ჰეპასტრონგ ამინო ფორტე#15პაკ
გააზიარე:
ჰეპასთრონგ ამინო ფორტე
სურსათის დანამატი ჰეპასთრონგ ამინო ფორტე, ამინომჟავების და ვიტამინების ფორმულა ღვიძლის ფუნქციისთვის, წარმოადგენსშარდოვანას ციკლში მონაწილე 4 ამინომჟავის კომპლექსს B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად. იგი უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას აზოტის ექსკრეციის გაუმჯობესების გზით; არეგულირებს ლიპიდებისა და ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმს; ხელს უშლის სტეატოზს; ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; აძლიერებს ჰეპატოციტების რეგენერაციას.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები 1 საშეტში:
L-ორნითინის ჰიდროქლორიდი |
1500 მგ |
- |
ქოლინის ბიტარტრატი (ქოლინი) |
500 მგ (206.5 მგ) |
- |
L-მეთიონინი |
200 მგ |
- |
L-არგინინის ჰიდროქლორიდი |
200 მგ |
- |
ვიტამინი B6 |
3 მგ |
214% * |
ფოლიუმის მჟავა |
200 მკგ |
100% * |
ვიტამინი B12 |
2.5 მკგ |
100% * |
* ნუტრიენტის რეკომენდებული ნორმა.
სხვა ინგრედიენტები: ინულინი (ბოჭკო), ლიმონის ნატურალური არომატი, ლიმონმჟავა.
გამოყენება
ჰეპასთრონგ ამინო ფორტე გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული დისფუნქციის დროს,
ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ალკოჰოლის მოხმარების, მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების, დაუბალანსებელი კვების, ქიმიკატებთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში.
ჰეპასთრონგ ამინო ფორტეს გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობებისას:
- ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება;
- ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება;
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
- ღვიძლის ტოქსიური დაზიანება;
- მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი;
- პრე- და პოსტოპერაციული მხარდაჭერა;
- ქიმიო- და რადიოთერაპიის შემდგომი მხარდაჭერა.
გამოყენების წესი და დოზირება
ჰეპასთრონგ ამინო ფორტე მიიღება 1 საშეტი დღეში ერთხელ.
საშეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში ან წვენში.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება
ჰეპასთრონგ ამინო ფორტე არ გამოიყენებაპროდუქტის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
არ გამოიყენება დაბალანსებული კვების ჩანაცვლების მიზნით.
არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის პირობები
ინახება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მდგომარეობაში ორიგინალურ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურის პირობებში.
შეფუთვა
15 საშეტი ლიმონის არომატით.
მასა ნეტო:44.6 გ.
მწარმოებელი
„სოლეფარმი“, ლატვია.
დისტრიბუტორი
შპს „3დ ჯორჯია“, საქართველო, თბილისი, მერაბ კოსტავას 75გ.
დამზადების თარიღი და მოხმარების ოპტიმალური ვადა იხილეთ შეფუთვის ქვედა კიდეზე.