პიტაბელი 2მგ #30ტ

პიტაბელი 2მგ #30ტ

36.76 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ნობელ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პიტავასტატინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 145679
გააზიარე:

პიტაბელი 2 მგ

პიტაბელი 4 მგ

 

შემადგენლობა

პიტაბელი 2მგ

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 2.09 მგ პიტავასტატინის კალციუმს, რაც შეესაბამება 2 მგ პიტავასტატინს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, საღებავი: ტიტანის დიოქსიდი (E171).

 

პიტაბელი 4მგ

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 4.18 მგ პიტავასტატინის კალციუმს, რაც შეესაბამება 4 მგ პიტავასტატინს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, საღებავი: ტიტანის დიოქსიდი (E171).

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰმგ-კოА რედუქტაზას ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: С10АA08.

 

მოქმედების მექანიზმი

პიტავასტატინი კონკურენტულად აინჰიბირებს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ-A (ჰმგ-კოA) რედუქტაზას, ახდენს ქოლესტერინის ბიოსინთეზში ფერმენტის მოქმედების სიჩქარის შეზღუდვას და ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის დათრგუნვას. შედეგად კი, ღვიძლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლპ) რეცეპტორების ექსპრესია იზრდება, რაც ხელს უწყობს სისხლში ცირკულირებადი დსლპ-ის შთანთქმას, სისხლში საერთო ქოლესტერინისა და დსლპ ქოლესტერინის კონცენტრაციების დაქვეითებას. ქოლესტერინის ღვიძლისმიერი სინთეზის ხანგრძლივი ინჰიბირება ამცირებს სისხლში ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლპ) გამოყოფას, სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების (ტგ) დონის დაქვეითებით.   

 

ფარმაკოდინამიკური თვისებები

პიტავასტატინი ამცირებს დსლპ ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ კონცენტრაციებს და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების-ქოლესტერინის (მსლპ-ქს) კონცენტრაციას. პრეპარატი ამცირებს აპოლიპოპროტეინ-B-ს (აპო-B-ს) კონცენტრაციას და იწვევს აპო-A1-ის კონცენტრაციის ცვალებად ზრდას (იხ. ცხრილი 1). ის ასევე ამცირებს მაღალი სიმკვრივის არალიპოპროტეინული ქოლესტერინის კონცენტრაციას და მომატებულ საერთო ქოლესტერინის/მსლპ ქოლესტერინის კონცენტრაციას, და აპო-B/აპო-A1-ის თანაფარდობებს.

 

ცხრილი 1. რეაქცია დოზაზე პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (დაკორექტირებული საშუალო ცვლილება პროცენტებში საწყის მაჩვენებელთან შედარებით 12 კვირის განმავლობაში)

 

დოზა

N

დსლპ-ქს

სქ*

მსლპ-ქს

ტგ

აპო-B

აპო-A1

პლაცებო

51

-4.0

-1.3

2.5

-2.1

0.3

3.2

1 მგ

52

-33.3

-22.8

9.4

-14.8

-24.1

8.5

2 მგ

49

-38.2

-26.1

9.0

-17.4

-30.4

5.6

4 მგ

50

-46.5

-32.5

8.3

-21.2

-36.1

4.7

* არაკორექტირებული

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

პიტავასტატინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში და სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კოცენტრაციები მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. პრეპარატი უცვლელი სახით გადის ენტეროჰეპატურ ცირკულაციას და კარგად შეიწოვება მლივი და თეძოს ნაწლავიდან. პიტავასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 51%-ს.

განაწილება

პიტავასტატინი 99%-ზე მეტად უკავშირდება ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს და ალფა1-მჟავა გლიკოპროტეინს, და განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 133ლ. პიტავასტატინი აქტიურად აღწევს ჰეპატოციტებში, მოქმედებისა და მეტაბოლიზმის ადგილში, მრავალი ღვიძლისმიერი ტრანსპორტიორით, მათ შორის ОATP1B1 და OATP1B3. პლაზმაში AUC ვარირებს დაახლოებით 4-ჯერად დიაპაზონში მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის. SLCO1B1-ის (გენი, რომელიც ახდენს ОATP1B1 კოდირებას) კვლევა გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ გენის პოლიმორფიზმს შეუძლია ახსნას AUC მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ვარიაბელობა. პიტავასტატინი არ არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი.

