ზალაინი 300მგ#1ვაგ.სუპოზ(თურქ)

ზალაინი 300მგ#1ვაგ.სუპოზ(თურქ)

8.80 ლარი 7.48 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: აბდი იბრაჰ. ილაჩ სანაი ვე ტიკ.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სერტაკონაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 145582
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია 

ზალაინი®  300მგ ვაგინალური სუპოზიტორია

გამოიყენება საშოში შესაყვანად.

-აქტიური ნივთიერება: თითოეული ვაგინალური სუპოზიტორია (ოვულა) შეიცავს 300 მგ სერტაკონაზოლის ნიტრატს.

- დამხმარე ნივთიერებები: მყარი, ნახევრად სინთეზური გლიცერიდები და უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

გთხოვთ წაიკითხოთ, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს მომხმარებლის სახელმძღვანელო. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ სხვა შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ მისცეთ ის სხვებს.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ამ მედიკამენტს იყენებთ ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას.

ზუსტად დაიცავით რა წერია ამ ინსტრუქციაში. არ გამოიყენოთ მაღალი ან დაბალი დოზები, გარდა იმ დოზისა, რომელიც თქვენთვის რეკომენდებულია პრეპარატის შესახებ.

ამ გამოყენების ინსტრუქციაში:

1. რა არის ზალაინი და რისთვის გამოიყენება?

2. სიფრთხილის ზომები ზალაინის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ზალაინი?

4. რა არის გვერდითი მოვლენები?

5.ზალაინის შენახვა

სათაურებში შედის

1. რა არის ზალაინი და რისთვის გამოიყენება?

• ზალაინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ინტრავაგინალურად სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ.

• 1 ცალი ვაგინალური სუპოზიტორია შეფუთული (PVC/PE) ბლისტერში.

• გამოიყენება ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია საფუარის სოკოთი, სახელად კანდიდა, რომელიც ჩანს ვაგინალურ და გარე ტუჩებზე.

2. სიფთხილის ზომები ზალაინის გამოყენებამდე.

არ გამოიყენოთ ზალაინი შემდეგ სიტუაციებში

თუ თქვენ ხართ მგრძნობიარე ფუნგიციდების მიმართ, რომლებიც ცნობილია იმიდაზოლის ჯგუფის სახელით

თუ თქვენ ხართ მგრძნობიარე ზალაინის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია)

  არ გამოიყენოთ ზალაინი თუ  იყენებთ ლატექსის პრეზერვატივს ან დიაფრაგმს.

გამოიყენეთ ზალაინი ფრთხილად შემდეგ სიტუაციებში

  თუ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სპერმიციდური მოქმედებისთვის (იხ. გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად)

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ზალაინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

არ არსებობს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან გამოყენების თვალსაზრისით.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სისხლის ზოგად მიმოქცევაში შეღწევის ნაკლებობის გამო, ზალაინი უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევებში, როდესაც მისი გამოყენება სავალდებულოა ორსულობის დროს, რისკისა და სარგებლის თანაფარდობის შეფასებით.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზალაინის ზოგად მიმოქცევაში გადასვლის რისკი ინტრავაგინალურად შეყვანისას, მისი უსაფრთხოება ახალშობილში არ არის დადგენილი. რისკისა და სარგებელის თანაფარდობა უნდა შეფასდეს ექიმმა ძუძუთი კვების პერიოდში ზალაინის გამოყენებამდე.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების გამოყენება

არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზალაინის შემადგენლობის და დამხმარე ნივთიერებების შესახებ.

თუ არ ხართ ჰიპერმგრძნობიარე ზალაინის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ, ნივთიერებების გამო გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

არ შეიცავს დამხამრე ნივთიერებებს,რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

სპერმიციდული საშუალებები: ინტრავაგინალურმა შეყვანამ შეიძლება არაეფექტური გახადოს კონტრაცეპტივების გამოყენება და შეიძლება შეამციროს სპერმიციდული ეფექტი.ამიტომ მათი გამოყენება სპერმიციდულ საშუალებებთან ერთად არ არის რეკომენდირებული.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტო წამალს გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.

3. როგორ გამოიყენება ზალაინი?

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია დოზა/შეყვანის სიხშირე:

ზალაინი ერთჯერადად, ღამით დაწოლამდე შეიყვანება საშოში სასურველია მწოლიარე მდგომარეობაში.

თუ სიმპტომები გრძელდება, მეორე ვაგინალური სუპოზიტორია ხელახლა უნდა დაინიშნოს. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მენსტრუაციის პერიოდში.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ზალაინი შეიყვანება ღრმად საშოში ერთჯერადი დოზით, სასურველია მწოლიარე მდგომარეობაში ღამით ძილის წინ.

