ფორთოხლის არომატით ორგანიზმს ეხმარება მაგნიუმზე ინდივიდუალური ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში.

 

ბიოლექტრა მაგნიუმი 250 მგ დირექტთან დაკავშირებით, რაიმე დამატებითი შეკითხვის

შემთხვევაში მიმართეთ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე:

[email protected] (დისტრიბუტორის ელექტრონული ფოსტა).