ბიოტრანსფორმაცია

პლაზმაში პიტავასტატინი შედის ძირითადად უცვლელი ფორმით. მთავარ მეტაბოლიტს წარმოადგენს არააქტიური ლაქტონი, რომელიც წარმოიქმნება ეთერის ტიპის პიტავასტატინის გლუკურონიდის კონიუგატიდან UDP-გლუკურონოზილტრანსფერაზას (UGT1A3 და 2B7) მონაწილეობით. ადამიანის ციტოქრომ P450 (СYP)-ის 13 იზოფორმის გამოყენებით ჩატარებული  in vitro კვლევებით ნაჩვენებია, რომ СYP-ის საშუალებით პიტავასტატინის მეტაბოლიზმი მინიმალურია; CYP2C9 (და ნაკლები ხარისხით CYP2C8) მონაწილეობს პიტავასტატინის მეტაბოლიზმში მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტების წარმოქმნით.

გამოყოფა

პიტავასტატინი უცვლელი სახით სწრაფად გამოიყოფა ღვიძლიდან ნაღველში, მაგრამ განიცდის ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას, რაც იწვევს მისი მოქმედების გახანგრძლივებას. პიტავასტატინის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 5.7 საათსა (ერთჯერადი დოზა) და 8.9 საათს (სტაბილური მდგომარეობა) შორის და კლირენსის აშკარა საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა არის 43,4 ლ/სთ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ.  

 

საკვების გავლენა

პიტავასტატინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 43%-ით შემცირდა ცხიმების მაღალი შემცველობით საკვების მიღების შემდეგ, თუმცა AUC დარჩა უცვლელი.   

 

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმულები

ფარმაკოკინეტიკის კვლევაში, რომელშიც შედარებული იქნა ჯანმრთელი და ხანდაზმული (>65 წელი) მოხალისეები, პიტავასტატინის AUC 1.3-ჯერ უფრო მაღალი იყო ხანდაზმულ პირებში.  ეს არ ახდენდა გავლენას პიტავასტატინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე ხანდაზმულ პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში.

 

სქესი

ფარმაკოკინეტიკის კვლევაში, რომელშიც შედარებული იქნა მამრობითი და მდედრობითი სქესის ჯანმრთელი მოხალისეები, პიტავასტატინის AUC 1.6-ჯერ გაზრდილი იყო ქალებში.  ეს არ ახდენდა გავლენას პიტავასტატინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე ქალებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში.

 

რასა

იაპონელებსა და ევროპეიდული რასის ჯანმრთელ მოხალისეებს შორის ასაკისა და სხეულის წონის გათვალისწინებით, პიტავასტატინის ფარმაკოკინეტიკის პროფილის რაიმე განსხვავება არ აღინიშნა.

 

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებსა და მოზარდებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. კვლევაში NK-104-4.01EU (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“) ნიმუშების შერჩევით აღებისას გამოვლინდა სისხლის პლაზმაში პიტავასტატინის კოცენტრაციაზე დოზადამოკიდებული გავლენა მიღებიდან 1 საათის შემდეგ. ასევე ნაჩვენებია, რომ დოზის მიღებიდან 1 საათში კონცენტრაცია იყო (უკუპროპორციულად) დაკავშირებული სხეულის მასასთან, და შეიძლება უფრო მაღალი იყოს ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.

 

თირკმელების უკმარისობა

თირკმელების საშუალო ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში AUC მნიშვნელობა გაიზარდა შესაბამისად 1.8 და 1.7-ჯერ  (იხ. პარაგრაფი “დოზირება და მიღების წესი“).

 

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) უკმარისობის მქონე პაციენტებში AUC 1.6-ჯერ უფრო მაღალი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ხოლო ღვიძლის საშუალო (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით)  უკმარისობის მქონე პაციენტებში AUC იყო 3.9-ჯერ უფრო მაღალი. ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შეზღუდვა (იხ. პარაგრაფი “დოზირება და მიღების წესი“).

პიტაბელი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის,

 

ჩვენება

პიტაბელი ნაჩვენებია მომატებული საერთო ქოლესტერინის (სქ) და დსლპ-ქს-ის დასაქვეითებლად მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის და კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიის ჩათვლით, როდესაც დიეტაზე და სხვა არაფარმაკოლოგიურ ღონისძიებებზე პასუხი არაადეკვატურია.