 

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჯანმრთელობის ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, როგორიცაა გარე უბნის დაბანა ტუტე (ძირითადი) ან ნეიტრალური საპნით, ბამბის საცვლების ტარება, ვაგინალური დუჟის არ ქონა და ინფექციის გამაძლიერებელი ფაქტორების პრევენცია.

ზალაინთან ერთად რეკომენდირებულია სერტაკონაზოლის კრემის წასმა გარე მიდამოზე.აპლიკაციის დროს ასევე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პარტნიორის მკურნალობა თითოეული შემთხვევისთვის.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში

გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არის რადგან არ გამოიყენება ბავშვებში.

 

გამოყენება ხანდაზმულებში:

ზალაინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულებში არ არის შესწავლილი. თუმცა, ხანდაზმულებში მის გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის მოსალოდნელი.

 

სპეციალური გამოყენების შემთხვევები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ის არ გადადის სისხლში. არ არსებობს ადეკვატური კლინიკური მონაცემები მისი გამოყენების შესახებ თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

 

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ზალაინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ზალაინს:

თუ გამოიყენეთ ზალაინი იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გამოეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ დაგავიწყდათ ზალაინის გამოყენება:

ვინაიდან ეს არის ერთჯერადი დოზა, მიიღეთ პრეპარატი დაუყოვნებლივ.

მნიშვნელოვანია დაცული იყოს თქვენი ექიმის ინსტრუქციები შემდეგი დოზის მიღების ახალი დროისთვის.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

 

4. რა არის გვერდითი მოვლენები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ზალაინის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები.

 

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

წვის შეგრძნება

ქავილის შეგრძნება

ეს არის ზალაინის მსუბუქი გვერდითი მოვლენები. მკურნალობასთან ერთად ის გაქრება.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გვერდითი ეფექტების მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში,მიმართეთ თქვენს ექიმს,ფარმაცევტს ან მედდას.ასევე შეატყობინეთ ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც შეგხვდებათ,მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებაზე დაკლიკებით www.titck.gov.tr-ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08.შეატყობინეთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ამით თქვენ წვლილს შეიტანთ იმ წამლის უსაფრთხოებაში რომელსაც იყენებთ.

 

 

5.ზალაინის შენახვა

 

შეინახეთ ზალაინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

 

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ზალაინი შეფუთვაზე/კოლოფზე/ქილაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ/გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

ვარგისიანობის ვადის  პირველი ორი ციფრი აჩვენსებს თვეს, ბოლო ოთხი ციფრი წელს.

არ გამოიყენოთ ზალაინი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები.გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

 

ლიცენზიის მფლობელი:FERRER International S.A.,

                                              Barcelona / İspanya lisansı ile;

                                              ADEKA İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş.

 

 

წარმოების ადგილი:  ABDİ İBRAHİM İlaç Sanay ve Ticaret A.Ş.

                                       Esenyurt /  İstanbul

 

გამოყენების ინსტრუქციის  ბოლო განახლების თარიღი 19/08/2015.

 

 

ზალაინი ®

300მგ ვაგინალური სუპოზიტორია

სერტაკონაზოლის ნიტრატი

1 ვაგინალური სუპოზიტორია.

 

ფორმულა: თითოეული ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს 300მგ სერტაკონაზოლის ნიტრატს,როგორც აქტიურ ინგრედიენტს და მყარ, ნახევრად სინთეზურ გლიცერიდებს და უწყლო კოლოიდურ სილიციუმს, როგორც დამხმარე ნივთიერებას

არ იყიდოთ გაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა.გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.ინახება 30°C-ზე დაბლა ოთახის ტემპერატურაზე.გამოიყენება საშოში.გაიცემა რეცეპტით.

 

 

ზალაინი ®

ვაგინალური სუპოზიტორია

სერტაკონაზოლის ნიტრატი

1 ვაგინალური სუპოზიტორია

 

­­­­­

ლიცენზიის მფლობელი:

Ferrer Internacional, S.A. - İspanya lisansı ile;

ADEKA İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş. 55020- İlkadım /SAMSUN

წარმოების ადგილი: ABDİ İBRAHİM İlaç Sanay ve Ticaret A.Ş.  Esenyurt /  İSTANBUL

ლიცენზიის ნომერი: 17/08/2015-2015/645

 

 

(01)

(21)

2D კოდი

 

 

სერია:

ვადა.:

 

 

ზალაინი ®  300მგ

ვაგინალური სუპოზიტორია

სერტაკონაზოლის ნიტრატი

ADEKA