დერმედიკი-MELUMINშრატი30მლ+დღის კრემი15მლSPF50+მიც.ემულსია25მლ

დერმედიკი-MELUMINშრატი30მლ+დღის კრემი15მლSPF50+მიც.ემულსია25მლ

88.76 ლარი 44.38 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
კოდი: 145890
გააზიარე:

დერმედიკი-MELUMINშრატი30მლ+დღის კრემი15მლSPF50+მიცელარული ემულსია25მლ შრატი: დერმედიკი-ლაქების საწინააღმდეგო შრატი 30მლ. ათანაბრებს კანის ფერს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას 68%-მდე. მომენტალურად ატენიანებს და არბილებს კანს. გამოიყენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპერპიგმენტაციისას, მზის შემდგომი და პოსტ აკნე ლაქებისას, ჭორფლების, არათანაბარი კანის ფერის დროს. დაპატენტებული კომპლექსი Melumin TristageTM შეიცავს ნიაცინამიდს, კაფსულირებულ C ვიტამინს, არბუტინს და Lightderm®- თანამედროვე აქტიურ ინგრედიენტებს, რაც ამცირებს ტიროზინაზას აქტივობას და მელანინის ტრანსპორტს ეპიდერმულ უჯრედებში. ორი ფორმის C ვიტამინი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ასტიმულირებს კოლაგენის ბოჭკოების ფორმირებას, რაც იცავს კანს დაბერების ნიშნებისგან. > 68%-ით შემცირებული ლაქები 4 კვირის გამოყენების შემდეგ >კანის ელასტიურობის მატება> არაკომედოგენურობა. გამოყენების წესი: დაიტანეთ პროდუქტი თანაბრად სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, დაიტოვეთ სრულ შეწოვამდე. შრატის შესაძლო ფერის ცვლილება მეტყველებს C ვიტამინის მაღალ კონცენტრაციაზე.
დღის კრემი- ამცირებს კანზე პიგმენტაციას და ახდენს დაბერების პროცესების პრევენციას. ხელს უშლის სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპერპიგმენტაციის წარმოქმნას, მათ შორის მზის ლაქების, ასაკობრივი ლაქების და პერიმენოპაუზული ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი კანის ცვლილებებს. დაპატენტებული Melumin Tristage კომპლექსი ხასიათდება მრავალმხრივი, დეპიგმენტაციის საწინააღმდეგო თვისებით. გამოყენების წესი: დაიტანეთ დილით სუფთა სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე. ჰიპოალერგიული / კლინიკურად შემოწმებული
დერმედიკი-პიგმენტური ლაქების გამაღიავებელი ემულსია-ეფექტურად ასუფთავებს, აშორებს მაკიაჟს. გამოიყენება სახის, კისერის და დეკოლტეს ზონაზე. გამოყენების ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის პიგმენტაცია-ჭორფლები, მზის ლაქები, ასაკობრივი ლაქები, პოსტ-აკნე ლაქები, ჰორმონალური წარმოშობის ლაქები, მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად გაჩენილი ლაქები, სახის უსიცოცხლო, არა-ერთგვაროვანი ფერი და დაბერების ნიშნები. გამოყენების წესი:დაიტანეთ პროდუქტის მცირე რაოდენობა მშრალ კანზე სახეზე და თვალების გარშემო. დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობით და ჩამოიბანეთ წყლით.
მწარმოებელი კომპანია BIOGENED SA. POLAND, ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ავერსი ფარმა".