 

უკუჩვენება

პიტაბელი უკუნაჩვენებია:

  • პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით პიტავასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების ან სხვა სტატინების მიმართ;  
  • პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ღვიძლის აქტიური დაავადებით ან   შრატისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის აუხსნელი, მდგრადი მატებით (ნორმის ზედა ზღვარზე [ნზზ] 3-ჯერ მეტად);
  • პაციენტებში მიოპათიით;
  • პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია ციკლოსპორინით;  
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე შვილოსნობის ასაკში მყოფ ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდებს.

 

გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები

მოქმედება კუნთების მხრივ

როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების (სტატინების) გამოყენების შემთხვევაში, არსებობს მიალგიის, მიოპათიის და, უფრო იშვიათად, რაბდომიოლიზის განვითარების ალბათობა. რეკომენდებულია, რომ პაციენტმა შეატყობინოს ექიმს კუნთების მხრივ ნებისმიერი სიმპტომის შესახებ. ნებისმიერ პაციენტს, რომელიც შეატყობინებს კუნთების ტკივილის, მგრძნობელობის ან სისუსტის შესახებ, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის ან ცხელების თანხლებით, უნდა ჩაუტარდეს კრეატინკინაზას დონის განმსაზღვრელი ანალიზი.

არ შეიძლება კრეატინკინაზას აქტივობის განსაზღვრა ინტენსიური ვარჯიშის ან კრეატინკინაზას მაჩვენებლის მომატების სხვა შესაძლო მიზეზის არსებობისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შედეგის შეცვლა. თუ კრეატინკინაზას მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მომატებულია (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი), საჭიროა დამადასტურებელი ანალიზის ჩატარება 5-7 დღის განმავლობაში. 

ცნობილია იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათიის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ ზოგიერთი სტატინით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დასრულების შემდეგ. იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათია კლინიკურად ხასიათდება პროქსიმალური კუნთების ხანგრძლივი სისუსტით და სისხლის შრატში კრეატინკინაზას კონცენტრაციის მომატებით, რომელიც ნარჩუნდება სტატინებით მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად.

პიტაბელი არ გამოიყენება ფუზიდის მჟავას სისტემურ თერაპიასთან ერთად ან მისი გამოყენების შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. თუ სისტემური ფუზიდის მჟავას გამოყენება აუცილებელია, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფუზიდის მჟავისა და სტატინების კომბინაციას, რეგისტრირებულია რაბდომიოლიზის განვითარების (მათ შორის, ზოგიერთი ლეტალური) შემთხვევები (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“). კუნთების სისუსტის, ტკივილის ან მგრძნობელობის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტისთვის რეკომენდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო რჩევისთვის.

სტატინებით თერაპიის განახლება შეიძლება ფუზიდის მჟავას ბოლო დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ. ერთეულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს ესაჭიროება ფუზიდის მჟავის ხანგრძლივი სისტემური გამოყენება, მაგალითად მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, პიტაბელისა და ფუზიდის მჟავას ერთდროულად გამოყენების აუცილებლობა განიხილება ინდივიდუალურად პაციენტის მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით.

მკურნალობამდე

სხვა სტატინების მსგავსად, პიტაბელი სიფრთხილის ზომების დაცვით ენიშნებათ რაბდომიოლიზის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებს. საჭიროა კრეატინკინაზას დონის განსაზღვრა საწყისი მაჩვენებლის დასადგენად შემდეგ შემთხვევებში:

  • თირკმელების უკმარისობა,
  • ჰიპოთირეოზი,
  • კუნთების მხრივ მემკვიდრეობითი დარღვევების პირადი ან ოჯახის წევრების ანამნეზი,
  • მიოტოქსიკურობა ფიბრატების ან სხვა სტატინის მიღებისას ანამნეზში,
  • ღვიძლის დაავადება ან ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება ანამნეზში,
  • ხანდაზმული პაციენტები (70 წელს ზემოთ) რაბდომიოლიზის სხვა რისკ-ფაქტორებით.

 

ამ შემთხვევებში რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება და განხილული უნდა იქნას მკურნალობის რისკი შესაძლო სარგებელთან მიმართებით. პიტაბელით მკურნალობის დაწყება რეკომენდებული არ არის, თუ კრეტინკინაზას მნიშვნელობა 5-ჯერ მეტია ნორმის ზედა ზღვართან შედარებით.

 

მკურნალობის პერიოდში

რეკომენდებულია, რომ პაციენტმა დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს კუნთების ტკივილის, სისუსტის ან სპაზმების განვითარების შესახებ. აუცილებელია კრეატინკინაზას დონის განსაზღვრა და მკურნალობის შეწყვეტა კრეატინკინაზას დონის გაზრდის შემთხვევაში (5-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით). მკურნალობის შეწყვეტის საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები კუნთების მხრივ მძიმედ გამოხატულია, იმ შემთხვევაშიც, თუ კრეატინკინაზას დონე ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ ნაკლები ან ტოლია. თუ სიმპტომები ქრება და კრეატინკინაზას დონე უბრუნდება ნორმას, შეიძლება 1 მგ დოზით პიტაბელის განმეორებითი დანიშვნის საკითხის განხილვა პაციენტზე მკაცრი დაკვირვებით.

 

გავლენა ღვიძლზე

როგორც სხვა სტატინები, პიტაბელი სირთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, ანამნეზში ღვიძლის დაავადების არსებობისას ან რეგულარულად ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებისას. რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა პიტაბელით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის პერიოდში. პიტაბელით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ შრატში ტრანსამინაზების (ალტ და ასტ) კონცენტრაცია მუდმივად 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.

 

გავლენა თირკმელებზე

პიტაბელი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში თირკმელების ზომიერი ან მძიმე ხარისხის უკმარისობით.

დოზის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ  მკაცრი მეთვალყურეობით. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის 4 მგ დოზის დანიშვნა რეკომენდებული არ არ არის (იხ. პარაგრაფი „დოზირება და მიღების წესი“).

 

შაქრიანი დიაბეტი

არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სტატინები, როგორც სამკურნალო საშუალებების კლასი, იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებას და ზოგიერთ პაციენტში დიაბეტის განვითარების მაღალი რისკით მომავალში შეიძლება მოახდინოს ჰიპერგლიკემიის ისეთი დონის პროვოცირება, რომლის დროსაც ნაჩვენებია დიაბეტის სტანდარტული მკურნალობა. თუმცა, ეს რისკი გადაიწონება სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების რისკის შემცირებით სტატინებით მკურნალობისას. ამიტომ, სტატინებით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი არ არსებობს. ჰიპერგლიკემიის რისკის ჯგუფის პაციენტებში (უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია 5.6-დან 6,9 მმოლ/ლ, სმი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია, ჰიპერტენზია) საჭიროა კლინიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლების მონიტორინგი ნაციონალური რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, პიტავასტატინის გამოყენებისას დიაბეტის განვითარების რისკის დადასურებული ფაქტი უსაფრთხოების პოსტმარკეტინგული დაკვირვებითი კვლევების ან პროსპექტული კვლევების შედეგებით არ არსებობს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

 

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება

ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში, აღინიშნა ფილტვის ინტერსტიციული დაავადების ერთეული შემთხვევები (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). დაავადების გამოვლინებები შესაძლოა იყოს ქოშინი, არაპროდუქტიული ხველა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (სისუსტე, წონის დაკლება და ცხელება). ფილტვის ინტერსტიციულ დაავადებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა სტატინით თერაპიის შეწყვეტა.

 

პედიატრიული პოპულაცია

შეზღუდულია მონაცემები ზრდასა და სქესობრივ სიმწიფეზე ხანგრძლივი გავლენის შესახებ 6 წლის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პიტავასტატინს. საჭიროა მდედრობითი სქესის მოზარდების ინფორმირება ჩასახვის საწინააღმდეგო სათანადო ზომების მიღების შესახებ პიტაბელით მკურნალობის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“, პარაგრაფი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“). 

 

სხვა ეფექტები

ერითრომიცინით, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკებით ან ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია პიტაბელის მიღების დროებით შეწყვეტა (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“). პიტაბელი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება ისეთი პრეპარატებით მკურნალობისას, რომლებიც იწვევს მიოპათიას (მაგალითად, ფიბრატები ან ნიაცინი, იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“). 

ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, Lapp-ლაქტაზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პიტაბელი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“). პიტაბელით მკურნალობის პერიოდში შვილოსნობის ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდები. რამდენადაც ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, ჰმგ-კოА რედუქტაზას ინჰიბიტორების პოტენციური რისკი აჭარბებს მკურნალობის სარგებელს ორსულებში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია რეპროდუქციული ტოქსიკურობა, მაგრამ არ არის ნაჩვენები ტერატოგენული პოტენციალი. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას, მკურნალობა უნდა შეწყდეს ჩასახვამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე. პიტაბელით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 

ძუძუთი კვება

პიტაბელი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“). პიტავასტატინი გამოიყოფა ვირთაგვების რძეში. ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში.

 

ფერტილობა 

დღეისათვის მონაცემები არ არსებობს.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ არსებობს მონაცემები გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიუთითებდა, რომ პიტავასტატინის მიღებისას პაციენტებს აღენიშნებათ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სახიფათო ტექნიკის გამოყენების უნარის დარღვევა, თუმცა გასათვალისწინებელია შეტყობინებები პიტავასტატინის მიღებისას  თავბრუსხვევისა და ძილიანობის განვითარების შესახებ. 

 

გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში პიტავასტინით ნამკურნალები პაციენტების  4%-ზე ნაკლები გამოირიცხა არასასურველი მოვლენების განვითარების გამო. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში პიტავასტატინით გამოწვეული ყველაზე ხშირად აღნიშნული არასასურველი რეაქცია იყო მიალგია.

 

არასასურველი რეაქციების შეჯამება

გლობალურ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებსა და გაფართოებულ კვლევებში რეკომენდებული დოზების გამოყენებისას აღნიშნული არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია ქვემოთ ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით.

გამოვლენის სიხშირე შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100, <1/10); არც ისე ხშირად (>1/1000, <1/100); იშვიათად (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000) და სიხშირე უცნობია.

 

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არც ისე ხშირად: ანემია.

 

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

არც ისე ხშირად: ანორექსია.

 

ფსიქიკის დარღვევები 

არც ისე ხშირად: უძილობა.

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: თავის ტკივილი.

არც ისე ხშირად: თავბრუსხვევა, დისგევზია, ძილიანობა.

 

დარღვევები მხედველობის მხრივ

იშვიათად: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება.

 

დარღევები სმენის ორგანოსა და ვესტიბულური აპარატის მხრივ

არც ისე ხშირად: ხმაური ყურებში.

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირად: შეკრულობა, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა.

არც ისე ხშირად: ტკივილი მუცლის არეში, პირის ღრუს სიმშრალე, ღებინება.

იშვიათად: გლოსოდინია, მწვავე პანკრეატიტი.

 

ჰეპატობილიარული დარღვევები

არც ისე ხშირად: ტრანსამინაზების (ასპარტატამინოტრანსფერაზა, ალანინამინოტრანსფერაზა) აქტივობის მომატება.

იშვიათად: ქოლესტაზური სიყვითლე.

 

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არც ისე ხშირად: ქავილი, გამონაყარი.

იშვიათად: ჭინჭრის ციება, ერითემა.

 

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების მხრივ

ხშირად: მიალგია, ართრალგია.

არც ისე ხშირად: კუნთების სპაზმი.

სიხშირე უცნობია: იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათია (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

 

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ

არც ისე ხშირად: პოლაკიურია.

 

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

არც ისე ხშირად: ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, პერიფერიული შეშუპება.

 

კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში პიტავასტატინის მიღების ჯგუფში 2800 პაციენტიდან 49-ს (1.8%) აღენიშნა კრეატინკინაზას დონის 3-ჯერ მატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით. დონეები, რომლებიც >10-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს, კუნთების მხრივ სიმპტომების თანხლებით,  იშვიათი იყო და აღენიშნა კლინიკური ცდების პროგრამაში მონაწილე 2406 პაციენტიდან მხოლოდ ერთს 4 მგ პიტავასტატინის ჯგუფში (0.04%).

 

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური უსაფრთხოების მონაცემთა ბაზა შეიცავს პიტავასტატინით  ნამკურნალები 142 პედიატრიულ პაციენტში გამოყენების უსაფრთხოების მონაცემებს, რომელთაგან 87 პაციენტი იყო  6-11 წლის, ხოლო 55 პაციენტი - 12-17 წლის. საერთო ჯამში, 91 პაციენტი იღებდა პიტავასტატინს 1 წლის განმავლობაში, 12 პაციენტი იღებდა პიტავასტატინს 2.5 წლის განმავლობაში და 2 პაციენტი - 3 წლის განმავლობაში. პივასტატინით ნამკურნალები პაციენტების 3%-ზე ნაკლები გაირიცხა გვერდითი მოვლენების გამო. კლინიკური პროგრამის ფარგლებში პიტავასტატინის მიღებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები იყოს თავი ტკივილი (4.9%), მიალგია (2.1%) და ტკივილი მუცლის არეში (4.9%). არსებული მონაცემების საფუძველზე მოსალოდნელია, რომ ბავშვებში არასასურველი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმის ხარისხი იქნება მოზრდილებში აღნიშნულის მსგავსი.

 

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

იაპონიაში ჩატარადა ორწლიანი პროსპექტული პოსტმარკეტინგული დაკვირვებითი კვლევა დაახლოებით 20000 პაციენტის მონაწილეობით. კვლევაში 20000 პაციენტის დიდი უმრავლესობა იღებდა 1 მგ ან 2 მგ პიტავასტატინს, და არა 4 მგ-ს. პაციენტების 10.4%-ში რეგისტრირებულია არასასურველი მოვლენები, რომელთა მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი პიტავასტატინთან არ შეიძლება გამოირიცხოს, ხოლო პაციენტების 7.4%-ში მკურნალობა შეწყდა არასასურველი მოვლენების გამო. მიალგიის მაჩვენებელი შეადგენდა 1.08%-ს. არასასურველი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი. 2 წლის განმავლობაში არასასურველი მოვლენების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო ანამნეზში სამკურნალწამლო ალერგიის (20.4%) ან ღვიძლის თუ თირკმელების დაავადების (13.5%) მქონე პაციენტებში.

ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები და მათი სიხშირე, რომლებიც აღინიშნა პროსპექტულ პოსტმარკეტინგულ დაკვირვებით კვლევაში, და არა გლობალურ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში.

 

ჰეპატობილიარული დარღვევები

იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები, დარღვევა ღვიძლის მხრივ.

 

დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

იშვიათი: მიოპათია, რაბდომიოლიზი.

პოსტმარკეტინგულ დაკვირვებით კვლევაში აღინიშნა რაბდომიოლიზის ორი შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას (პაციენტების 0.01%).

გარდა ამისა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებულია სპონტანური შეტყობინებები ჩონჩხის კუნთების მხრივ მოვლენების, მათ შორის მიალგიისა და მიოპათიის, შესახებ, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პიტავასტატინის რეკომენდებულ დოზებს. ასევე რეგისტრირებულია რაბდომიოლიზის შემთხვევები, თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე, ფატალური რაბდომიოლიზის შემთხვევების ჩათვლით. ასევე რეგისტრირებულია შემდეგი მოვლენების სპონტანური შეტყობინებები (სიხშირე აღნიშნულია პოსტმარკეტინგულ კვლევებში):

 

ნერვული სისტემის დარღვევები

არც ისე ხშირად: ჰიპესთეზია.

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათი:  დისკომფორტი მუცლის არეში.

 

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

სიხშირე უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება.

 

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების მხრივ

სიხშირე უცნობია: მგლურას მსგავსი სინდრომი.

 

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ

იშვიათად: გინეკომასტია.

 

სტატინებისთვის, როგორც კლასისთვის, დამახასიათებელი მოვლენები

ზოგიერთ სტატინთან დაკავშირებით რეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი მოვლენები:

  • ძილის დარღვევები, ღამის კოშმარების ჩათვლით;
  • მეხსიერების დაკარგვა;
  • სქესობრივი დისფუნქცია;
  • დეპრესია;
  • ფილტვის ინტერსტიციული დაავადების ერთეული შემთხვევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში  (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“);
  • შაქრიანი დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებული იქნება რისკ-ფაქტორების არსებობასა თუ არ არსებობაზე (უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია >5.6 მმოლ/ლ, სმი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია, ჰიპერტენზია ანამნეზში).

 

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ არასასურველ მოვლენას.

 

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება

პიტავასტატინი აქტიურად ტრანსპორტირდება ადამიანის ჰეპატოციტებში ღვიძლის რამდენიმე ტრანსპორტიორის საშუალებით (მათ შორის, ორგანული ანიონების გადამტანი პოლიპეპტიდი, OATP), რომლებიც შეიძლება ჩართული იყოს ქვემოთ მითითებულ ზოგ ურთიერთქმედებაში:

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინის ერთჯერადი დოზის პიტავასტატინთან ერთად მიღება სტაბილურ მდგომარეობაში იწვევდა პიტავასტატინის AUC 4.6-ჯერ ზრდას. ციკლოსპორინის სტაბილური მდგომარეობის გავლენა პიტაბელის სტაბილურ მდგომარეობაზე ცნობილი არ არის. პიტაბელი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ციკლოსპორინით (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).

ერითრომიცინი

პიტავასტატინთან ერთდროულად გამოყენება იწვევდა პიტავასტატინის AUC 2.8-ჯერ ზრდას. ერითრომიცინის ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიღების პერიოდში რეკომენდებულია პიტაბელით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. 

გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები

ფიბრატების მონოთერაპიის სახით გამოყენება ზოგჯერ დაკავშირებული იყო მიოპათიის განვითარებასთან. ფიბრატების სტატინებთან ერთდროულად გამოყენება დაკავშირებული იყოს მიოპათიის და რაბდომიოლიზის მომატებულ რისკთან. პიტაბელი სიფრთხილის ზომების დაცვით ინიშნება ფიბრატებთან ერთად (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში პიტავასტატინის გემფიბროზილთან ერთდროულად გამოყენება იწვევდა პიტავასტატინის AUC 1.4-ჯერ ზრდას, ხოლო ფენოფიბრატის AUC 1.2-ჯერ ზრდას.

ნიაცინი

პიტავასტატინისა და ნიაცინის ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული. ნიცინის მონოთერაპია დაკავშირებული იყო მიოპათიასთან და რაბდომიოლიზთან. შესაბამისად, პიტაბელი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება ნიაცინთან კომბინაციაში.

ფუზიდის მჟავა

მიოპათიის რისკი, რაბდომიოლიზის ჩათვლით, შეიძლება გაიზარდოს სისტემური ფუზიდის მჟავისა და სტატინების თანმხლები გამოყენებისას. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი (ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური, ან ორივე) ჯერ ცნობილი არ არის. რაბდომიოლიზის (მათ შორის, ზოგიერთი ლეტალური) შემთხვევები რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ კომბინაციას. თუ სისტემური ფუზიდის მჟავის გამოყენება აუცილებელია, პიტაბელით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავის გამოყენების პერიოდში (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

რიფამპიცინი

ერთდროულად პიტავასტატინის მიღება იწვევდა პიტავასტატინის AUC 1.3-ჯერ გაზრდას, ღვიძლის მიერ შთანთქმის შედეგად.

პროტეაზას ინჰიბიტორები და არანუკლეოზიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები ლოპინავირის/რიტონავირის, დარუნავირის/რიტონავირის, ატაზანავირის ან ეფავირენცის პიტავასტატინთან ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს პიტავასტატინის AUC უმნიშვნელო ცვლილებებს.

ეზეტიმიბი და მისი გლუკურონიდული მეტაბოლიტი თრგუნავს ქოლესტერინის შეწოვას საკვები პროდუქტებიდან და ნაღვლიდან. პიტავასტატინის ერთდროულად მიღება არ ახდენს გავლენას ეზეტიმიბის ან მისი გლუკურონიდული მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციაზე, ხოლო ეზეტიმიბი არ ახდენს გავლენას პიტავასტატინის პლაზმურ კოცენტრაციაზე.

CYP3A4-ის ინჰიბიტორები

იტრაკონაზოლისა და გრეიფრუტის წვენის, CYP3A4-ის ცნობილი ინჰიბიტორების, ურთიერთქმედების კვლევებით არ არის გამოვლენილი მნიშვნელოვანი ეფექტი პიტავასტატინის პლაზმურ კონცენტრაციებზე.

დიგოქსინი

დიგოქსინი,  P-გლიკოპროტეინის ცნობილი სუბსტრატი, არ შედის ურთიერთქმედებაში პიტავასტატინთან. ერთდროულად მიღებისას პიტავასტატინისა თუ დიგოქსინის კონცენტრაციების რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოვლენილი არ არის.

ვარფარინი

ვარფარინის სტაბილური ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებები (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა და პროთრომბინის დრო) ჯანმრთელ მოხალისეებში არ იყო დამოკიდებული დღე-ღამეში 4 მგ პიტავასტატინის ერთდროულად მიღებაზე. თუმცა, როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, ვარფარინით მკურნალობის პერიოდში პიტაბელის დამატებისას საჭიროა პროთრომბინის დროის ან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის კონტროლი.

 

პედიატრიული პოპულაცია

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში. პედიატრიულ პაციენტებში ურთიერთქმედების ხარისხი უცნობია.

 

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებმა უნდა დაიცვან ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტა. დიეტის დაცვის გაგრძელება მნიშვნელოვანია მკურნალობის პერიოდში.

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.  დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს 4 კვირის ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალით. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად დსლპ-ქს-ის დონის, თერაპიის სქემისა და პაციენტის მდგომარეობის  მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 მგ-ს.

ხანდაზმული პაციენტები

70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფები „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:

ბავშვებში პიტაბელი გამოიყენება მხოლოდ ჰიპერლიპიდემიის მკურნალობის საკითხში გამოცდილების მქონე ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგით.

ბავშვებსა და მოზარდებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს 4 კვირის ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალით. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად დსლპ-ქს-ის დონის, თერაპიის სქემისა და პაციენტის მდგომარეობის  მიხედვით. 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 მგ-ს. 10 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 მგ-ს (იხ. პარაგრაფები „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

6 წლამდე ასაკის ბავშვები:

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პიტავასტატინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის და მონაცემები არ არსებობს.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევისას პიტავასტატინი დოზის კორექტირება საჭირო არ არის, მაგრამ  გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. თირკმელების ფუნქციის ნებისმიერი ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში მონაცემები 4 მგ დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდულია. შესაბამისად, 4 მგ დოზა გამოიყენება მხოლოდ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ დოზის თანდათანობით ტიტრაციის შემდეგ. თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში 4 მგ დოზის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში 4 მგ დოზის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 2 მგ-ის გამოყენება შეიძლება მკაცრი მონიტორინგით (იხ. პარაგრაფები „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

 

მიღების წესი

მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის, ტაბლეტები მიიღება მთლიანად. პიტაბელის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერი მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტის მიღება სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს. სტატინებით თერაპია ზოგადად, უფრო ეფექტიანია საღამოს მიღებისას, ლიპიდური ცვლის დღე-ღამის რიტმის გათვალისწინებით.

თუ ბავშვს ან მოზარდს არ შეუძლია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, საჭიროების შემთხვევაში, ის შეიძლება გაიხსნას ჭიქა წყალში, რომელიც მიიღება გახსნისთანავე. სრული დოზის უზრუნველსაყოფად ჭიქა გამოავლეთ დამატებითი მოცულობის წყლით და მიიღეთ დაუყოვნებლივ. ტაბლეტები არ უნდა გაიხსნას მჟავე ხილის წვენებში ან რძეში.

 

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბებისას სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და შემანარჩუნებელი ღონისძიებები. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი და კრეატინკინაზას აქტივობაზე დაკვირვება. ჰემოდიალიზი სავარაუდოდ ნაკლებად ეფექტიანია.

 

გამოშვების ფორმა

პიტაბელი 2 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ბლისტერულ შეფუთვაში  აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი.

 

პიტაბელი 4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ბლისტერულ შეფუთვაში  აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25°С-ზე, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა: 2 წელი

 

გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტით. პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

 

ლიცენზიის მფლობელი

NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სტამბოლი/თურქეთი.

 

მწარმოებელი

NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

დუზჯე/თურქეთი.

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (145 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-07-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-07-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-07-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-07-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-07-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-07-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-07-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-07-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-07-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-07-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-07-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-07-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-07-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-07-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-07-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-07-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-07-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-07-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-07-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-07-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-07-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-07-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-07-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-07-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-07-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-07-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-07-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-07-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-07-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2026-07-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-07-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2026-07-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2026-07-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2026-07-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-07-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-07-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-07-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2026-07-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2026-07-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2026-07-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-07-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-07-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-07-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2026-07-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2026-07-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-07-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-07-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-07-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-07-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-07-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-07-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-07-01

რეგიონი (53 აფთიაქი)

ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-07-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2026-07-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-07-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2026-07-01